აღმოჩნდა, რომ მუსიკის მოსმენა ცხოველებსაც ძალიან სიამოვნებთ
ადამიანები პირველყოფილური ცხოვრებიდან დღემდე ვქმნით მუსიკას და სხვადასხვა მოძრაობებით ვრეაგირებთ მასზე. შექმნილი მელოდიები კი ბრაზს, სიცილს, ტირილსა და სხვა მძაფრ ემოციას იწვევენ ჩვენში.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ადამიანებს არ გვსიამოვნებს მელოდიების მოსმენა — სხვადასხვა მეცნიერულმა კვლევებმა აღმოაჩინეს ცხოველების საინტერესო დამოკიდებულება მუსიკის მიმართ.
აი, რას ვგულისხმობთ:
ზვიგენები, რომლებიც ჯაზსა და კლასიკურ მუსიკას ანსხვავებენ
2018 წელს, ავსტრალიელმა მეცნიერებმა ზვიგენებზე ჩაატარეს ცდა იმის შესახებ, გრძნობდნენ თუ არა ისინი მუსიკას. ცდის მიხედვით, ჯაზის ჩართვისას, ზვიგენებს საკვებამდე უნდა მიეცურათ. აქამდე არსებული ვარაუდების მიხედვით, ზვიგენები ადაპტირებენ საზღვაო მოწყობილობების ხმაზე, რომელშიც საკვებია, რადგან, ხშირ შემთხვევაში, სწორედ საკვებია გამოყენებული იმისთვის, რომ ზვიგენებმა საკვლევი ექსპედიციის ტერიტორიაზე მიცურონ.
ზვიგენებმა მალევე მოახდინეს ჯაზის მუსიკის საკვებთან ასოციაცია, თუმცა ცოტა დაიბნენ, როცა ჯაზის შემდეგ კლასიკური მუსიკა ჩაირთო. "ისედაც ნათელი იყო, რომ ზვიგენებს რაღაც უნდა ექნათ, როდესაც კლასიკური მუსიკა იყო ჩართული, მაგრამ ისინი ვერ გაერკვნენ, რომელ მხარეს უნდა წასულიყვნენ.", — თქვა მკვლევარმა, კულუმ ბრაუნმა.
სანამ ზვიგენები გაერკვეოდნენ, თუ რა ხდებოდა მათ თავს, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ისინი გრძნობენ განსხვავებას ჯაზსა და კლასიკურ მუსიკას შორის.
მეტი რძე მარტივად მოსასმენი მუსიკის ფონზე
ფერმერებისთვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ სასიამოვნო მუსიკის ფონზე ძროხები გაცილებით მეტ რძეს იწველებიან. თუმცა, 2001 წლის კვლევით აღმოჩნდა, რომ მათ მუსიკა არა მხოლოდ აღაგზნებთ, არამედ - სხვადასხვა მელოდიას არჩევენ კიდეც.
ლაიცესტერის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ძროხებს სხვადასხვა მარტივად მოსასმენი მელოდია ჩაურთეს, რამაც, საბოლოო ჯამში, მოწველილი რძის 3%-ით გაზრდა გამოიწვია. თუმცა, როგორც კი მუსიკის მელოდია აჩქარდა, ეს ბენეფიტი გაქრა.
კაკადუ, რომელიც Backstreet Boy-ის სიმღერაზე ცეკვავს
ცხოველთა სამყაროში მხოლოდ რამდენიმე ცხოველია ისეთი, რომელიც მუსიკის რიტმს სხეულით ჰყვება. დიახ, ცეკვა მხოლოდ ადამიანის იმპულსი არ არის. მაგალითად, ერთ-ერთ ცნობილ ვიდეოში კაკადუ, სახელად თოვლის გუნდა Backstreet Boys’ Everybody (Backstreet’s Back)-ზე რიტმულად ცეკვავს.
ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ფსიქოლოგი ანირუდ პატელი ფრინველის პატრონს დაუკავშირდა, რომელიც ასევე მეცნიერია. მათ თოვლის გუნდას სხვადასხვა რიტმის სიმღერა ჩაურთეს და დაასკვნეს, რომ 11-იდან 9 შემთხვევაში კაკადუ რიტმულად ასრულებდა მოძრაობას.
"როგორც აღმოჩნდა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელი, მუსიკის რიტმს გრძნობს და მას ტანსაც აყოლებს.", — ამბობს პატელი.
იგივე ხდება აფრიკულ ნაცრისფერ თუთიყუშის შემთხვევაშიც, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ისევე გრძნობს და იმახსოვრებს მუსიკას, როგორც საუბარს.
"ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება არის ის, რომ ბევრ ცხოველში აღმოვაჩინეთ მუსიკის მიმართ სინქრონიზაცია, მაგრამ აქედან ყველა შემთხვევა ვოკალური მიმიკა იყო, მათი უმეტესობა კი - თუთიყუშია. ჩვენ ვიპოვეთ თუთიყუშების 14 სხვადასხვა ჯიში იუთუბზე, რომელსაც რიტმში აყოლა შეეძლო.", — ამბობს ფსიქოლოგი პატელი.
შესაბამისად, თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ ლაპარაკის იმიტირებაცა და მუსიკის რიტმის შეგრძნებაც, ევოლუციის ნაწილი იყოს.
მუსიკალური კოღოები
ადამიანები მუსიკის, მაგალითად ბარი უაიტის მოსმენის დროს გულის აჩქარებას გრძნობენ, ზოგი იმავეს მეტალიკის მოსმენისას განიცდის. ამ საკითხის ირგვლივ კი კოღოებსაც ჩაუტარდათ კვლევა.
ექსპერიმენტის მიხედვით, ყვითელი ციებ-ცხელების გამავრცელებელ კოღოებს ელექტრონული მუსიკა ჩაურთეს — ეს უკანასკნელი, როგორც სწრაფ, ისე ნელ ტემპებს შეიცავდა. "მწერებში, დაბალი სიხშირის ვიბრაციები ხელს უწყობენ სექსუალურ ინტერაქციას, ხოლო ხმაური, პირიქით — ხელს უშლის მათ. საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ მშვიდი მუსიკის ფონზე კოღოებს უფრო ცოტა სექსუალური კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან.
კვლევამ ასევე დაასკვნა, რომ მაღალი სიხშირის ვიბრაციები მდედრ კოღოებს კვების დროს ყურადღებას უფანტავდა.
მაიმუნებს მუსიკალური გემოვნებაც აქვთ
იმის გამო, რომ მაიმუნებთან ჩვენი დნმ-ის დიდ ნაწილს ვიზიარებთ, მარტივად შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მათაც ისე უყვართ მუსიკა, როგორც - ჩვენ. თუმცა, ეს არაა მთავარი.
2009 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მაიმუნების ერთ-ერთი ჯიში, ტამარინი განსხვავებულად რეაგირებს მუსიკაზე. აღმოჩნდა, რომ ნელი მელოდია მათ ამშვიდებთ, ხოლო როგორც კი მუსიკის ტემპი ჩქარდება, ისინი აჟიტირდებიან და ბრაზდებიან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა






კომენტარები