დიდი ცვლილებები თიბისიში - კომპანია ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, ეჯაილზე გადადის
ფოტო: თიბისი
თიბისი უკვე მრავალი წელია გამოირჩევა ინოვაციების დანერგვით, ამჯერად კი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. თიბისი ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე გადასასვლელად ემზადება, რომელსაც ეჯაილი ეწოდება. ამ ცვლილებაზე კომპანიაში უკვე დიდი ხანია მუშაობენ, თუმცა აქამდე მოსამზადებელი ეტაპი იყო, ახლა კი იმპლემენტაციის დრო დადგა.
რა არის ეჯაილი?
ეჯაილი (Agile) სიტყვა-სიტყვით მოქნილს ნიშნავს და ეს მართლაც ასეა. ეჯაილის პრაქტიკა გულისხმობს ორგანიზაციაში ბიუროკრატიის შემცირებასა და მიმდინარე პროექტების უფრო ეფექტურად განხორციელებას. ეს მიზანი შემდეგნაირად მიიღწევა: ერთი პროექტის გარშემო ერთიანდება ერთი გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა კომპეტენციის ადამიანები შედიან.
პროექტების ამგვარი დანაწილება ნიშნავს, რომ გუნდები უფრო მოქნილები, დამოუკიდებლები და ამოცანაზე კონცენტრირებულები იქნებიან, რაც ხელს შეუწყობს ნაკლებად სტრესულ გარემოში საქმის კეთებას. გარდა ამისა, გუნდები უფრო მობილურები იქნებიან, რადგან მის შემადგენლობაში სწორედ ის ადამიანები იქნებიან, ვინც პროექტის განსახორციელებლადაა საჭირო. მაგალითად: მარკეტერი, გრაფიკოსი, პროგრამისტი და სხვ.
ერთ-ერთი მთავარი პლუსი, რაც ეჯაილის სტრუქტურას აქვს, იერარქიების შემცირებაა. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიაში დეპარტამენტებისა და მათი ხელმძღვანელების ნაცვლად, შეიქმნება ლიგები, გუნდები, ცოდნის ცენტრები და ლეგიონები.
ლიგები
ლიგები ეჯაილ სტრუქტურაში ყველაზე დიდი ერთეული იქნება, რომელიც 50-150 ადამიანისგან შედგება. ლიგები კომპანიის ბიზნეს მიმართულებას განსაზღვრავენ და თავისმხრივ იყოფიან სხვადასხვა გუნდებად.
გუნდები
ლიგებში შემავალი გუნდები დამოუკიდებელი თვითორგანიზებული ერთეულები არიან, რომლებიც ერთი კონკრეტული მიზნის მისაღწევად იქმნებიან. თითოეული გუნდი მაქსიმუმ 9 წევრისგან შედგება, რომელთა შორის სხვადასხვა კომპეტენციის ადამიანები შედიან.
ეჯაილის გუნდების სტრუქტურა კარგად შეიძლება ავხსნათ სპორტული გუნდის მაგალითზე. წარმოიდგინეთ რაგბის ნაკრები, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე მოთამაშე მორაგბეები ჰყავს - შერკინების, უკანა ხაზელები და სხვ. თითოეულ მორაგბეს თავისი დავალება აქვს, რომელსაც გუნდის საერთო მიზნის, ანუ გამარჯვების მისაღწევად ასრულებს.
სწორედ ასე მუშაობს ეჯაილის სტრუქტურაში შემავალი გუნდებიც. რაგბის ნაკრების მსგავსად, მასაც ჰყავს გუნდის კაპიტანი, გუნდის წევრი, მწვრთნელი და ექსპერტი.
ლეგიონები
ლეგიონის თითოეული წევრი თავისმხრივ რომელიმე გუნდის წევრიც არის, თუმცა ისინი ცალკე გაერთიანებასაც წარმოადგენენ. თითოეულ ლეგიონში ერთი კომპეტენციის სპეციალისტი 5-10 წევრი შედის, რომლებიც ქმნიან სტანდარტებსა და კონკრეტულ კომპეტენციებს. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ხარისხის მართვის მენეჯერების ლეგიონი.
ცოდნის ცენტრები
ცოდნის ცენტრები, ეჯაილის სტრუქტურის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, ცალკე მდგომი ერთეულია, რომლის მიზანიც ეჯაილ ორგანიზაციის მხარდაჭერაა. ისინი საქმეში ერთვებიან ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, სირთულეების გადასალახად და ექსპერტული რჩევების მისაცემად.
ეჯაილის სტრუქტურაზე თიბისის 500 თანამშრომელი უკვე გადავიდა, უახლოეს მომავალში კი, მთელი ორგანიზაცია ჩაერთვება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები