რას ამბობენ პოლიტიკური პარტიები ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე
ფოტო: ნათია კაპანაძე / FB
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს უნდა იმსჯელოს იმ განცხადებაზე, რომლითაც ამავე საბჭოს ორმა წევრმა, ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი მოითხოვა. ტელევიზიის შესახებ პოზიტიური საერთაშორისო შეფასებების ფონზე, არასამთავრობო ორგანიზაციები კაპანაძის გადაყენების მოთხოვნას ნეგატიურად აფასებენ. ოპოზიციური პარტიები ცალსახად მიანიშნებენ მიმდინარე პროცესში ხელისუფლების ინტერესებზე. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებულ საკითხზე ინფორმაცია არ აქვთ და შესაბამისად, ვერაფერს იტყვიან.
ქართული ოცნება
ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ არ იცნობს არც ტელევიზიის და არც სამეურვეო საბჭოს პოზიციას, თუმცა აჭარის მაუწყებელი მოსწონს.
"ჟურნალისტების საკმაოდ კვალიფიცირებული ჰყავთ, რომელსაც ჩვენთან აგზავნიან. თემას არ ვიცნობ, თუ რატომ ითხოვენ გადადგომას, რომც ვიცნობდე შეფასებას ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ საბჭოს დამოუკიდებლობის საკმაოდ მაღალი ხარისხი აქვს", — განაცხადა გია ვოლსკიმ.
ქართული ოცნების დეპუტატის გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, აჭარის ტელევიზია გამოირჩევა საქართველოს მედიასივრცეში, როგორ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი არხი.
"ეს ფაქტი ძალიან საინტერესოა. თან საზოგადოებრივი მაუწყებელია. ბიუჯეტიდან ფინანსდება და ეს არის მიღწევა, ყოველგვარი არეულობა და წინააღმდეგობის შეტანა ამ პროცესში არ გამოადგება თვითონ ტელევიზიისა და მედიის თავისუფლებას", — განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
ის ფიქრობს, რომ მმართველი გუნდის ინტერესი არაა 2012 წლის შემდეგ შექმნილი დემოკრატიული იმიჯის შელახვა.
"ბუნებრივია, მმართველი გუნდი ყოველთვის ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს ტელევიზიის ბადეში და ეს სტრატეგიული ამოცანაა",— განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტზე ინფორმაციას არ ფლობს, ქართული ოცნების წევრი დავით მათიკაშვილი. მისი თქმით, "თავისუფალი მედიის მხარდამჭერია, თუმცა კომენტარს ვერ გააკეთებს".
იგივე პოზიცია აქვს ქართული ოცნების კიდევ ერთ დეპუტატს ნინო გოგუაძეს. ის ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე შეისწავლის საკითხს და თავის პოზიციასაც დააფიქსირებს.
ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ნათია კაპანაძის გადადგომა ხელისუფლების ინტერესია, რადგან აჭარის ტელევიზია დღეს ობიექტური და მიუკერძოებელია.
"აჭარის ტელევიზია არის ის ძალიან იშვიათი მაგალითი, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი, მართლაც, არის საზოგადოების ინტერესებში და არა მთავრობისა და კონკრეტული პარტიის ინტერესებში. როგორც ჩანს ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ასეთი მოდელი არის მიუღებელი. როგორც ჩანს, თავის დროზე ქალბატონი ნათიას იქ დანიშვნა შეეშალათ, გამოეპარათ და ახლა სურთ, რომ პროპაგანდის სამსახურში ჩააყენონ ეს ტელევიზიაც", — განაცხადა კახიძემ.
ნაციონალური მოძრაობა
გაერთიანებული ოპოზიციის აჭარის ადგილობრივ წარმომადგენლობას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი ბორდის წევრებს ხელისუფლებამ დაავალა. განცხადება On.ge-ს ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურმა მიაწოდა.
ნათია კაპანაძის მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის პოზიტიურად შესაფასებლად პარტიამ ეუთოს/OSCE-ს დასკვნაც გაიხსენა.
"როგორც ჩანს ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და გადაწყვიტა ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა, ამ გეგმის ნაწილია ტელევიზიის დირექტორის გადაყენება",— აღნიშნავენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელები.
არასაპარლამენტო ოპოზიცია
ნათია კაპანაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ნინო გოგუაძემ. მისი თქმით, პოლიტიკოსებს არ მოსწონთ, როცა ტელევიზიაში მათი ინტერესების გატარება არ ხდება.
"მე შემიძლია შევაფასო აჭარის ტელევიზია, როგორც თავისუფალი სივრცე, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებული და დამოუკიდებელი. სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსებს არ მოსწონთ, როცა მათი ინტერესების გატანა არ ხდება ამა თუ იმ არხსა და ეთერში. ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, აქ არის პოლიტიკური ინტერესები და დარწმუნებული ვარ, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება", — განაცხადა გოგუაძემ.
10 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა, ირაკლი დარცმელიძემ (ნაციონალური მოძრაობის კვოტით) და გიგა ჩხარტიშვილმა (ქართული ოცნების კვოტით) ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი მოითხოვა. საბჭოს თავმჯდომარის, ნატა იმედაიშვილის განცხადებით, საბჭოს წევრების საჩივარი რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის პროგრამულ პრიორიტეტებს, ფონდების მიერ დაფინანსებულ გადაცემებს, ხელფასებს და ა.შ. ნათია კაპანაძეს იმ შემთხვევაში გადააყენებენ, თუ იმპიჩმენტს მხარს ბორდის სამი წევრი დაუჭერს.
ნათია კაპანაძის დირექტორობა
ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის 24 ოქტომბერს სამწლიანი ვადით აირჩიეს. უფლებამოსილების შესრულებას ის ამავე წლის 21 დეკემბრიდან შეუდგა.
მისი დირექტორობის პერიოდში ეთერში რამდენიმე სხვადასხვა გადაცემა გავიდა. მათ შორის, რადიო თავისუფლების პროექტები, რომელთა გაშვებაზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა უარი განაცხადა.
წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) ანგარიშში განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზია იყო "ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც შესთავაზა მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება".
2018 წელს კაპანაძემ, დირექტორის რანგში ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიიღო.
გაიგე მეტი:
- ნათია კაპანაძის იმპიჩმენტზე გადამწყვეტი ნატა იმედაიშვილის ხმა იქნება
- ნათია კაპანაძის როლი აჭარის ტელევიზიაში
- მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატივას — არასამთავრობოები
- ხელისუფლების დავალებაა — ოპოზიცია აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის ინიციატივაზე
- ეს პროცესები უპირისპირდება სარედაქციო დამოუკიდებლობას — აჭარის ტელევიზიის განცხადება კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში




კომენტარები