დეკლარაციის არწარდგენის გამო აუდიტმა გირჩის დასაჯარიმებლად სასამართლოს მიმართა
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარტია გირჩის წინააღმდეგ სასამართლოს სანქციისთვის მიმართა. უწყების ცნობით, პარტიამ არ წარმოადგინა საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კამპანიის ფონდისა და შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია. დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა აპრილის დასაწყისში იყო.
გირჩის წევრმა იაგო ხვიჩიამ On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ისინი მათივე ძველი პირობის ერთგული რჩებიან. იაგო ხვიჩიას თქმით, აუდიტის სამსახურმა ჯერ უნდა გამოიძიოს "ბიძინა ივანიშვილის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი".
"თუ ძალით არ მიგვიყვანეს, ჩვენ ნებით მურუსიძის სასამართლოში არ მივალთ... აუდიტის სამსახურს მორალური უფლება არ აქვს არსებობის. მას მერე, რაც ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა ფაქტობრივად საქართველოს ამომრჩევლები, აუდიტში საკუთარ თავს უნდა ხურავდნენ და სახლში მიდიოდნენ. ასეთ რეალობაში, რომ სახე შეინარჩუნო და ხელფასი რომ აიგო, თითქოს რამეს აკეთებ, გირჩი როარ გაბარებს დეკლარაციას შემოსავალზე, რომელიც არ ჩარიცხვია ფაქტობრივად, ამას ვუყურებთ, როგორც უკიდურესად არასერიოზულს", — აცხადებს იაგო ხვიჩია.
მისივე განცხადებით, თუკი მათ სანქციას დააკისრებს სასამართლო, არ გადაიხდიან.
დეკლარაციის წარდგენის შესახებ პარტიამ 8 აპრილს გაავრცელა განცხადება. მაშინ მათ ულტიმატუმი წაუყენეს აუდიტის სამსახურს და განაცხადეს, რომ საარჩევნო დეკლარაციას იმ შემთხვევაში გაუგზავნიან, თუ საქართველოს საპატრიარქოს აუდიტს ჩაატარებენ.
გირჩს მიაჩნია, რომ ე.წ. პოლიტიკური ფინანსების ეფექტური მონიტორინგი ზოგადად არის შეუძლებელი.
"საქართველოში ეს სისტემა შემუშავებულია სპეციალურად ერთი კონკრეტული მიზნისთვის - რომ ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკურმა ძალებმა ვერ შეძლონ ხელისუფლებაში მოსასვლელად საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზება. არასოდეს ამ ქვეყნის ისტორიაში ამ სისტემას არ დაუსჯია რეალურად ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა და თუ ვინმესთვის ოდესმე შეუქმნია რეალური პრობლემა, ეს ყოველთვის იყო ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალები", — ნათქვამია განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები