სუს-მა საბჭოური სიმბოლიკის გამოყენებაზე "უკვდავთა პოლკს" გაფრთხილება გაუგზავნა
ფოტო: უკვდავთა პოლკი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კანონით აკრძალული საბჭოური სიმბოლიკის გამოყენებაზე უკვდავთა პოლკს გაფრთხილება გაუგზავნა. როგორც უწყებაში On.ge-ს უთხრეს, გაფრთხილება სხვა ორგანიზაციებსაც დაეგზავნათ. გარდა ამისა, შსს-ში აცხადებენ, რომ ნებისმიერი პირის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
9 მაისს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე "გამარჯვების დღესთან" დაკავშირებით რუსეთში დაფუძნებული ორგანიზაციის, უკვდავთა პოლკის ინიციატივით მსვლელობა გაიმართება. თბილისის გარდა მსვლელობა მოეწყობა ბათუმში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და გორში.
უკვდავთა პოლკი პროსაბჭოური ხედვებით გამოირჩევა. ორგანიზაციის საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე კი ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის წარმოდგენილი. პოლკის მსვლელობა 9 მაისს მოეწყობა სოხუმშიც.
საქართველოში ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი გულბაათ რცხილაძეა. ის ევრაზიული ინსტიტუტის დამფუძნებელია, რომელიც ანტიდასავლური განცხადებებითაა ცნობილი.
უკვდავთა პოლკის მსვლელობა პირველად 2012 წლის 9 მაისს რუსეთის ქალაქ ტომსკში მოეწყო. როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე წერია, მსვლელობის მონაწილეები ფოტოებითა და ბანერებით მიდიან და მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულებს მიაგებენ პატივს.
2017 წლიდან უკვდავი პოლკის მსვლელობის მოსაწყობად საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრი მოქმედებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მსვლელობებს აწყობს. წელს უკვდავთა პოლკის მსვლელობა უკვე გაიმართა ვაშინგტონში, ბრატისლავაში, ბუენოს-აირესში, სტოკჰოლმში, ანკარასა და სხვა ქალაქებში.
თბილისში უკვდავთა პოლკის პირველი მსვლელობა ორი წლის წინ ვაკის პარკში მოეწყო. იგივე მსვლელობა გაიმართა 2018 წელსაც.
თბილისის მერიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ მსვლელობის მოწყობასთან დაკავშირებით ჯერ ცნობა არ მიუღიათ. ბათუმის მერიაში ცნობა უკვე მიიღეს და ამბობენ, რომ ორგანიზატორებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებენ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები