როგორ შეცვალა სამეფო კარის თამაშებმა სატელევიზიო სივრცე
Game of Thrones ესაა სერიალი, რომლის ბიუჯეტი და მასშტაბი ერთ დროს ტელევიზიის ფორმატისთვის წარმოუდგენელი იყო. ახლა კი ის ოქროს სტანდარტადაა ქცეული.
ფოტო: Valerie Macon / Agence France-Presse / Getty
სერიალი სამეფო კარის თამაშები ეკრანებზე რვა წლის წინ გამოჩნდა. მას შემდეგ სატელევიზიო ინდუსტრია მთლიანად შეიცვალა. ამისათვის მადლობა კი Netflix-ს უნდა გადავუხადოთ.
ონლაინ მედია-პლათფორმების ეპოქაში, მხოლოდ აშშ-ში, სცენარის მქონე სერიალების რაოდენობა ბოლო რვა წლის განმავლობაში 86 პროცენტით გაიზარდა: თუ 2011 წელს 266 შოუს ნახვა იყო შესაძლებელი, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 495-მდე ავიდა.
არჩევანის მსგავსი მრავალფეროვნების მიუხედავად, არცერთ შოუს არ ჰქონია იმხელა გავლენა, რამხელაც GOT-ს, რომლის უკანასკნელი სეზონის პირველი ეპიზოდი 14 აპრილს გამოვიდა.
ყველა ნატრობს GOT-ის ჯილდოებს: მას იმაზე მეტჯერ მოუგია ემი, ვიდრე სხვა ნებისმიერ სერიალს (მათ შორის, სამჯერ საუკეთესო დრამატული სერიალის ნომინაციაში).
ყველა ნატრობს GOT-ის პოპულარობას: ის HBO-ს ისტორიაში ყველაზე წარმატებული შოუა და, ამასთან, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ბევრჯერ ნანახ სერიალთაგანიცაა (ონლაინ ნახვებსაც თუ ჩავთლით, მეშვიდე სეზონის თითოეულ ეპიზოდს 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა).
ყველა ნატრობს GOT-ის წარმატებას: ის იქცა ყველაზე გავლენიან სატელევიზიო შოუდ იმ ეპოქაში, როცა დრამატული სერიალის თითო ეპიზოდის ბიუჯეტი $3 მილიონამდე გაიზარდა და ცალკეულ შემთხვევებში ეს რიცხვი ათ ან მეტმილიონ დოლარსაც კი აღწევს.
ყველა ნატრობს GOT-ის გამბედაობას: შოუს შემქმნელებმა პირველივე სეზონში მოკლეს გმირი, რომლის როლის შემსრულებელიც, შონ ბინი, სერიალის მთავარ სახეს წარმოადგენა. თამაშის წესების შემცვლელი ამ სცენის შემდეგაც კი, მათ არაერთგზის განსაზღვრეს ის სტანდარტი, რომელსაც უნდა ელოდო სატელევიზიო პროდუქტისგან: როგორც შინაარსობრივად (ვგულისხმობთ, შოკისმომგვრელ ეროტიკულ თუ ძალადობრივ სცენებს), ისე ტექნიკურად (გაიხსენეთ დრაკონებისა თუ ფართომასშტაბიანი საბრძოლო სცენების სიხშირე და მასშტაბურობა).
ფოტო: HBO
"იყო დრო, როცა კინოსა და სატელევიზო ინდუსტრიაში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პრინციპები მოქმედებდა. მაგრამ ახლა ყველასთვის შესამჩნევია, რომ სხვაობა ქრება და ეს მეტწილად სწორედ სამეფო კარის თამაშების დამსახურებაა", - ეს სიტყვები Fox Television Group-ის ყოფილ თანათავმჯდომარეს, გარი ნიუმენს ეკუთვნის.
ამ ყველაფრის მერე გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ონლაინ მედია კომპანიები, მათ შორის ამ ბაზარზე ახლად გამოჩენილი Hulu და Apple, GOT-ის მსგავსი სერიალის ძიებაში არიან. ყველას სურს, ისეთი შოუ ჩაუვარდეთ ხელში, რომელიც ადამიანებს ყოველთვიური გადასახადის მქონე პაკეტის გამოწერას მოანდომებინებს.
სამეფო კარის თამაშების დებიუტიდან სამი წლის თავზე Netflix-მა მონღოლეთის იმპერიის შესახებ მაღალბიუჯეტიან ეპიკურ სერიალ მარკო პოლოზე დაიწყო მუშაობა, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. Amazon-მა ბეჭდების მბრძანებლის სატელევიზიოდ ადაპტირების უფლებები იყიდა და ეს წამოწყება $200 მილიონზე მეტი დაუჯდა (მის სცენარზე მუშაობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა). Apple-იც ამზადებს დიდბიუჯეტიან პროექტს, რომელშიც ჯეისონ მომოა და ელფრი ვუდარდი ითამაშებენ: სერიალი ფენტეზის ჟანრისაა და მისი სიუჟეტი კაცობრიობის ყველა წევრის დაბრმავების შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.
ჯერჯერობით ამ მცდელობებს არაერთგვაროვანი შედეგები აქვს.
HBO-ს პროგრამირების დირექტორმა, ქეისი ბლოუსიმ სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა: "ყველა კომპანია ერთ კითხვას სვამს: სად ვიპოვოთ ჩვენი სამეფო კარის თამაშები? ეს კი ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე მცდარი გზაა. ანალოგიური მასშტაბისა და ბიუჯეტის მქონე პროექტის იმ მოლოდინით დაწყება, რომ ის GOT-ივით წარმატებული იქნება, არასწორია. იმისათვის, რომ სერიალმა მაყურებლის გული მოიგოს, ბევრმა სხვა დამატებითმა ფაქტორმაც უნდა იმუშაოს".
ფოტო: Macall B. Polay / HBO
ბლოუსისვე განცხადებით, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ HBO მომდევნო GOT-ის პოვნას ჯორჯ მარტინის წიგნების სამყაროშივე გეგმავს. კომპანია ამჟამად სამეფო კარის თამაშების წინარე ისტორიაზე იწყებს მუშაობას. მარტინისა და ჯეინ გოლდმენის მიერ მომზადებული სცენარის მიხედვით საპილოტე ეპიზოდის გადაღებების დაწყება ივნისში იგეგმება.
ამას გარდა, სამეფო კარის თამაშები HBO-ს ზოგადად ფენტეზის სამყაროს კარის შეეღებაშიც დაეხმარა. სულ რამდენიმე თვეში გამოვა ფილიპ პულმანის ოქროს კომპასის სახელით ცნობილი ტრილოგიის, His Dark Materials-ის ეკრანიზაცია. ასევე, სერიალ ნარჩენების თანაშემქმნელი, დეიმონ ლინდელოფი მუშაობს პოპულარული კომიქსის, დარაჯების ადაპტაციაზე. ცნობილი რეჟისორები, ჯეი ჯეი აბრაამსი და ჯოშ უიდონი კი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სატელევიზიო შოუებს იღებენ.
არადა, რვა წლის წინ კომპანიისთვის, რომელმაც სოპრანოს კლანისა და სექსი დიდ ქალაქშის მსგავსი შოუები შექმა, ასეთ მსხვილმასშტაბიან პროექტებზე მუშაობა წარმოუდგენელი ჩანდა. მაგრამ, როგორც ვთქვით, ამ რვა წელში ბევრი რამ შეიცვალა.
სამეფო კარის თამაშების პირველი ეპიზოდი HBO-ზე 2011 წლის აპრილში გავიდა. ამ ამბიდან სულ რამდენიმე კვირის შემდეგ Netflix-მა დევიდ ფინჩერთან ერთად სერიალ ბანქოს სახლის გადაღებები დაიწყო. დღეს Netflix იმაზე მეტ საავტორო შოუს ქმნის, ვიდრე სხვა ნებისმიერი კომპანია ამ სფეროში და წელსაც თავისი პროდუქციის შესაქმნელად მინიმუმ $10 მილიარდის დახარჯვას აპირებს.
GOT-მა, რომლის საწყისი ბიუჯეტი ეპიზოდისთვის $5 მილიონს შეადგენდა, ხოლო ბოლო სეზონისთვის ეს რიცხვი $15 მილიონამდე გაიზარდა, დიდი წვლილი შეიტანა მაღალბიუჯეტიანი შოუების ეპოქის შექმნაში. დღეს უკვე ისეთი სერიალების გადაღებაც კი, რომლებშიც არც CGI დრაკონები დაფრინავენ და არც მოსიარულე მკვდრები დადიან, კოლოსალური თანხა ჯდება.
მაგალითისთვის, Apple-მა ახალი დილის სატელევიზიო კომედიური შოუს ორი სეზონი დაამტკიცა, რომელშიც რიზ უიზერსპუნი და ჯენიფერ ენისტონი ითამაშებენ. ამისათვის კომპანიამ ბიუჯეტიდან $240 მილიონი ჯერ კიდევ იმ ეტაპზე გამოყო, როცა სცენარიც კი არ იყო დაწერილი.
სამეფო კარის თამაშების შემქმნელებმა თავიანთი სიმამაცე სამყაროს მაშინ დაანახეს, როცა სერიალის ვარსკვლავის, შონ ბინის გმირი პირველივე სეზონში მოკლეს.
ფოტო: Helen Sloan / HBO
"რასაკვირველია, სამეფო კარის თამაშებმა დააჩქარა პროცესი; კომპანიები იძულებული გახდნენ, საოცარი სისწრაფით აეწიათ გადაღების ხარისხი. თავიდან ეს მხოლოდ HBO-ს ეხებოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად აღარ არის ასე: Netflix-თან და Amazon-თან ერთად ამას უკვე ისეთი სამაუწყებლო არხებიც აკეთებენ, როგორებიცაა FX და TNT. ისინი ნელ-ნელა აცნობიერებენ, რომ თამაშის წესები შეიცვალა და თუ სურთ, სათანადო მეტოქეობა გაუწიონ HBO-სა და მის მსგავს მაღალი ხარისხის სერვისებს, მეტად ეპიკური და მასშტაბური სცენები უნდა გადაიღონ", - ასე შეაფასა სატელევიზიო ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესი გარი ნიუმენმა.
ბლოისი, მართალია, ამბობს, რომ დიდ ბიუჯეტზე აქცენტის გაკეთებით GOT-ის წარმატების საიდუმლოს ვერ ამოხსნი, მაგრამ ფინანსები რომ ფორმულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლადია, ამას ნამდვილად არ უარყოფს.
"სამეფო კარის თამაშები იყო პირველი, რომელმაც ყველას აჩვენა, რომ შესაძლებელია შექმნა ნამდვილი კინემატოგრაფიული მასშტაბის შოუ", - ამბობს ის, - "მან აჩვენა, რომ შესაძლებელია, იყო უფრო ამბიციური: როგორც პერსონაჟების სახეების შექმნისას, ისე სცენარსა და სპეც-ეფექტებზე მუშაობისას. თუ გაბედავ და ამაში ბევრ ფულსაც ჩადებ, დიდი შანსია, რომ რისკი გამართლდება და შედეგად დიდ წარმატებას მიაღწევ".
ახლა ყველას ისღა დარჩენია, ახალი სამეფო კარის თამაშები იპოვოს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები