ქართველი ხელოვანები რუსეთის ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებს დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ
ფოტო: საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია
ქართველი ხელოვანები რუსეთის ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებს დისკრიმინაციულ ქმედებაში და მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ქართველმა კომპოზიტორებმა და შემსრულებლებმა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის 2019 წლის 14 აპრილის საერთო კრებაზე მიიღეს. განცხადებაში ავტორები ასევე ეხმაურებიან საქართველოში, საავტორო უფლებების სფეროში შექმნილ ახალ ორგანიზაციას და მის საქმიანობას კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევენ. განცხადებას 200-ზე მეტი ავტორი და შემსრულებელი აწერს ხელს. განცხადება გარდა რუსეთისა, ასევე გაეგზავნა ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. გთავაზობთ წერილს უცვლელად.
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) წარმოადგენს ერთადერთ უფლებამოსილ ორგანიზაციას საქართველოში, რომელსაც კანონის შესაბამისად გააჩნია ჩვენი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის უფლებამოსილება. შესაბამისად, ჩვენს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მხოლოდ GCA ახორციელებს ჩვენი რეპერტუარის მართვას და ჰონორარის შეგროვება-განაწილებას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, რუსეთის ჩათვლით.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ა/წლის მარტში შეიქმნა „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ (GERA), რომელიც პრეტენზიას აცხადებს იყოს კოლექტიური მართვის ორგანიზაცია. GERA-ს მცდელობა წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას, რადგან კანონი არ ითვალისწინებს GCA-ს კონკურენტი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას საქართველოში და შესაბამისად ყველანაირი კავშირი GERA-თან არის არალეგიტიმური. ეს საეჭვო ორგანიზაცია აქტიურად ეწევა ასოციაციის დისკრედიტაციას და ავრცელებს დეზინფორამციას. მათ შორის იმას, რომ RAO-ს შეწყვეტილი აქვს ხელშეკრულება GCA-თან, რაც სიმართლეს არ წარმოადგენს, რადგან, როგორც ასოციაციისგან გვეცნობა, ხელშეკრულების გაწყვეტა დაკავშირებულია შესაბამის იურიდიულ პროცედურებთან, რაც არ განხორციელებულა.
გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ GCA-ს და თქვენს ორგანიზაციებს (RAO, VOIS) შორის ხელშეკრულებების შეწყვეტით დაირღვევა ჩვენი საავტორო უფლებები, რადგან, საქართველოში სხვა კოლექტიური ორგანიზაციის არ არსებობის გამო, ჩვენი უფლებების განხორციელება შეუძლებელი გახდება რუსეთის ტერიტორიაზე, რაც იქნება დისკრიმინაციული ჩვენს მიმართ. იგივე მოხდება რუსი ავტორების შემთხვევაშიც, რადგან GCA-ს გარდა ვერავინ შეძლებს შეაგროვოს მათი ჰონორარი საქართველოს ტერიტორიაზე. გამომდინარე აქედან, მოგიწოდებთ შეასრულოთ GCA-ს და თქვენს შორის არსებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები