რა არის Dze_Georgian Project? — პასუხი ცნობილია
რამდენიმე დღის წინ თბილისის ქუჩებში უცნაური პოსტერები გამოჩნდა, რომელიც იდუმალებით იყო სავსე. გაჩნდა კითხვა — რა არის Dze_Georgian Project? ამის შესახებ ჩვენ ერთხელ უკვე დავწერეთ და ვივარაუდეთ, რომ ეს ტანსაცმლის ახალი ბრენდი იყო, თუმცა ეს ამ კამპანიის მხოლოდ ნაწილი აღმოჩნდა.
3 მაისს, 13:00 საათზე საქველმოქმედო ორგანიზაციამ "საქართველოს ამერიკელი მეგობრები" თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (რუსთაველის გამზირი, 7) "მერსედეს-ბენცის" მოდის კვირეულის ფარგლებში "ძე – ქართული პროექტის" პრეზენტაცია გამართა.
სწორედ აქ გაირკვა ახალი ბრენდის რაობა.
ძე – ქართული პროექტი "საქართველოს ამერიკელი მეგობრების", კრეატიული სააგენტო Windfor’s-ისა და "მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის" უპრეცედენტო პარტნიორობაა, რომელიც მიზნად ისახავს მოდის მეშვეობით ფილანთროპიის იდეის პროპაგანდას და საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილ სოციალურ პრობლემებზე ფოკუსირებას. მსოფლიო მოდის ინდუსტრია ბოლო დროს სულ უფრო აქტიურ სოციალურ პოზიციას იკავებს და ქართული მოდის ინდუსტრიაც, როგორც მისი ნაწილი, პასუხობს ამ გამოწვევას.
პროექტის პრეზენტაციაზე კონცეპტუალური ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყო, რომელიც შეიქმნა, როგორც "მოდის ვიდეო" (ვირტუალური "ძე" ბრენდის პრეზენტაცია), ძეგვის თავშესაფარში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით. ვიდეო მნახველთა ყურადღებას "ძე" – დიზაინის ვირტუალური ბრენდიდან "ძე-გვის" სოციალურ ბრენდზე (თავშესაფარზე) გადაიტანს. აქციის მხარდაჭერა შესაძლებელია "ძეს" ვებგვერდის მეშვეობით.
"დღეს ყველა საუბრობს ე. წ. "ქუჩის მოდაზე" – ოთხმოცდაათიანების ქურთუკები, მაისურები, კედები ისევ აქტუალურია. ადამიანებს, რომელთაც თანამედროვე დიზაინერების მიერ შექმნილი ძვირადღირებული ტანისამოსი აცვიათ, მუდმივად ვხვდებით სარეკლამო ბროშურებსა და მუსიკალურ ვიდეორგოლებში. თუმცა, არიან სხვებიც – მსგავსი, ზოგჯერ იდენტური ჩაცმულობით; ისინი ძეგვის თავშესაფარში ცხოვრობენ და ტანსაცმელი, რომელიც მათ აცვიათ, არა ტრენდული რეპლიკა, არამედ ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანებში შექმნილი "ორიგინალებია". მათი სოციალური მდგომარეობა მთლიანადაა დამოკიდებული საზოგადოების ჩართულობასა და სოციალურ სოლიდარობაზე", - ამბობს Windfors-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი ნინო გორდელაძე.
"ძეს მსგავსი კრეატიული კამპანიები სოციალური პრობლემების მოგვარების განსხვავებული გზაა, რომელიც უფრო მეტ ადამიანს დააფიქრებს და ქველმოქმედებაში ჩართვის სურვილს გაუჩენს. საქართველოს ამერიკელი მეგობრები 25 წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში ფილანთროპიის იდეის პოპულარიზაციას ეწევა და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს. ძეგვის თავშესაფარი (სადაც 80-მდე ბენეფიციარია) ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ფოკუს პროექტია", - თქვა ლენა კილაძემ, საქველმოქმედო ფონდ "საქართველოს ამერიკელი მეგობრების" აღმასრულებელმა დირექტორმა.
ძეგვის თავშესაფარი უსახლკარო ბავშვების გადასარჩენად თბილისთან ახლოს, არმაზის ხეობაში 1995 წელს დაარსდა. თავშესაფრის 120 უსახლკარო აღსაზრდელი უკვე დაუბრუნდა სრულფასოვან ცხოვრებას, ზოგიერთი მათგანი დღეს AFG-ს დახმარებით, რომელიც თავშესაფრის ერთადერთი ინსტიტუციური დონორია, უმაღლეს განათლებას იღებს, ზოგი უკვე დასაქმებულია და დამოუკიდებელ ცხოვრებას განაგრძობს.
2010 წლიდან ძეგვის ბავშვთა თავშესაფარი სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანთა შერეულ თავშესაფრად იქცა. ამჟამად ძეგვში ყოფილი ქუჩის ბავშვები, ფიზიკური და მენტალური შეზღუდული უნარების მქონე ბავშვები, მოზარდები და მოხუცები, სოციალურად დაუცველი ადამიანები, მიტოვებული მარტოხელა დედები და მათი შვილები ცხოვრობენ. დღეს ძეგვის თავშესაფარს 80 ბენეფიციარი ჰყავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი



კომენტარები