ბათუმის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა ტერენტი გრანელის სახელით სხვისი ლექსი გამოაქვეყნა
ფოტო: ბათუმელები
ბათუმის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩაება იმის დასამტკიცებლად, რომ ტერენტი გრანელი არამხოლოდ პოეტი, არამედ პროზაიკოსიცაა, ფეისბუქზე გრანელის სახელით გამოაქვეყნა ლექსი, რომელიც პოეტს არ ეკუთვნის.
"წუხელ მესიზმრა, თითქოს ვკვდებოდი,
ცრემლიც მეფრქვია ზედ დაიკოსი;
გალაკტიონი არის პოეტი,
მე კი ვარ, ძმაო, პროზაიკოსი. ტ.გრანელი", — დაწერა პატარიძემ.
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წერს, რომ ლექსის ამ ვერსიის ავტორი თავადაა და ამ ფორმით საკრებულოში მიმდინარე მოვლენებზე იხუმრა. დეპუტატმა კი ლექსი პირდაპირ გადაიტანა თავის გვერდზე, ყოველგვარი მითითების გარეშე, რაც არაერთმა ადამიანმა გააზიარა.
On.ge-სთან საუბარში დეპუტატი ამტკიცებს, რომ წინასწარვე იცოდა იმის შესახებ, რომ ლექსი გრანელს არ ეკუთვნის. მისი თქმით, მეტრეველის ხუმრობა მოეწონა და ამიტომაც გადმოიტანა ლექსი თავის კედელზე. კითხვაზე, რამდენად სწორი იყო პოეტისა და პროზაიკოსის გაურკვევლობის ფონზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, პატარიძე პასუხობს, რომ ლექსის დაპოსტვას არასწორი ინტერპრეტაცია მოყვა.
"ტერენტი პოეტიცაა და პროზაიკოსიც. ეს კი უბრალოდ ხუმრობა იყო", — განაცხადა მან.
კითხვაზე, რატომ დაწერა დეპუტატმა პოსტის გამოქვეყნებიდან ამდენი ხნის შემდეგ კომენტარი "მერაბ ჩაგეთვალა" და ხომ არ ნიშნავდა ეს, რომ მან მოგვიანებით გაიგო ლექსის ავტორის შესახებ, ის პასუხობს, რომ გაუგებარი არაფერია და მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მეტრეველის ლექსი სახუმარო იდეით წამოიღო.
დეპუტატის ამ კომენტარს წინ უძღოდა სხვისი კომენტარი, რომელშიც განმარტებული იყო, რომ ლექსი გრანელს არ ეკუთვნის.
ფოტო: კადრი ეკრანიდან
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პატარიძემ გრანელის გადაკეთებული ლექსი შესთავაზა საზოგადოებას. საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, მან ჟურნალისტებთან კიდევ ერთი ლექსი წაიკითხა:
"დღევანდელი საღამო არ გამოგვივიდა მშვიდი,
მაგრამ ხიდან ხეზე, აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი"
ბოლო ორი დღეა ბათუმის საკრებულო მედიაში ფიზიკური დაპირისპირებითა და ტერენტი გრანელის საკითხებით ხვდება. 12 აპრილს დეპუტატებმა საკრებულოში ორჯერ იჩხუბეს. მეორე ჩხუბის მიზეზი ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხი გახდა.
დადგენილების პროექტში ტერენტი გრანელი მოხსენიებული იყო, როგორც ქართული პროზის გამორჩეული წარმომადგენელი. ირაკლი პატარაძემ ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია, რის შემდეგაც ოპოზიციამ მოითხოვა განმარტება, ეს იყო ტექნიკური შეცდომა, თუ უმრავლესობა ტერენტი გრანელს როგორც პროზაიკოსს იცნობს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები