პასუხები კითხვებზე, რომლებიც GOT-ის ბოლო სეზონის მესამე სერიამ დაგვიტოვა
გაფრთხილება სპოილერების შესახებ: არ წაიკითხოთ ეს სტატია, თუ სამეფო კარის თამაშების მერვე სეზონის მესამე სერია ჯერ არ გინახავთ. სერიოზულად, არც კი გაბედოთ.
ფოტო: HBO
ცოცხლებმა გაიმარჯვეს.
სამეფო კარის თამაშების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეპიზოდი არა მხოლოდ ვინტერფელის მცველების გამარჯვებით, არამედ ღამის მეფის განადგურებითაც დასრულდა. მომაკვდინებელი საფრთხე არიდებულია, თუმცა ფასდაუდებელი მსხვერპლის ფასად.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ამიერიდან დალხენილი ცხოვრება იწყება. ჯონ სნოუსა და დეინერისს თანამებრძოლებთან ერთად ყურადღების მიმართვა სამხრეთისკენ მოუწევთ.
ნახეთ კითხვები, რომლებზეც პასუხი ყველას აინტერესებს:
ვინ იქნება ჩრდილოეთის მმართველი, დეინერისი თუ ჯონი?
ახლა, როცა ბრძოლა დასრულდა, ჯონი და დეინერისი მმართველობის თემაზე საუბარს აუცილებლად მიუბრუნდებიან. დრაკონების დედას, როგორც იცით, ერთადერთი მიზანი აქვს: დაიბრუნოს რკინის ტახტი. ჯონს კი ძალაუფლების სურვილი სულაც არ წვავს, თუმცა მანაც და დაენერისმაც იციან, რომ ის ტახტის რეალური მემკვიდრეა. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ჯონი ტახტს საყვარელ ქალს დაუთმობს, თუმცა, ცხადია, რომ ჩრდილოეთი (კონკრეტულად კი, სანსა) ამის წინააღმდეგი იქნება.
ამ ეპიკური ბრძოლის შემდეგ აქვს თუ არა ჩრდილოეთს საკმარისი რესურსები სერსეისთან დასაპირისპირებლად?
სერსეის ჩანაფიქრი, თავი შორს დაეჭირა მკვდრებთან შეტაკებისგან, გამართლებული აღმოჩნდა. მის არმიას ერთი ადამიანიც კი არ დაჰკლებია. ჩრდილოეთი კი, რომელსაც აქამდე შთამბეჭდავი არსენალი ჰყავდა: დოტრაკიელები, ორი დრაკონი, უნაკლოები და ჩრდილოეთის მეომრები, ახლა საგრძნობლად დასუსტებულია. სერიალის თანაავტორმა დევიდ ბენიოფმა დაადასტურა, რომ მესამე სერიაში დოტრაკიელი ხალხის საბოლოო განადგურების თვითმხილველები გავხდით.
როგორც ჯეიმიმ აღნიშნა წინა ეპიზოდში, სერსეის ეურონ გრეიჯოის გემები და 20 000 ახალი მეომარი ჰყავს. ეს ყველაფერი კი - ლანისტერების ოქროს დამსახურებით.
ღამის მეფე ტარგარიენი იყო?
შესაძლოა, ამას ამიერიდან აღარავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ ღამის მეფეს დრაკონის ცეცხლმა ვერაფერი დააკლო - ეს კი, დრაკონზე ამხედრებასთან ერთად, ის თვისებაა, რომელსაც მხოლოდ ტარგარიენები ფლობდნენ.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ რა გეგმაც არ უნდა ჰქონოდა ვინტერფელს, უბრალოდ არ გამოსულიყო, რადგან სხვანაირად მოსაწყენი იქნებოდა", - ახსნა შოუს პროდიუსერმა დბ ვაისმა სერიის გასვლის შემდეგ, - "არავითარი მიზეზი არ არსებობდა იმის დასაჯერებლად, რომ ღამის მეფეზე დრაკონის ცეცხლი იმოქმედებდა, ამაში ვერავინ იქნებოდა დარწმუნებული".
რატომ ჩაფლავდა გეგმა?
როგორც სერიალის შემქმნელები ხსნიან, იმიტომ, რომ დეინერისი შურისძიების სურვილმა შეიპყრო. მას შემდეგ, რაც პირველი შემტევი ხაზი განადგურდა, დრაკონების დედა საშინლად განრისხდა და ცაში აიჭრა, რომ ზომბები ცეცხლით დაემარცხებინა.
"დენიმ უბრალოდ ვერ გაუძლო იმის ყურებას, როგორ იხოცებოდნენ დოტრაკიელები. გეგმამ იმ წამიდან დაიწყო დაშლა, როგორც კი დედოფალი დრაკონზე ამხედრდა", - თქვა ვაისმა.
რა აუცილებელი იყო ფანების ფავორიტის, ლიანა მორმონტის მოკვლა?
ლიანა მორმონტი, რომელმაც სულ რამდენიმე წინადადებით მოასწრო მაყურებლებისთვის თავის შეყვარება, ჩანაფიქრის მიხედვით, მხოლოდ ერთ სცენაში უნდა გამოჩენილიყო, თუმცა მსახიობთან შეხვედრის შემდეგ პროდიუსერები მიხვდნენ, რომ "მას ასე მალე წასვლის უფლებას ვერ მისცემდნენ".
"ვიცოდით, რომ ყველა ვერ დაიმსახურებდა დიდ სიკვდილს, თუმცა თუ ლიანა მაინც უნდა მოგვეკლა, ეს აუცილებლად მნიშვნელოვანი სცენა უნდა ყოფილიყო", - ახსნა ვაისმა. ზომბ გოლიათთან შერკინება კი სწორედ ასეთი მომენტი აღმოჩნდა.
არის თუ არა დაპირებული პრინცი არია სტარკი?
ფოტო: HBO
ყინულისა და ცეცხლის სიმღერის მკითხველებმა აზორ აჰაის ლეგენდა კარგად იციან: ის კაცთა მოდგმის გადამრჩენელი და მელისანდრას არსებობის მთავარი მიზანია. თავდაპირველად წითელი ჯადოქარი ფიქრობდა, რომ აზორ აჰაი სტანის ბარათეონია, მერე - გენდრი, ამის შემდეგ კი - ჯონ სნოუ, თუმცა ვინტერფელში შებიჯებისთანავე მელისანდრამ არიას თვალი თვალში გაუყარა და მიხვდა, რომ ამჯერად აღარ შეცდებოდა.
და მერე მელისანდრა მოკვდა.. ანუ მისია შესრულებულია?
შოუს შემქმნელები ამბობენ, რომ ბოლო სამი წელი იცოდნენ, რომ არია დაასრულებდა გრძელ ღამეს. "ვცდილობდით, რომ ადვილად პროგნოზირებადი პასუხი, რომ ჯონ სნოუ არის გმირი და მხსნელი, თავიდან აგვერიდებინა", - ახსნა დევიდ ბენიოფმა.
ფოტო: HBO
ვინ დარჩა ცოცხალი?
სხვათა შორის, ბევრი ადამიანი :ხეზე დაკაკუნება: ეს ეპიზოდი "საუკეთესო სისხლისღვრად" იყო დაანონსებული, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.
ცოცხლები: ბრიენა ტარტი, ჰაუნდი, დეინერისი, არია სტარკი, ჯონ სნოუ, სანსა სტარკი, ბრენ სტარკი, ვარისი, ტირიონი, ჯეიმი, სემი - "ყველაზე იღბლიანი ბიჭი ვესტეროსში", გრეი ვორმი, გენდრი, დროგონი და რაეგალი.
მკვდრები: ჯორაჰ მორმონტი, ლიანა მორმონტი, თეონ გრეიჯოი, ედისონ (ედი)ტოლეტი, ბერიკ დონდარიონი და მელისანდრა.
დაუდგენელი: გილი და ტორმუნდი
სად არის მოჩვენება - სნოუს ოთხფეხა მეგობარი?
ცოცხალია! რა ვიცით? იმიტომ, რომ ის მომავალი სერიის ტიზერში ჩანს. თუმცა ნიმერიას გზა-კვალი ჯერაც გაურკვეველია. სავარაუდოდ, ის ისევ ტყეებში დაძრწის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები