ეკა ბესელია: ვენეციის კომისიის დასკვნაში ყველაფერი გაკრიტიკებულია, გარდა სათაურისა
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
ეკა ბესელიას განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა იმაზე მეტად კრიტიკულია, ვიდრე მოელოდა, რაც ნიშნავს, რომ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მოსამართლეების არჩევაზე არის ცუდი და უნდა ჩავარდეს.
"ყველა ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ეს დასკვნა არის დადებითი, ან ცრუობს ან საკუთარ თავს იტყუებს. ეს არის უმძიმესი, უმკაცრესი, ძალიან კრიტიკული შეფასებები. ის, რაც არ არის გაკრიტიკებული, არის მხოლოდ კანონპროექტის სათაური, ყველაფერი დანარჩენი არის კრიტიკის ქარცეცხლში გატარებული და დარჩენილია მარტო კანონპროექტის ყდა", — განაცხადა ბესელიამ.
მან მიმოიხილა ყველა ის მიმართულება, რომელიც ვენეციის კომისიას დასკვნაში გააკრიტიკა და ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას შეადარა.
"ვფიქრობდი, რომ იქნებოდა კრიტიკა, მაგრამ ასე შორს თუ წავიდოდა ეს კრიტიკა არ ველოდი. ყალბი გულდამშვიდება მმართველი პარტიის მხრიდან ჰგავს ნაციონალური მოძრაობის ხელწერას. მე მინდა მივმართო მმართველ პარტიას, ნუ ემსგავსებით ნაციონალურ მოძრაობას. ასეთი პოზით, ასეთი როლით და განცხადებებით მე მაგონებთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ყველამ უარი ვუთხარით, რომლებიც ატყუებდნენ თავს, საზოგადოებას, არ უჯერებდნენ არავის, არც შიგნით არც გარეთ, არ უსმენდნენ არავის და თეთრზე ამბობდნენ შავს და პირიქით",— განაცხადა ბესელიამ.
მან უმრავლესობას შესთავაზა მის მიერ მომზადებული კანონპროექტი მიიღონ, რომელიც ბესელიას თქმით, ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს.
"მე მიმაჩნია, რომ ეს კანონპროექტი არ ვარგა, ეს კანონპროექტი პრინციპების დონეზე შესაცვლელია. ეს ვერ მოხდება მეორე მოსმენის დროს. ამ კანონპროექტის მიღება იქნება წასვლა ყველას წინააღმდეგ. ეს კანონპროექტი უნდა ჩავარდეს და ჩვენი კანონპროექტი, რომელიც მზად ვართ წარვადგინოთ ამ სესიაზე, ითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ვენეციის კომისია გვთავაზობს. კობახიძის კანონპროექტი უნდა ჩავარდეს და ჩვენი კანონპროექტი უნდა მიიღოთ", — თქვა დეპუტატმა.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესის მოსამართლეთა დანიშვნის წესებთან დაკავშირებით უკვე ცნობილია. დოკუმენტი 14-გვერდიანია და 68 პუნქტს მოიცავს. საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნება, რომ დასკვნა პოზიტიურია, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია მოსალოდნელზე მეტად კრიტიკული იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კომისიის დასკვნებთან დაკავშირებით უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს და დეპუტატებს. რეკომენდაციები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ.
გაიგე მეტი:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები