ომბუდსმენი: პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე დროულად უნდა გამოიძიოს
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / on.ge
სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ შსს-მ გამყოფი ხაზის სოფლების იმ ტერიტორიაზე, რომელიც ქართული საგუშაგოების მიღმა მდებარეობს, პატრულირება უნდა გააძლიეროს. ამასთან, პროკურატურას გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა:
"პროკურატურამ დროულად უნდა გამოიძიოს მოქალაქე გ.ო.-ს მკვლელობის საქმე, მათ შორის აფხაზურ მხარესთან თანამშრომლობით. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნას არა პოლიტიკურ არამედ სამართლებრივ ჭრილში და მიღებული იქნას ყველა საჭირო ზომა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემის მიზნით".
ომბუდსმენმა სამეგრელოსა და აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მდებარე სოფლების, ხურჩის, ფახულანისა და წყოუშის მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა თავის ანგარიშში განიხილა. მისი განმარტებით, ხურჩაში ქართული პოლიციის პუნქტი სოფლის დასაწყისშია განლაგებული და ეს გარემოება მოსახლეობისათვის უსაფრთხოების პრობლემებს ქმნის, რის მაგალითადაც ის ოთხოზორიას მკვლელობას ასახელებს:
"ხურჩაში, ისევე როგორც გამყოფი ხაზის სხვა სოფლებში ხშირია უკანონო დაკავებები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. დაკავებულებს შორის წლების განმავლობაში იყვნენ სკოლის მოსწავლეები, სოფლის ადგილობრივი მაცხოვრებლები და გალის მოსახლეობა".
მისივე თქმით, სოფელ ფახულანსა და წყოუშში 2013 წლიდან მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში მავთულხლართებია გავლებული, რაც მათ მიწით სარგებლობის საშუალებას უზღუდავს:
"ფახულანში პრობლემად რჩება მდინარე ოლორზე ხიდის არარსებობა, რომელიც სოფლის რამდენიმე უბანს აკავშირებს ერთმანეთთან. ასევე, გასამაგრებელია მდინარე ოლორის ნაპირები, რადგან მისი ადიდებისას წყალს მიაქვს მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები და მოსავალი".
სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ზუგდიდისა და წალენჯიხის გამგეობებს, ენერგეტიკის, საგარეო და შს სამინისტროებსა და პროკურატურას, ის მათ უწყების შესაბამისი კომპეტენციის რეაგირებისკენ მოუწოდებს.
19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი, გიგა ოთხოზორია მოკლეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები