ოცნების დეპუტატების ქება და მადლობა პარლამენტში მისულ გიორგი გახარიას
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. მოხსენების შემდეგ დეპუტატები კითხვებს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში სვამდნენ. ამ დროში ოპოზიციის მიერ შს მინისტრის კრიტიკას უმრავლესობის ქება და მადლობა ცვლიდა.
ანრი ოხანაშვილი
ქართული ოცნებიდან შს მინისტრის სამადლობელი კამპანია პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გახსნა. მან გახარიას "ანალიტიკური მოხსენებისთვის მადლობა გადაუხადა" და თქვა, რომ " უწყების სტრუქტურული ხედვა კარგად დაინახა".
"ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც ძალიან მალე დასრულდება იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ უფრო გამართული და დახვეწილი სტრუქტურა იქნება. თქვენი რეფორმებისთვის მინდა, რომ მადლობა გადაგიხადოთ", — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ნუკრი ქანთარია
ანრი ოხანაშვილის შემდეგ ნუკრი ქანთარიამ აუდიტორია შეამზადა, რომ "არ აჭარბებდა" და ის, რის თქმასაც აპირებდა "ფაქტი" იყო. მან იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, მის მსგავსად ხედავს ამ რეალობას. ნუკრი ქანთარიამ შს მინისტრს კრიზიულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი შეუქო.
"თქვენ აღმოგაჩნდათ ბატონო გიორგი უნარი, როდესაც შეუძლია ადამიანს კრიზისულ სიტუაციაში დაიცვას წონასწორობა და მდგომარეობა ჩააცხროს. ამ მხრივგამორჩეული მინისტრი ხართ. მინდა, მადლობა გითხრათ თქვენ და თითოეულ პოლიციელს, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის საქმეს", — თქვა ქანთარიამ.
მას არ უკვირს, რატომ ითხოვს ოპოზიცია გახარიას გადადგომას. "უნდათ მოვიდეს ადამიანი, ვინც კრიზისსკი არ ჩააცხრობს, არამედ გზას მისცემს მღელვარებას", — დაასკვნა დეპუტატმა.
სოფო კილაძე
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ თავისი კითხვის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისი კომიტეტის "ეფექტურ თანამშრომლობას" დაუთმო და დაინტერესდა, როგორ ხედავს უწყება "ადამიანის უფლებების გაუმჯობესების პოტენციალს".
"მე მგონია, რომ ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული ტრანსფორმაცია განიცადა იმ ქვეყნიდან, სადაც შს მინისტრი გვამებს ითხოვდა, იმ ქვეყნამდე, სადაც შს მინისტრი საქართველოს პარლამენტში გამოდის და ამბობს, რომ არც ერთ რეფორმას აზრი არ აქვს, თუ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს არ უზრუნველვყოფთ", — განაცხადა კილაძემ.
მამუკა მდინარაძე
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ეცადა მთავარი აქცენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველ სხდომაზე და ამ საბჭოში შინაგან საქმეთა მინისტრის როლზე გაეკეთებინა. მან თავის კითხვას პიარის ელემენტები დაუმატა და დაინტერესდა, რა გეგმები და მიზნები აქვს გიორგი გახარიას უსაფრთხოების საბჭოში.
"გუშინ მთელი დღის განმავლობაში მედიები სვამდნენ კითხვას, რატომ მაინცდამაინც გიორგი გახარია უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოზიციაზე. ამაში ალოგიკური და პარადოქსული არაფერი არ არის, რომ შს მინისტრი და ვიცე-პრემიერი დაინიშნოს მდივნად", — განაცხადა მამუკა მდინარაძე.
რევაზ არველაძე
ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, რევაზ არველაძემ პანკისის ხეობაში პოლიციის მოქმედება შეაქო და თქვა, რომ "ეს მედიებთან ისედაც ბევრჯერ აღნიშნა".
"პანკისის მოვლენების შემდეგ მე გავაკეთე განცხადება, რომ ერთადერთი, ვინც სწორად და კანონის შესაბამისად მოქმედებდა, იყო პოლიცია", — თქვა არველაძემ.
თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სცადა წარმოედგინა, როგორ იბარებს მეშვიდე მოწვევის პარლამენტი მაშინდელ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, ის მოდის, ყვება საქმიანობის შესახებ და პასუხობს კრიტიკულ კითხვებს, თუმცა ვერ შეძლო.
ამის შემდეგ, კი შს მინისტრს პარლამენტში რეგლამენტით გაწერილი წესის შესრულების "პრაქტიკა" შეუქო.
"კარგი პრაქტიკაა, რომ თქვენ პარლამენტში მოდიხართ, ყველაზე კარგი შესაძლებლობაა დავინახოთ ეს კონტრასტი და დავინახოთ, რამდენად შორს ვარ იქიდან, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ვიყავით", — თქვა ჩუგოშვილმა.
დავით მათიკაშვილი
სოფო კილაძის ნარატივი, რომ შს მინისტრი პარლამენტთან ეფექტურად მუშაობს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა გააგრძელა.
მან დიდი დრო დაუთმო სისხლის სამართლის პოლიტიკის მნიშვნელობის განხილვას ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკისთვის და პარალელი ნულოვანი ტოლერანტობის პრაქტიკასთან გაავლო. ასევე კანონმდებელი დაინტერესდა, "რა მიმართულებით შეუძლიათ უკეთესი თანამშრომლობა, რომ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა იყოს უფრო სრულყოფილი".
"სისხლის სამართლის პოლიტიკაზეა დამოკიდებული, რა მიმართულებით მიდის ქვეყანა, როგორია მისი მიდგომა დანაშაულთან: არის ეს გაუაზრებელი, მხოლოდ მცირე დანაშაულზეც ნულოვანი ტოლერანტობის განმცხადებელი იყო თუ გააზრებული, სტატისტიკაზე და ხშირად მეცნიერულ ცოდნაზე დამყარებული პოლიტიკა. ეს არის, სწორედ, ქვეყნის ხელისუფლებისა და პარლამენტის პასუხისმგებლობა", — განაცხადა მათიკაშვილმა.
გუგული მაღრაძე
დეპუტატმა გუგული მაღრაძემ წინასწარ დაიზღვია თავი და თქვა, რომ "მადლობის გადახდაში შეიძლება მიკერძოებული ყოფილიყო".
"თამბაქოს კონტროლის მონიტორინგის ბოლო მონაცემებმა აჩვენა, რომ 96 პროცენტია აღსრულება და ამ აღსრულებაში ძალიან დიდია თქვენი უწყების წილი. ამისთვის, მე როგორც ამ საკითხით ძალიან დაინტერესებული ადამიანი, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას", — განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მან აღნიშნა, რომ მადლობის გადახდა, მიუხედავად ოპოზიციის კრიტიკისა არ ერიდება: "რაც სამადლობელია უნდა ვთქვათ და რაც კრიტიკულია უნდა ვთქვათ".
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში









კომენტარები