ჭონა — მივიწყებული სააღდგომო ტრადიცია, რომელსაც ბავშვები იხსენებენ
ძველად, საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი ერთად იკრიბებოდა, სოფელში თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და ლოცავდა — ამას ჭონაობას უწოდებდნენ. მეჭონეები საჭონაო საგალობლით ქრისტეს აღდგომას ულოცავდნენ მართლმადიდებელ მრევლს. ეს ტრადიცია სოფლების უმეტესობაში მიივიწყეს, ნაწილში კი ბავშვების სახალისო მსვლელობდ იქცა.
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
ანა, ლიზი, გიორგი, ზური, მარიამი, ზუკა და ნანიკო ჭონაზე წელს პირველად წავიდნენ. სიტყვის მნიშვნელობა ზუსტად არ ესმით, თუმცა იციან, რომ მსვლელობა აღდგომის ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით უნდა მოაწყონ.
8 წლის ლიზი გვიხსნის, რომ "ამ დროს მთავარია ისე გამოიყურებოდე, რომ არავინ გიცნოს":
"მთავარია, სასაცილო და უცნაური ჩაცმულობა ჰქონდეს. ამიტომ ჩავიცვი დედას ძველმანები, თავზე ფერადი კაშნე შემოვიხვიე და ლოყაზე ხალი დავიხატე. ვეცადე, რომ არავის ვეცნე, მაგრამ მგონი, მაინც ყველა მიხვდა, ვინ ვიყავი".
საჭონაო მსვლელობა ყოველთვის ღამით იმართება. თუ უცნაურ სამოსში, შავად შეღებილი ბავშვების ჯგუფი ეზოს კარს შემოგიღებთ და სიმღერა-გალობით კვერცხის მიცემას გთხოვთ, უარით არასდროს უნდა გაისტუმროთ, პირიქით, კარი უნდა გაუღოთ და მათ მიერ სპეციალურად მომზადებულ სიმღერებსაც უნდა მოუსმინოთ.
"ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდით. ჩემმა ბიძაშვილმა სიმღერები და ლექსები გვასწავლა. ცეკვაც მოვამზადეთ, გვინდოდა, რომ ყველას მოვწონებოდით და კარგ განწყობაზე დაგვეყენებინა", — ამბობს 8 წლის ანა.
9 წლის გიორგის თქმით, სპეციალურად ჭონისთვის დოლზე დაკვრა ისწავლა და ცეკვაც მოამზადა, მამის ტანსაცმელში გამოეწყო და წვერიც დაიხატა:
"ყველაზე მეტად მაინტერესებდა ჩემი ხასიათი, თუ როგორი ვიქნებოდი და გავამხიარულებდი თუ არა სხვებს. ერთმა ოჯახმა კარი არ გაგვიღო და ძალიან ძალიან დაგვწყდა გული. ვეძახდით, "ნუ გაგვიშვებთ ცარიელიო", მაგრამ მაინც არ გამოვიდნენ".
ბავშვები ამბობენ, რომ ჭონაობის დროს მთავარია იყო მხიარული, ბევრი იცეკვო და იმღერო, არ დაიღალო და მასპინძლებს მადლობა უთხრა მოცემული კვერცხისთვის.
"ძალიან ბედნიერი ვარ, ასეთი სახალისო ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. შემდეგ წელსაც აუცილებლად წავალთ და უფრო კარგად ვისწავლით ჭონის სიმღერებს", – ამბობს 10 წლის ზური.
ჭონაობის ტრადიცია
ეთნოლოგი ნინო აბაკელია რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ჭონას აღდგომით გამოწვეული სიხარულის გამოხატვის გარდა, გლეხებისთვის საგანგებო მნიშვნელობა ჰქონდა. ამ რიტუალის კარგად შესრულებას ისინი ბარაქიან წელიწადს და სურვილების აღსრულებას უკავშირებდნენ. ჭონის მომღერლებს რომ ხშირად დიდი გზის გავლა უწევდათ, ამას ეს ლექსიც ადასტურებს:
"ქვემოთ ქართლიდან წამოველ, შემოვიარე დვირიო, აწყვრამდის უზმო ვიარე, იქ დავიბანე პირიო. ნინომ რომ კვერცხი შეღება, ის არის შობის პირიო".
ჭონაობა ყველა კუთხეში განსხვავებულია. მაგალითად, მესხეთში მეჭონეები სალამურზე უკრავდნენ, ჭონას მონაწილეები ამ დროს ცეკვა-თამაშს, ჭიდაობას მართავდნენ. მეჭონეები ყოველი სახლის წინ ჩერდებოდნენ და მღეროდნენ:
"ჭონას დავალთ მადლობითა, ღმერთი თქვენის წყალობითა,
ლოცვას ღამიან მოისმენთ ქრისტე ღმერთის ბრძანებითა,
ლიტანიას შემოვუვლით სამთელ კელაპტარებითა,
გარდამოხსნას დასცქერიხართ თქვენი კეთილ თვალებითა".
როცა სიმღერას დაამთავრებდნენ, სახლის ბანიდან თოკით კალათას ჩაუშვებდნენ და ისევ აგრძელებდნენ:
"ალათასა, ბალათასა, ჩამოვკიდავ კალათასა, ერთი კვერცხი ჩვენ მოგვეცი, ღმერთი მოგვცემს ბარაქასა".
ამ დროს დიასახლისი კალათაში წითელ კვერცხებს ჩაალაგებდა და მეჭონეებიც სხვა ოჯახის ბანზე გადადიოდნენ.
მეჭონეების ხელცარიელი გაშვება ცუდის ნიშანია. ყველა ცდილობს, მახარობლები დაააჩუქროს, ზოგი ტკბილეულითა და კვერებით უმასპინძლდებოდა, თუმცა ყველაზე ხშირად მეჭონეების გუნდს კვერცხებით ასაჩუქრებენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში





კომენტარები