იმპიჩმენტის საფუძველი — ოცნების კვოტით არჩეული წევრის პრეტენზიები აჭარის ტელევიზიის დირექტორთან
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
აჭარის ტელევიზიის დირექტორს, რომლის მმართველობის დროსაც მაუწყებელი პირველად შეფასდა მიუკერძოებელ და დაბალანსებულ ტელევიზიად მრჩეველთა საბჭოს წევრი ბოლშევიკურ მართვაში ადანაშაულებს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ, ძებნილ თავმჯდომარეს, ასლან აბაშიძეს ადარებს.
გიგა ჩხარტიშვილი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში ქართული ოცნების კვოტით მოხდა. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მოითხოვს. ჩხარტიშვილმა TV პირველზე ისაუბრა იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც დირექტორს უნდობლობას უცხადებს.
პრეტენზიები
ჩხარტიშვილი ამბობს, რომ არ აპირებს კაპანაძის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა აიღოს. ეს საბჭოს წევრისთვის იმპიჩმენტის მოთხოვნის მიზეზი გახდა. მისი მტკიცებით, კაპანაძის უნდობლობის "მრავალრიცხოვანი" მიზეზი არსებობს. მათ შორისა შესაძლო სამართლებრივი გადაცდომები, უტენდერო შესყიდვები, განმეორებითი შესყიდვები, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა.
ამბობს, რომ იმპიჩმენტისთვის ყველა არგუმენტი თანაბრად წონიანია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შეუსრულებლობაა.
"საზოგადოება აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ფინანსებს ანდობს ორი რამისთვის. ერთი არის მაუწყებლის შესახებ კანონის მე-16 მუხლის შინაარსობრივი ვალდებულებების შესასრულებლად და მეორე არხის იმ პრიორიტეტების შესასრულებლად, რომელსაც აძლევს მრჩეველთა საბჭო", — აცხადებს ჩხარტიშვილი.
მისი თქმით, სხვა არაფრის გამო ქირაობს დირექტორს მრჩეველთა საბჭო. მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ თითქმის 9 მილიონიანი ბიუჯეტის პირობებში ტელევიზიას ცუდი რეიტინგი აქვს. ჩხარტიშვილი ამბობს, რომ 2016 წელთან შედარებით რეიტინგი განახევრებულია.
ბრალდებები უპატივცემულობაზე
ჩხარტიშვილი ამბობს, რომ სხდომაზე, რომელსაც ის არ ესწრებოდა კაპანაძემ უპატივცემულობა გამოიჩინა მეურვეების მიმართ.
"როდესაც დირექტორმა დაასრულა თავისი პრეზენტაცია ადგა და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოწოდებას, რომ დაბრუნებულიყო და სხვა საკითხები გაევლო უპასუხა: მომწერეთ თუკი რამე გაინტერესებთო. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ეხვეწებოდა მოდი და სხდომა დამასრულებინეო", — აცხადებს ის.
ჩხარტიშვილი ამტკიცებს, რომ კაპანაძემ თანამშრომლებს მრჩეველთა საბჭოსთან ურთიერთობა აუკრძალა და ამით უკმაყოფილოა.
"ეს ჩვეულებრივი ბოლშევიზმია, ჩვეულებრივი საბჭოთა სტანდარტი, რომელიც დაუშვებელია. წარმოიდგინე თქვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, სადაც ადამიანებს აკრძალული აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაცია", — ამბობს ის.
სარედაქციო დამოუკიდებლობა
ჩხარტიშვილის თქმით, თუ ვინმეს ეჭვი აქვს, რომ კაპანაძის გათავისუფლების შემთხვევაში სარედაქციო დამოუკიდებლობას პრობლემები შეექმნება ეს ეჭვები უნდა დაასაბუთოს. მისი თქმით, დადებითი შეფასებები, რომელსაც ტელევიზია ობიექტური გაშუქების გამო იღებს არ არის მხოლოდ დირექტორის დამსახურება, რომ მისი გადადგომით ამ საკითხებს საფრთხე შეექმნას.
"მე ვხედავ ამ ყველაფერში იმ ადამიანების დამსახურებას, რომელიც დღედაღამ მუშაობენ. მე აღვნიშნე თავიდანვე, რომ სარედაქციო ხაზს არაფერი ემუქრება", — ამბობს ის.
მისივე თქმით, გაუგებარია არგუმენტი იმის შესახებ, რომ კაპანაძეს ვადის ამოწურვამდე 6 თვე აქვს დარჩენილი და ახლა იმპიჩმენტის გამოცხადება ეჭვს ბადებს.
"6 თვე თუ არის დარჩენილი ამის გამო უნდა ვენდო იმ ადამიანს, თუ არ ვენდობი? გაურკვეველია", — განაცხადა ჩხარტიშვილმა.
თანამოაზრე ოპოზიციის კვოტიდან
ჩხარტიშვილთან ერთად კაპანაძის იმპიჩმენტი მოითხოვა ნაციონალური მოძრაობის კვოტით არჩეულმა წევრმა ირაკლი დარცმელიძემ. მედია კოალიციის წევრმა, ნინო დანელიამ განაცხადა, რომ დარცმელიძე უკვე ქართული ოცნების მხარდამჭერია.
"მე არ ვიცი, რატომ ახსენებთ ძალიან ხშირად ნაციონალური მოძრაობის კვოტით და ქართული ოცნების კვოტით შესულ კანდიდატებს. ეს პრინციპი მაუწყებლობის შესახებ კანონში დევს იმის გამო, რომ წარმომადგენლობითმა ორგანომ ან უმაღლესმა საბჭომ, ან პარლამენტმა აირჩიოს წევრები, თუმცა არ ნიშნავს, რომ ეს წევრები ან პარტიულები არიან ან პარტიული დავალება უნდა შეასრულონ", — აცხადებს ჩხარტიშვილი.
მისი თქმით, ქართულ ოცნებასთან კონსულტაცია არ ჰქონია და გაუგებარია, რატომ უნდა უთანხმებდეს ამ საკითხს.
"არ მგონია, რომ ანგარიშვალდებული ვარ ქართულ ოცნებასთან, ან ფრაქციასთან, ან უმაღლეს საბჭოსთან. ვთვლი, რომ ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოებასთან", — აცახდებს ის.
კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნა
ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა. მათ შორისაა ირაკლი დარცმელიძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კვოტით არის წარდგენილი და გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც ქართული ოცნების კვოტითაა საბჭოში.
საბჭოს თავმჯდომარემ ნატა იმედაიშვილმა On.ge-ს უთხრა, საბჭოს წევრებს პრეტენზიები აქვთ პრიორიტეტების შეუსრულებლობაზე, ხელფასების პრობლემასა და თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებაზე. მისი თქმით, დოკუმენტს არ გაცნობია და პოზიციას ვერ დააფიქსირებს, თუმცა კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არსებული პრობლემების განხილვისას თავადაც იგივე საკითხებს ასახელებს.
კაპანაძის იმპიჩმენტისთვის გადამწყვეტი იმედაიშვილის ხმაა, რადგან საბჭოს სხვა წევრები ამბობენ, რომ დირექტორის წინააღმდეგ ხმის მიცემას არ აპირებენ.
თავად კაპანაძემ განაცხადა, რომ საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობას და მაუწყებლის გამართულ მუშაობას. მისი თქმით, მაუწყებელი პრიორიტეტებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში ასრულებს, რაც აქვთ. მისივე თქმით, ტელევიზიის რეიტინგს ფილმები წერდა, თუმცა ფილმები ვერ შეცვლის ქედასა და ხულოში ადამიანების ცხოვრებას.
სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეზე საუბრობს აჭარის ტელევიზიაც. მაუწყებლის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე პროცესები უპირისპირდება სარედაქციო დამოუკიდებლობას და მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას.
კაპანაძის იმპიჩმენტის ინიაციტივად არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ. ნათია კაპანაძეს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმაც.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები