ვარსკვლავები, რომლებიც წელს კანის კინოფესტივალს დაესწრებიან
რამდენიმე წუთის წინ კანის კინოფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ის ფილმები დაასახელეს, რომლის ნახვასაც კანში ჩასულ სტუმრებს ფესტივალის განმავლობაში შეეძლებათ.
მთავარი პრიზისთვის ერთმანეთს ცხრამეტი ფილმი შეეცილება. მათ შორის არის პედრო ალმოდოვარის, კენ ლოუჩის, ჟან პიერ და ლუკ დარდენების, ქსავიე დოლანის, ტერენს მალიკის, კენ ლოუჩისა და ჯიმ ჯარმუშის ფილმები.
კანის კინოფესტივალის წლევანდელ პოსტერზე ლეგენდარული რეჟისორი, ანიეს ვარდაა გამოსახული, რომელიც 29 მარტს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კანის კინოფესტივალის ჟიურის წელს მექსიკელი რეჟისორი, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება სექცია განსაკუთრებულ ხედვას, აქ ჟიურის თავმჯდომარე ლიბანელი რეჟისორი, გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე მნისვნელოვანი კინომოვლენის Capernaum რეჟისორი, ნადინ ლაბაკია.
კინოფესტივალს ჯიმ ჯარმუშის ზომბი აპოკალიფსზე გადაღებული ფილმი The Dead Don't Die გახსნის.
კინოსურათში მთავარ როლებს ბილ მიურეი, ტილდა სუინტონი, სელენა გომეზი, ადამ დრაივერი, სტივ ბუშემი და ტომ ვაითსი ასრულებენ.
კიდევ ერთი ფილმი, რომელიც დღის სინათლეს კანში იხილავს ელტონ ჯონის შესახებ გადაღებული ფილმი Rocketman იქნება. თუმცა, დექსტერ ფლეტჩერის ეს ფილმი მონაწილეობას არ მიიღებს საკონკურსო პროგრამაში. კონკურსგარე პროგრამაში ასევე უჩვენებენ:
- კლოდ ლელუშის The Best Years of Life-ს (მთავარ როლებში ანუკ ემე და ჟან-ლუი ტრენტინიანი)
- ასიფ კაპადიას დოკუმენტურ ფილმს დიეგო მარადონაზე
- ნიკოლას ბედოსის Belle Epoque-ს (მთავარ როლებში გიომ კანე და ფანი არდანი)
- ნიკოლას ვინდინგ რეფნის სერიალს Too Old to Die Young
კანის კინოფესტივალი უკვე წლებია კინოვარსკვლავების თავშეყრის ადგილად იქცა. წითელ ხალიჩასა თუ პრესკონფერენციებზე ერთმანეთს მსოფლიო დონის მსახიობები, მუსიკოსები და რეჟისორები ენაცვლებიან.
გამონაკლის არც წლევანდელი წელი იქნება. ასე რომ, ვნახოთ, რომელი ვარსკვლავები ისეირნებენ წელს კრუიზეტის სანაპიროზე:
პენელოპე კრუზი
ანტონიო ბანდერასი
ლეა სეიდუ
სონია ბრაგა
ადელ ეგზარქოპულოსი
ქსავიე დოლანი
ბენ უიშოუ
ტილდა სვინტონი
ბილ მიურეი
ადამ დრაივერი
სელენა გომეზი
სტივ ბუშემი
იზაბელ იუპერი
ელტონ ჯონი
ფერნანდა მონტენეგრო
ანუკ ამე
ჟან-ლუი ტრენტინიანი
მონიკა ბელუჩი
ბრაის დალას ჰოვარდი
რიჩარდ მადენი
ტერონ ეგერტონი
გიიომ კანე
ფანი არდანი
უილიამ დეფო
რა თქმა უნდა ეს იმ ვარსკვლავების სრული ჩამონათვალი არაა, ვინც წელს კანის კინოფესტივალს დაესწრება. საკონკურსო პროგრამას შესაძლოა რამდენიმე ფილმი კვლავ დაემატოს. გარდა ამისა, მალე კანის წლევანდელი ჟიურის სრული შემადგენლობაც ცნობილი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლაჟვარდოვან სანაპიროზე ჩამოსული სახელოვანი სტუმრების რიცხვი გაიზრდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები