მარსზე, შესაძლოა, მდინარეები იმაზე მეტხანს მოედინებოდნენ, ვიდრე წარმოგვედგინა
მარსის ზედაპირის მახასიათებლების შესასწავლად ჩატარებულმა ახალმა კვლევამ შეცვალა ჩვენი წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როდის და რატომ ჩქეფდა წყალი წითელ პლანეტაზე.
ფოტო: Alamy
მარსის დღევანდელი ზედაპირი დამშრალი წყლის მოგონებას იტევს. ის, რაც ამ სიცოცხლისთვის აუცილებელი სითხისგან შემორჩა, ან მარილიან სეზონურ დინებებად წვეთავს და მიწისქვეშა ტბებად გროვდება ან გაყინულია.
თუმცა, პლანეტის უძველესი ქვები წყლის დინებათა ისტორიას ინახავენ; ღრმა ველები დამშრალი ტბების, გამოზიდვის კონუსებისა და მდინარეების გლუვი კენჭების ლანდშაფტში იჭრებიან. მართალია, მეცნიერები აქამდე ვარაუდობდნენ, რომ პლანეტაზე თბილმა და ნოტიო პერიოდმა შედარებით მცირე ხანს გასტანა, ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული კვლევა ახლებურ ჰიპოთეზას ბადებს: მარსის მდინარეებს, შესაძლოა, იმაზე ბევრად მეტხანს ედინათ პლანეტაზე, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ახალი ანალიზის თანახმად, მარსის ეს უძველესი არხები დედამიწაზე დღეს არსებულ მსგავს არხებზე მეტად განიერები არიან. მეტიც, ამ ზორბა ნაპრალებში 3.4 მილიარდი წლის წინ გაჩენილი წყალი სადღაც 2 მილიარდი წლის წინ ამოშრა. ეს მარსის ნოტიო ხანის გვიანი პერიოდია და, ბევრი მეცნიერის აზრით, ამ დროისათვის წითელი პლანეტა უკვე გაუწყლოვანების ეპოქაში იყო შესული.
NASA-ს Curiosity-თ გადაღებულ ამ ფოტოზე ჩანს მარსის ზედაპირის ის ფენა, რომელზეც ერთ დროს წყალს უნდა ედინა.
ფოტო: NASA / JPL Caltech / MSSS
"მარსის კლიმატის ცვლილებაზე ყველასათვის ნაცნობი ისტორია იუწყება, რომ ის ადრე თბილი და ნოტიო იყო, ხოლო ახლა ცივი და მშრალია. თუმცა, მტკიცებულებები მიგვითითებს, რომ პლანეტის კლიმატის ევოლუცია ამაზე ბევრად უფრო კომპლექსურად მიმდინარეობდა", - ამბობს ნასას მარსის კლიმატის მოდელირების ცენტრის თანამშრომელი, კეტრინ სტეიკლი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
მარსზე წყლის არსებობის შესაძლებლობა ყოველთვის ამაღელვებელი თემა იყო, რადგან იქ, სადაც არსებობდა წყალი, შესაძლოა, სიცოცხლეც ყოფილიყო. თუმცა, პლანეტის ფენებში აღმოჩენილ მარსელთა ნაშთებისთვის სახელების მოგონებაზე ფიქრის დაწყება ამ ეტაპზე ნამდვილად არ ღირს. მარსის წარსულის ამ ხანგრძლივი მონაკვეთისა და იმის შესახებ, თუ როგორ ივსებოდა მდინარეები ცვალებად გარემო-პირობებში, ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება.
"სინამდვილეში, ეს მიგნება უფრო ართულებს ისედაც ჩახლართულ საკითხს იმის შესახებ, თუ რამ მისცა საშუალება მარსს, შეენარჩუნებინა სითბო და სითხე", - აღნიშნავს კვლევის ავტორი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერი, ედვინ კაიტი.
მჩქეფარე მდინარეთა დაშრობა
რადგან მარსის დღევანდელი ატმოსფერო მზისგან მომავალი სითბოს შესანარჩუნებლად ზედმეტად მწირია, ბევრი მეცნიერი თანხმდება, რომ, სავარაუდოდ, ეს ფენა ერთ დროს უფრო სქელი იყო, რაც წითელ პლანეტაზე უფრო ნოტიო კლიმატის არსებობას უწყობდა ხელს. თუმცა, მაშინაც კი მარსს ტროპიკული კურორტი ძნელად თუ ეწოდებოდა. იმდროინდელი მზე დღევანდელთან შედარებით 25-30%-ით უფრო სუსტი იყო. ეს ნიშნავს, რომ მარსის კლდოვან რელიეფს ბევრად ნაკლები გამოსხივება ათბობდა.
"კლიმატური პირობები ყოველთვის თითქოს ზღვარზე იყო იმასთან, რომ მარსის ზედაპირზე წყალს ეარსება", - ამბობს არიზონას პლანეტარული მეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი, დოქტორი ალან ჰოვარდი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
ფოტო: NASA / JPL / University of Arizona
მარსზე წყლის შენარჩუნების სასიკეთოდ რამდენიმე ფაქტორს შეეძლო ემოქმედა. დედამიწაზე, ჩვენი პლანეტის მბრუნავი გარე ბირთვი მაგნიტურ ველს ქმნის, რომელიც ჩვენს შედარებით სქელ ატმოსფეროს იცავს იმისგან, რომ მზის ქარებმა არ გაიტაცოს. სავარაუდოდ, იგივე ხდებოდა ადრეულ მარსზეც. ამასთან ერთად, შესაძლოა, იმდროინდელი გაზების ნარევი მარსის დღევანდელი ატმოსფეროსგან განსხვავებული შემადგენლობისა ყოფილიყო. მაგალითად, ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ვულკანური აფეთქებები მარსის ცაში სათბურის აირებს აფრქვევდნენ.
რაც უნდა ყოფილიყო მიზეზი, წითელ პლანეტაზე თბილმა და ნოტიო პერიოდმა დიდხანს არ გასტანა. როგორც ჩანს, ძველი ატმოსფერო დაიშალა და მასთან ერთად მარსის მრავალი ტბა და მდინარეც გაქრა. კაიტი და მისი კოლეგები თავდაპირველად თვლიდნენ, რომ მას შემდეგ, რაც მდინარეთა ნაკადები პლანეტის ქვედა შრეებში შემორჩა, მჩქეფარე წყლებიც წვეთებამდე დაშრა.
"ეს იყო ჰიპოთეზა", - ამბობს კაიტი, - "და ის მცდარი აღმოჩნდა".
დინების კვალდაკვალ
მარსის ორბიტაზე მბრუნავმა ისეთმა მოწყობილობებმა, როგორიცაა High Resolution Imaging Science Experiment (HiRISE), მეცნიერებს გასაოცარი რეზოლუციის მქონე ვიზუალის შესწავლის საშუალება მისცა. მკლევარებმა ორასზე მეტი უძველესი მდინარის კალაპოტის მოცულობები გააანალიზეს. არხებისა და მეანდრების ზომებზე და მათ გარშემო არსებული რელიეფის ასაკზე დაყრდნობით, გუნდმა აღმოაჩინა, რომ სითხეთა შრობის ერთობ გვიან პერიოდში პლანეტაზე წყლის ჭარბი ნაკადი უჩვეულოდ უწყვეტად მოედინებოდა.
ის, თუ რა უწყობდა დინებას ხელს ასეთ მოულოდნელ დროს, ბუნდოვანი რჩება. ზოგი მკვლევარი, კაიტის და მისი გუნდის წევრების ჩათვლით, დაბალი ატმოსფერული წნევის პირობებში ყინულოვანი ღრუბლების არსებობის შესაძლებლობას იძიებს. ასეთი ღრუბლები მარსის თავზე დღემდე შეიმჩნევიან და ისინი მეტად სქელები რომ ყოფილიყვნენ, შესაძლოა, თოვლისა და ყინულის გალღვობისთვის საკმარისი სითბოც კი გამოეჭირათ. ან, შეიძლება, მდინარეების წარმოქმნის თარიღებია მცდარი და, სინამდვილეში, არხები კიდევ უფრო ადრე, იმ დროს შეიქმნა, როდესაც მარსის თოვლის მასებს უფრო სქელი ატმოსფერო ათბობდა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მარსის სამხრეთ პოლუსზე ყინულის ტბა მდებარეობს.
ფოტო: ESA / DLR / FU Berlin
კაიტი აღიარებს, რომ სანამ უფრო ზუსტად არ ეცოდინებათ არხების სიღრმის ზომები და მათი ნალექების სიუხვე, ძალიან რთული იქნება იმის დაზუსტებით თქმა, თუ რა რაოდენობის წყალი ჩქეფდა პლანეტაზე. ჰოვარდიც მიიჩნევს, რომ არხთა სიგანის ცოდნით მხოლოდ მცირე ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი და რადგან არ არის აუცილებელი, მდინარე არხს მთლიანად ავსებდეს, არის შანსი, რომ ბოლო ვარაუდები მჩქეფარე წყლების ოდენობასთან დაკავშირებით გაზვიადებული იყოს.
მიუხედავად ამისა, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, "მეცნიერთა მიერ წყლის სიუხვესთან დაკავშირებით გაკთებული ძირითადი წანამძღვრები და დასკვნები რეალისტურია", - აღნიშნავს ჰოვარდი.
შესაძლოა, მეცნიერებმა მალე მეტ მინიშნებას მიაგნონ: პლანეტის შესასწავლად გამზადებული ახალი როვერი, Mars 2020, კრატერ ჯეზეროზე დაეშვება. ამ კრატერში კი გვიანდელი პერიოდის ერთ-ერთი მდინარის დელტა მდებარეობს, აღნიშნავს კაიტი. აპარატს შეეძლება, ნალექებს ფოტოები გადაუღოს, რაც მეცნიერებს ძალიან დაეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა რაოდენობის წყალი მიედინობდა კრატერში. მიუხედავად ამისა, ზუსტი პასუხების მიღების ერთადერთი, თუმცა არარეალისტური, გზა ორბიტერის წარსულში, მილიარდობით წლით უკან გაგზავნაა, რათა მან წითელი პლანეტის მღელვარე ზედაპირის დაათვალიერება შეძლოს.
თუმცა, როგორც ჰოვარდი სიცილით აღნიშნავს, "ეს ყველა იმ დავასა და ინტერესს მოსპობდა, რაც დღევანდელი მწირი სამხილების გარშემო არსებობს. ასე რომ, მეცნიერებაც ნაკლებად საინტერესო გახდებოდა".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები