ასფარ ხანი: საქართველო ბავშვთა შრომის კუთხით საკუთესო მაჩვენებელთან ახლოსაა
ფოტო: Shutterstock/Kisialiou Yury
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 5-17 წლის ბავშვების სრული რაოდენობის 4,2 პროცენტი შრომაშია ჩართული. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევისა და შეფასების განყოფილების უფროსი ასფარ ხანი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. მისი განმარტებით, ზუსტი ზღვარი და ციფრი ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა საქართველოს შეუძლია იყოს ბავშვთა შრომის კუთხით თავისუფალი ქვეყანა, რადგან მსოფლიოში ყველაზე დაბალი ციფრი 2 პროცენტი პანამაში ფიქსირდება და ჩვენ ამ რიცხვთან ახლოს ვართ.
კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს. ამ ფაქტს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები საკითხის მაღალი მგრძნობელობით ხსნიან.
ბავშვთა შრომაში ჩართულობას ქალაქისა და სოფლის მიხედვით თუ განვიხილავთ, მომუშავე ბავშვების 84% სოფელში, ხოლო 16 პროცენტი ქალაქში მუშაობს.
ქვეყნის მასშტაბით დასაქმებულ ბავშვებს შორის :
- 51,8 პროცენტი 5-13 წლისაა;
- 18,1% პროცენტი 14-15 წლისაა;
- 30,2% პროცენტი 16-17 წლისაა;
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, 14-15 წლის ასაკის ბავშვებში სამუშაოს ხანგრძლივობა კვირაში 24 საათი, ხოლო 16-17 წლის ბავშვებში კვირაში 36 საათი დასაშვებია. უფრო დაბალ ასაკში მუშაობა საერთოდ არაა დაშვებული . თუ სამუშაო საათები მოცემულ რიცხვებს გადაცდება ბავშვისთვის შრომა უკვე სახიფათო ხდება.
სახიფათო შრომაში ასევე შედის სამუშაო, მიწის ქვეშ, წყალქვეშ, არაჯანსაღ გარემოში, ხმაურის, ან ვიბრაციის პირობებში. ასევე, სამუშაო, რომელიც მოითხოვს მძიმე ტვირთის ზიდვას, საშიშ ნივთიერებებთან ან ტემპერატურაზე ყოფნას და ა.შ.
მომუშავე ბავშვები დარგების მიხედვით:
- სოფლის მეურნეობა - 82,6 პროცენტი;
- მრეწველობა - 5,2 პროცენტი;
- მომსახურება - 12,2 პროცენტი;
სოციალური სტატისტიკის სამმართველოს უფროსი გიორგი კალაკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ასეთი მასშტაბის კვლევა ამ საკითხთან მიმართებაში პირველია. მსგავსი კვლევა 1999 წელსაც ჩატარდა, თუმცა მასშტაბებით ის საკმაოდ ჩამორჩება და მონაცემების შესადარებლადაც კი არ გამოდგება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა საქართველოში ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. კვლევის მიზანი ქვეყანაში ბავშვთა შრომის მდგომარეობის, მასშტაბების, მიზეზებისა და შედეგების შეფასება იყო. კვლევამ დაახლოებით 7700 შინამეურნეობა და მასში დასაქმებული 5-17 წლის ბავშვები მოიცვა. კვლევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ჩატარდა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები