ადვოკატი: ნინო ნიჟარაძის სარჩელი რუსთავი 2-ს არ უპირისპირდება
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
რუსთავი 2-ის ცხრა პროცენტის წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი ამბობს, რომ მისი კლიენტის სარჩელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული არ არის. გადაცემა რეაქციაში საუბრისას ყავლაშვილმა თქვა, რომ სარჩელით თანხების დაკისრება რუსთავი 2-ის სასრგებლოდ არის მოთხოვნილი.
"თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ხელისუფლების ხელყოფის ობიექტს წარმოადგენს ტელეკომპანია, მისი სარედაქციო პოლიტიკა და სხვადასხვა საკითხები, რასაც ჩვენ ვემიჯნებით და ნამდვილად არ ვართ მონაწილე ამდაგვარი სურვილების, თუკი ასეთი ბუნებაში არსებობს, ეს შემთხვევა განსხვავდება ყოველგვარი რიტორიკისა და სიტუაციისაგან იმით, რომ აქ პირიქით, თანხები მოთხოვნილია ტელეკომპანიის სასარგებლოდ. მოპასუხეს წარმოადგენენ ტელეკომპანიის მაჟორიტარი პარტნიორები და ტელეკომპანიის დირექტორი. თანხა რომელის დაკისრებასაც ითხოვს ნინო ნიჟარაძე იქნება და გახდება რუსთავი 2-ის საკუთრება", — აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ნინო ლეჟავა თანხას არა ტელეკომპანიისგან არამედ, მისი დირექტორისგან და სხვა მეწილეებისგან ითხოვს. რაც შეეხება რუსთავი 2-ის ძველ საქმეს, გიორგი ყავლაშვილი ამბობს, რომ ნინო ლეჟავა პროცესებში მონაწილეობდა, როგორც ქიბარ ხალვაში მოწინააღმდეგე მხარე. გარდა ამისა, მან განმარტა, რომ სტრასბურგის სასამართლოში უზენაესის გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს, რადგან მათთვის სასურველი შედეგი დადგა:
"ორ-სამ დღეში ეს შედეგი უკვე არსებობდა. ერთადერთი, ქალბატონ ნინოს და მე, როგორც მის ადვოკატს, თუ დავადანაშაულებთ, არის ის, რომ იმ ორ დღეზე უფრო ჩქარა ვერ იმოქმედა".
ნიკა გვარამიამ 6 მაისს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ ტელეკომპანიის წილის ცხრა პროცენტის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე სხვა მეწილეებისგან 26 მილიონს ითხოვს. ის ამბობს, რომ სარჩელით ნიჟარაძემ სასამართლოს მიმართა. გვარამია ამ ყველაფერს ტელევიზიაზე შეტევის ახალ ფაზად აფასებს.
გარდა ამისა, სარჩელის მიხედვით, ნინო ნიჟარაძე შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მართვის ორგანოს — პარტნიორთა კრების 2015 წლის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობას ითხოვს. სარჩელში ვკითხულობთ, რომ "ამ ოქმის გასაჩივრებით უნდა დადგინდეს პარტნიორების: გიორგი ყარამანიშვილის, ლევან ყარამანიშვილის და შპს საქართველოს მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება, რასაც შედეგად მოჰყვა მოპასუხე პარტნიორთა არამართლზომიერი უარი ნინო ნიჟარაძის მხრიდან წილის გასხვისებაზე". იურისტი გიორგი მშვენიერაძე კი აცხადებს, რომ პარტნიორთა კრების ოქმს გასაჩივრების ვადა გასული აქვს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები