"საუკუნის დებატები" – რა მოხდა, როცა ჟიჟეკი და პეტერსონი ერთმანეთს შეხვდნენ
განსხვავებულ სააზროვნო პლატფორმებზე მდგომმა მოაზროვნეებმა ტორონტოში ბედნიერებაზე, კაპიტალიზმსა და მარქსიზმზე ისაუბრეს, თუმცა ღონისძიებამ, რომელიც "ტიტანების ბრძოლად" იყო შეფუთული, ამგვარი შეგრძნება ნამდვილად ვერ დატოვა.
ფოტო: A Side
"საუკუნის დებატები", "გონების სამეფოში მიმდინარე ორთაბრძოლა" - რომ არ გცოდნოდათ, რომ საუბარი დებატებზეა, გეგონებოდათ, რომ მძიმეწონიან მოკრივეთა შეჯიბრებაზე მიგიწვიეს: ერთ კუთხეში ჯორდან პეტერსონი, ადგილობრივი ბიჭი, მეორე კუთხეში კი - სლოვენიელი ექსცენტრული ფილოსოფოსი, სლავოი ჟიჟეკი.
პეტერსონმა საკუთარ შესავალ სიტყვაში აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის ბილეთები ბოლოს იმაზე უფრო მაღალ ფასად იყიდებოდა, ვიდრე Maple Leafs-ის პლეიოფის თამაშისა, რომელიც ქალაქის მეორე ბოლოში მიმდინარეობდა. დაუჯერებელია, არა?
პეტერსონი და ჟიჟეკი 21-ე საუკუნეში ინტელექტუალური ცხოვრების საბაზისო ფაქტის ილუსტრაციას წარმოადგენენ: ჩვენ ჩვენი მტრებით განვისაზღვრებით.
პეტერსონმა პოპულარობა უმეტესად პოლიტკორექტულობის უარყოფით მოიპოვა: მისი ცნობადობის მასშტაბი მეტნაკლებად იდენტობის პოლიტიკის ზიზღით განისაზღვრება და მისი რეპუტაცია ამაზე უფრო არის დამყარებული, ვიდრე მის წიგნებზე. რაც შეეხება ჟიჟეკს, მას პოსტმოდერნული თეორიის უგულებელყოფითა და პოლიტკორექტულობის აკადემიური განზომილებების კრიტიკით იცნობენ.
ჯორდან პეტერსონი, ფსიქოლოგიის პროფესორი და გახმაურებული წიგნების ავტორი
ფოტო: Mikko Stig / REX / Shutterstock
პეტერსონის 30-წუთიანი სიტყვა აუდიტორიაში მსხდომი მისი ფანებისთვისაც კი იმედგაცრუების მიზეზი აღმოჩნდა. კომუნისტური პარტიის მანიფესტის მისეული წაკითხვა ზოგადი და ზედაპირული იყო. ისმოდა ისეთი შეფასებები, როგორებიცაა "ეს ცოტა უცნაური პუნქტია" ან "თითქმის ყველა იდეა არასწორია".
პეტერსონის სიტყვა ჰგავდა ლექტორის მცდელობას, ზოგადი ცოდნით გადაფაროს კონკრეტული ლექციისთვის მოუმზადებლობა. ის პალეოლითის ეპოქიდან მცირე ბიზნესის მართვამდე ყველაფერს შეეხო. ერთ-ერთ მომენტში ისიც განაცხადა, რომ ადამიანური იერარქიები ძალაუფლებით არ განისაზღვრება, რადგან ეს ზედმეტად არამყარი სისტემა იქნებოდა. ამ განცხადებას დარბაზში რამდენიმე ადამიანის სიცილი მოჰყვა, რამაც პეტერსონი თავდაცვის რეჟიმში გადაისროლა: "ვისაც ეცინება, შეიძლება ის სწორედ ასე მოქცეულიყო", - თქვა მან. მთელი გამოსვლის განმავლობაში პეტერსონს ერთხელაც არ უხსენებია დებატების საკვანძო სიტყვა, ბედნიერება.
სლავოი ჟიჟეკი, ფილოსოფოსი, კულტურის კრიტიკოსი და ჰეგელიანელი მარქსისტი.
ფოტო: Antonio Olmos / The Observer
ჟიჟეკმა გამოსვლა კრიტიკოსებზე საუბრით დაიწყო ("დღეს ყველაზე მეტად მემარცხენე ლიბერალები მესხმიან თავს") და იმედი გამოთქვა, რომ "ისინი საკუთარ საფლავებში ბრუნავენ, თუნდაც ცოცხლები იყვნენ". მისი სიტყვა ისეთივე გაფანტული იყო, როგორიც - პეტერსონისა, ის შეეხო ტრამპს, სანდერსს, დოსტოევსკის, ემიგრანტების კრიზისსა და ნაციზმის ესთეტიკას. თუკი პეტერსონი ცუდად მომზადებულ პროფესორს ჰგავდა, ჟიჟეკი უფრო სვეტის ავტორს მოგაგონებდათ, რომელმაც რამდენიმე 1000-სიტყვიანი ესსე ერთმანეთზე გადააბა. საკუთარი სიტყვა ჟიჟეკმაც პოლიტკორექტულობის კრიტიკით დაასრულა. მისი აზრით, უძლური სამყარო სწორედ ასე ნიღბავს საკუთარ მარცხს.
დებატების მთავარი სიურპრიზი კი იმის აღმოჩენა იყო, თუ რამდენი რამ შეიძლება აერთიანებდეთ ძველი სკოლის მარქსისტსა და იდენტობის პოლიტიკის კრიტიკოსს კანადიდან.
ერთს კომუნიზმი ეზიზღება. მეორესაც ეზიზღება კომუნიზმი, მაგრამ ფიქრობს, რომ კაპიტალიზმი თვისობრივ წინააღმდეგობებს შეიცავს. პირველი ეთანხმება, რომ კაპიტალიზმი წინააღმდეგობრივია და სულ ესაა. ორივეს ერთი და იგივე რამ უნდა: კაპიტალიზმი რეგულაციებით. პეტერსონისა და ჟიჟეკის შეხვედრა, შესაძლოა, 2019 წლის ისტორიაში ის უიშვიათესი შემთხვევა იყოს, როცა დებატები ზედმეტად ცივილურად წარიმართა.
ორივე მათგანს სჭირდება მტრები, დაპირისპირება, რადგან მათ გარეშე ბევრი არაფერი აქვს შესათავაზებელი: პეტერსონი არც რასისტია და არც მიზოგინი. ის კონსერვატორია. ტრიბუნასთან ის საკმაოდ თავაზიანი კაცი ჩანს და, ამის მიუხედავად, აგრესიულმა ჯგუფებმა პეტერსონი იმ ყველაფრის სიმბოლოდ აქციეს, რასაც ის არ წარმოადგენს: თუ მას საკუთარი მტრებისგან განაცალკევებთ, დაგრჩებათ სემუელ სმაილსის ან ეკჰარტ ტოლის მსგავსი ავტორი, რომელიც რთულ პრობლემებზე მარტივ პასუხებს გთავაზობთ. ცხოვრების წესები. თითქოს ასეთი რამ საერთოდ არსებობდეს.
ამ ცნობილი მოაზროვნეების ერთ სცენაზე დგომა რეალურად უფრო დიდი სანახაობა იყო, ვიდრე ყველაფერი, რასაც ისინი ამბობდნენ, თუმცა მთელი საღამოს განმავლობაში ნამდვილად იყო ერთი არაჩვეულებრივი მომენტი, რომლის გამოც ამ ყველაფრის ნახვა ღირდა.
"ჩვენ, სავარაუდოდ, აპოკალიფსისკენ მივექანებით", - თქვა ჟიჟეკმა თავისი სიტყვის ბოლოს და მას პეტერსონიც დაეთანხმა, - "და ჩემთვის ნათელი არაა, როგორ შეგვიძლია იმ პრობლემების გადაჭრა, რომელთა წინაშეც ვდგავართ". ჟიჟეკიც და პეტერსონიც თვითაღიარებული "რადიკალი პესიმისტები არიან" როგორც ხალხთან, ისე სამყაროსთან დაკავშირებით. იქნებ სწორედ აქედან გამომდინარეობს ბრაზი, რომელიც თანამედროვე ეპოქაში ყველა საჯარო დისკუსიას გასდევს: იქნებ იმიტომ კი არ ვუყვირით ერთმანეთს, რომ არ ვეთანხმებით, არამედ იმიტომ, რომ ვეთანხმებით და გამოსავლის პოვნა მაინც არ შეგვიძლია?
ჟიჟეკმაც და პეტერსონმაც იციან, რომ რეალურ გამოწვევებზე პასუხები არ აქვთ: ვგულისხმობთ გარემოს და ჩინეთის, დემოკრატიის არმქონე კაპიტალისტური ქვეყნის აღზევებას (ჩინეთის წარმატება სასაცილოდ აქცევს დებატების მთავარ თემას: დრომოჭმულ დაპირისპირებას კომუნიზმსა და კაპიტალიზმს შორის). არც ერთ მათგანს არ შეუძლია რეალობისთვის ან მომავლისთვის თვალის გასწორება. ამიტომაც ისინი თავშესაფარს სხვაგან ეძებენ.
პეტერსონი "ხასიათის სიმტკიცესა" და იუდო-ქრისტიანულ ღირებულებებს უბრუნდება (ისე, როგორც მათ თავად ხედავს). ჟიჟეკი კი პასუხების ნაცვლად თაობა X-ის ნოსტალგიას გვთავაზობს (1960-80-იანების თაობა), როცა შეგეძლო კოლეჯის ბარში მჯდარიყავი და თანატოლებთან განგეხილა, როგორ დაინახე შენი პროფესორი ქუჩაში ორი ჰოთდოგით ხელში.
სამწუხაროდ, საერთო წარუმატებლობის აღიარების მომენტი დიდხანს არ გაგრძელებულა. მოდებატეები ბუნებრივ თემას დაუბრუნდნენ: ვინ არის მტერი? ჟიჟეკმა პეტერსონს ჰკითხა, რას გულისხმობდა კულტურულ მარქსისტებში, როცა ფუკოს მსგავსი პოსტმოდერნისტი მოაზროვნეები მარქსისტები სულაც არ იყვნენ. პეტერსონმა კი ამ საკითხში, როგორც იქნა, კომპეტენტურობა გამოავლინა. მან მიმოიხილა ფრანგი მოაზროვნეები, რომლებმაც 1960-იან წლებში კლასობრივი ჩაგვრის კატეგორიები ჯგუფური ჩაგვრის კატეგორიებით ჩაანაცვლეს.
ბოლოს კი ისინი შეთანხმდნენ, რომ ყველაფერი მემარცხენე აკადემიური წრეების ბრალია. როგორც ჩანს, მათ მართლა სჯერათ, რომ აკადემიური მემარცხენეები ძლევამოსილ კულტურულ ძალას წარმოადგენენ, ნაცვლად უძლური, გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი არარელევანტური ჯგუფისა.
ეს იყო ამ დებატების მთავარი ირონია: ჟიჟეკი და პეტერსონი იმდენადვე თამაშობენ მსხვერპლებს, რამდენადაც მათი "მტრები".
რომ შევაჯამოთ, პეტერსონი-ჟიჟეკის შეხვედრა მძიმეწონიან მოკრივეთა დაპირისპირებაზე მეტად გრანდ-სლემის მატჩს ჰგავდა, თუმცა ეს ნამდვილად იყო "საუკუნის დებატები", უფრო სწორად კი, "ამ საუკუნის დებატები" - დიდი ამბავი, საოცარი რიცხვები და ძალიან ცოტა რამ აჟიოტაჟის მიღმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები