რუსთავის ეპარქია სასულიერო პირების დაპირისპირების ვიდეოს ასაჯაროებს
რუსთავის ეპარქია სასულიერო პირების დაპირისპირირების ვიდეოს ასაჯაროებს. გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ სასულიერო პირები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მათ შორის არის ბერი გაბრიელი, რომელიც ეპარქიის 14 სასულიეო პირს ცემაში ადანაშაულებს. ვიდეოს ბოლოს კი სასულიერო პირებმა ბერი გაბრიელი ოთახიდან გაიყვანეს.
"ბოლო პერიოდში დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსთავის ეპარქიაში, ბერი გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეო მასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება. დაე საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი", — ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.
ბერმა გაბრიელმა ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გადაცემა იმედის კვირაში ისაუბრა. სიუჟეტის მიხედვით, ბერსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება Facebook live-ში ლოცვების წაკითხვის აკრძალვის შემდეგ დაიწყო.
23 მარტს მამა გაბრიელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსთაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ლოცვა აუკრძალა და მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა. იმედის ინფორმაციით, ამის შემდეგ ბერს, სასულიერო პირებსა და მიტროპოლიტს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც დაპირისპირება მოხდა.
"სატრაპეზოში, სადაც მეუფე და დაახლოებით 60-მდე მღვდელი იყო, იქ შევედი და ჩემი დაბარების მიზეზი ვიკითხე, რაც დაახლოებით ვიცოდი. მღვდლები ძაღლებივით დამესივნენ, ვინ მირტყამდა, მათ სახეებსაც ვერ ვხედავდი", — იმედის ცნობით, დაწერა ბერმა გაბრიელმა სოციალურ ქსელში, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა.
იმედთან საუბარში თვითმხილველი ამბობს, რომ მეუფის სატრაპეზოდან ხმაური გაიგო, შემდეგ კი დაინახა, რომ მამა გაბრიელი ორმა მღვდელმა შენობიდან გაიყვანა. თვითმხილველი ამტკიცებს, რომ ბერი სასულიერო პირებს კოჭების დახვრეტით დაემუქრა. მისივე თქმით, ბერმა გაბრიელმა მიტროპოლიტსა და 14 სასულიერო პირს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, საცემადაც გაიწია, რის გამოც ეპარქიის ტერიტორია დაატოვებინეს.
მიტროპოლიტი მეუფე იოანე ამბობს, რომ ბერი შეხვედრაზე მთვრალი მივიდა და მათთან ჭიდაობა დაიწყო. მისივე თქმით, ბერი არავის უცემია და მან საფეხურს გაკრა ფეხი, წონასწორობა დაკარგა და წაიქცა.
ბერი მიტროპოლიტის საპასუხოდ აცხადებს, რომ წაქცევასთან დაკავშირებით მეუფე იოანემ სისულელე თქვა. მისივე თქმით, ის შეხვედრაზე ნასვამი არ მისულა. ბერი გაბრიელი რუსთავის წმ. პეტრე-პავლის სახელობის მონასტერში 8 თვე მსახურობდა. მას რუსთავის ეპარქია 27 მარტს დაატოვებინეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები