გირჩი აუდიტს: სანამ საპატრიარქოს არ შეამოწმებთ, საარჩევნო დეკლარაციას არ შევავსებთ
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
პოლიტიკური გაერთიანება გირჩი აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურს საარჩევნო დეკლარაციას იმ შემთხვევაში გაუგზავნის, თუ საქართველოს საპატრიარქოს აუდიტს ჩაატარებენ. ამის შესახებ გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
პოლიტიკური გაერთიანების ცნობით, 25 მარტს მიიღეს ოფიციალური წერილი აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტისგან და ეცნობათ, რომ 19 მაისს დანიშნულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გირჩი, ისევე როგორც ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტი და პარტია ექვემდებარება შემდეგ რეგულაციებს:
- საარჩევნოდ უნდა შევქმნათ სპეციალური ფონდი;
- 3 კვირაში ერთხელ თქვენთან უნდა ვაგზავნოთ ფინანსური ანგარიშები;
- საარჩევნო პერიოდის ფინანსური ანგარიში უნდა წარმოგიდგინოთ აუდიტორულ დასკვნასთან ერთად;
- გარდა თქვენთვის წარდგენისა, იგივე ანგარიშები უნდა გამოვაქვეყნოთ 3 კვირაში ერთხელ;
- ანგარიშები უნდა იყოს თქვენი უწყების მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმების სახით;
- ტელე, რადიო, საგაზეთო, გარე თუ ინტერნეტ რეკლამა წინასწარი ანგარიშსწორებით უნდა შევისყიდოთ და ამის შესახებ ასევე წინასწარ უნდა გაცნობოთ თქვენ, ასევე თქვეს მიერ შესაბამისად დამტკიცებული ფორმის სახით;
- და სხვა.
გირჩს მიაჩნია, რომ ე.წ. პოლიტიკური ფინანსების ეფექტური მონიტორინგი ზოგადად არის შეუძლებელი.
"საქართველოში ეს სისტემა შემუშავებულია სპეციალურად ერთი კონკრეტული მიზნისთვის - რომ ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკურმა ძალებმა ვერ შეძლონ ხელისუფლებაში მოსასვლელად საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზება. არასოდეს ამ ქვეყნის ისტორიაში ამ სისტემას არ დაუსჯია რეალურად ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა და თუ ვინმესთვის ოდესმე შეუქმნია რეალური პრობლემა, ეს ყოველთვის იყო ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალები", — ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, მხოლოდ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან, მხოლოდ ფინანსური რესურსის სახით სახელმწიფომ საქართველოს საპატრიარქოს მისცა დაახლოებით მეოთხედი მილიარდი ლარი. აქ არ შედის ათასგვარი უძრავი თუ მოძრავი ქონება რომელიც ასევე გადაეცა ამ ინსტიტუტს სახელმწიფოს მიერ.
განცხადებაში წერია, რომ აქამდე ვერც ერთმა გენერალურმა აუდიტორმა ვერ გაბედა საპატრიარქოში აუდიტის ჩატარება.
"ჩვენი შემოთავაზება გულისხმობს შემდეგს — თუ ჩაატარებთ საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს აუდიტს და საჯაროდ დაგვარწმუნებთ რომ ეს საქმე კეთილსინდისიერად გააკეთეთ, ჩვენ შევასრულებთ სპექტაკლში ერთერთ როლს და გადმოგიგზავნით ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის #2915/21 ბრძანებით დადგენილ ფორმებს", — ნათქვამია გირჩის განცხადებაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები