მილიარდი ამომრჩეველი და მილიონი საარჩევნო უბანი — ინდოეთში ყველაზე მასშტაბური არჩევნები დაიწყო
ფოტო: Rupak de Chowdhuri / Reuters
11 აპრილს თანამედროვე ისტორიის ყველაზე მასშტაბური დემოკრატიული არჩევნები დაიწყო — ინდოეთში ახალ პარლამენტს ირჩევენ. ქვეყანაში, სადაც 900 მილიონზე მეტი ამომრჩეველია, მილიონზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნება. ხმის მიცემის პერიოდი კი ხუთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება.
პარტიები პარლამენტის ქვედა პალატაში, ლოკ-საბჰაში 543 ადგილისთვის იბრძოლებენ. ის პარტია, რომელიც ადგილების ნახევარს და მეტს მიიღებს მთავრობას ჩამოაყალიბებს, ხოლო მისი ლიდერი პრემიერ-მინისტრი გახდება.
მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნარენდა მოდი, რომელიც ინდოეთის სახალხო პარტიას ხელმძღვანელობს, შეეცდება 2014 წლის წარმატება გაიმეოროს. წინა საპარლამენტო არჩევნებზე ის მოსახლეობას დაპირდა, რომ ინდოეთისგან ეკონომიკურ და სამხედრო ზესახელმწიფოს შექმნიდა. მოდის ოპონენტი, რაჰულ განდი, ინდირა განდის შვილიშვილი ინდოეთის ეროვნულ კონგრესს ლიდერობს. ის მოდის ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევაში ადანაშაულებს.
ამჟამინდელი არჩევნები მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული იქნება — ინდოეთი 7 მილიარდ დოლარს დახარჯავს. თითოეულ ამომრჩეველზე ეს, დაახლოებით, 8 დოლარია მაშინ, როცა მოსახლეობის ნახევარს დღეში მხოლოდ 3 დოლარის შემოსავალი აქვს. შედარებისთვის, 2016 წელს ამერიკაში საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნებში 6,5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.
წინა საპარლამენტო არჩევნებში 830 მილიონი ამომრჩეველი ფიქსირდებოდა. ამჟამად თითქმის მილიარდი ამომრჩეველი ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ცხოვრობს, მათ შორის უდაბნოებში, ჭაობიან და მთიან ადგილებში. კანონის მიხევდით კი საარჩევნო უბანი ამომრჩევლის საცხოვრებლიდან მაქსიმუმ 2 კილომეტრში უნდა იყოს.
ინდოეთის საარჩევნო კომისიაში 300 ადამიანი მუშაობს, ხოლო არჩევნების დღისთვის მათ 10 მილიონი ადამიანის დამატება დასჭირდათ. საარჩევნო კომისიის წევრებს დიდი მანძილის გადალახვა მოუწევთ: ზოგიერთ რთულ რეგიონში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით ან ნავით არის შესაძლებელი. ხანდახან კი საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს სპილოებით გადაადგილება მოუწევთ.
იმისათვის, რომ ე.წ. კარუსელი აირიდონ თავიდან, ამომრჩევლებს საჩვენებელ თითზე რთულად მოსაშორებელ მელანს წაუსვამენ. საარჩევნო პროცესის სირთულის გამო, ხმის მიცემა შვიდ ეტაპად განხორციელდება, დაიწყება 11 აპრილს და 19 მაისს დასრულდება. შედეგები კი 23 მაისს გახდება ცნობილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები