ადვოკატი

5 Apr. 2019, 12:51

ახლა ვის ეკუთვნის ტახტი? ცხადია, უპირატესი ჩვენი [დავით ბაგრატიონ-მუხრანელის] მხარეა, მათ აქვთ თავისი არგუმენტები, ჩვენ — ჩვენი. მთავარი ხალხის გადაწყვეტილებაა, სურთ თუ არა მონარქიის აღდგენა. თუ ამ საკითხს გადაწყვეტენ, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული წარსული. ისტორია კი ამბობს, რომ სამეფო ღირსება გადადიოდა მამიდან ვაჟზე, ანუ მამაკაცზე. ქალზე სამეფო ღირსება არ გადადიოდა. ეს გიორგი XII-ს ვაჟს, დავით გამგებელს თავის აღწერაშიც აქვს ნათქვამი. იქ ვკითხულოთ, რომ ქვრივებზე და პრინცესებზე სამეფო ღირსება არ გადადის. ანუ ყველა შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება კაცის მხარეს.

თამარ მეფის შემთხვევა, ეს არის ბევრად უფრო ძველი პერიოდი. მაგ შემთხვევაში დაირღვა მაშინ არსებული კანონი, ასევე დაირღვა მეფის ანდერძი. საუბარია დავით V-ს ანდერძეზე, რომლის თანახმადაც ტახტზე უნდა ასულიყო მისი შვილი დემნა. იქ მოხდა ტახტის უზურპაცია და მეფემ ფიზიკური ძალით განახორციელა სწორედ უზურპაცია და თავისი ქალიშვილი გამოაცხადა მემკვიდრედ. ვინც მას არ დაეთანხმა ან თვალები დათხარა, ან კოჭები დაუმტვრია. თამარი, როგორც ასეთი, იყო უზურპატორი, მან მოახდინა ხელისულების უზურპაცია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…