43 ფაქტი Toy Story 4-ის შესახებ, რომელიც პრემიერამდე უნდა იცოდეთ
ეს ის ფაქტებია, რომლებიც პრესის წარმომადგენლებმა პიქსარის წარმომადგენლებს გამოსტყუეს
ფოტო: Disney / Pixa
Toy Story 3-ის გულისამაჩუყებელი დასასრულის შემდეგ ყველასთვის საყვარელი პერსონაჟები ახალი თავგადასვლისათვის ემზადებიან: ვუდიმ ანიმაციის ახალ გმირს, ფორქის უნდა ასწავლოს, რას ნიშნავს სათამაშოდ ყოფნა.
ისტორიის მეოთხე ნაწილი საქართველოში 21 ივნისს გამოდის, ამ ფაქტების ცოდნა კი მოლოდინს კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ:
1. მოქმედება Toy Story 3-ში განვითარებული ამბებიდან რამდენიმე თვის შემდეგ იწყება (გჯერათ, რომ წინა ნაწილის გამოსვლიდან 9 წელი გავიდა?!)
2. მთავარი გმირები თითქმის უცვლელად არიან წარმოდგენილები, თუ არ ჩავთვლით ნაფხაჭნებსა და ცვეთის კვალს, რომელმაც უნდა შეგვახსენოს, რომ სათამაშოებმა უკვე ათწლეულები იცხოვრეს.
3. მაგალითად, ვუდის ტანსაცმელი ცოტა დაიძენძა და თუ დააკვირდებით, იმ წითელი ძაფის კვალსაც დაინახავთ, რომლითაც მას Toy Story 2-ში ხელი მიაკერეს.
4. ბაზს სტიკერები სძვრება და სახსრების მოხრის ადგილებთან ნაფხაჭნები აქვს.
5. ეკრანს ერთი წამითაც არ მოაცილოთ თვალი, რადგან შემქმნელების თქმით, აქ იმაზე მეტი დამალული სიურპრიზია, ვიდრე პიქსარის სხვა ანიმაციებში.
6. რეჟისორ ჯოშ კუოლის იმ ნივთების ათგვერდიანი სია აქვს, რომლებიც უკანა ფონზეა ჩამალული.
7. ანტიკვარული მაღაზიის სცენაში 10 000-ზე მეტი ნივთი ჩანს: მათ შორის, მერიდას მშვილდ-ისარი და კოკოს გიტარები.
ფოტო: Disney / Pixar
8. თითოეული ნივთის შექმნას რამდენიმე საათიდან რამდენიმე კვირამდე სჭირდება, ანტიკვარული მაღაზიის მთლიანი შიგთავსის დახატვამ კი დაახლოებით ორი წელი წაიღო.
9. მაგალითად, ამ კადრში ერთდროულად ორი რამ უნდა შეამჩნიოთ: პიქსარის დაარსების თარიღი და ის ფაქტი, რომ ჩარჩოში ჩასმულ სურათში Up-ის ძაღლები პოკერს თამაშობენ.
ფოტო: Disney / Pixar
10. ანიმაცია თავდაპირველად ვუდისა და ბოს სიყვარულის შესახებ უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი სათავგადასავლო ისტორიად გადაიქცა.
11. პროექტს პიქსარის კედლებში Peep-ს უწოდებენ.
12. ბოს პერსონაჟზე ანიმატორთა გუნდი მუშაობდა, რომლის მთავარი მიზანიც იყო, ის სათაგვადასავლო ფილმების სტერეოტიპულ ქალ გმირებს არ დამსგავსებოდა.
13. ბოს ესთეტიკის, მოძრაობებისა და ხასიათის განსასაზღვრად შემქმნელებმა რამდენიმე პერსონაჟი/ადამიანი გამოიყენეს: რეი (Star Wars), დოტი (A League of Their Own), ბეატრიქს კიდდო (Kill Bill), ტანმოვარჯიშე ალი რაისმანი და მოცეკვავე შარნა ბერჯესი.
14. შეიძლება ამაზე არ გიფიქრიათ, მაგრამ ბო და მისი ცხვრები ფაიფურისგან არიან დამზადებულნი.
15. ანიმატორებმა ესეც გაითვალისწინეს და პერსონაჟს ამ მასალისთვის დამახასიათებელი ელვარება და მიკრობზარები დაუმატეს.
16. სიუჟეტის მიხედვით, ბოს მთავარი მისია სანათის ქვეშ მოწყობილი მშვიდი ცხოვრების დატოვება და თავგადასავლებში გახვევაა. ის ლოდინითა და უმოქმედობით დაიღალა.
17. ბო სხვა სათამაშოებს არ ჰგავს, ის არც ერთ ბავშვს არ ეკუთვნის.
ფოტო: Mara MacMahon / Via Disney/Pixar
18. მიუხედავად იმისა, რომ მისტერ კარტოფილის გამხმოვანებელი დონ რიკლსი 2017 წელს გარდაიცვალა, მის ხმას Toy Story 4-ში მაინც მოისმენთ. რიკლსის ოჯახის წევრების დახმარებით, პიქსარის ხმის გუნდმა სხვადასხვა პირადი ჩანაწერი გამოიყენა და შესაბამისი ტექსტი ააწყო.
19. კარნავალის სათამაშოების, დაკისა და ბანის გამხმოვანებლებმა საკუთარი სცენებისათვის ხმა ოთხი წლის წინ ჩაწერეს.
20. კენი მეოთხე ნაწილში საერთოდ არ ჩანს.
ფოტო: Pixar
21. რადგან ერთ-ერთი ახალი პერსონაჟი, დუკ კაბუმო კანადელია, რეჟისორს უნდოდა, ეს როლი კანადელ მსახიობს გაეხმოვანებინა. ასე მოხვდა კიანუ რივზი პროექტში.
22. პიქსარს კანადის დროშის გამოსაყენებლად ნებართვა დასჭირდა. ნებართვის ასაღებად მოლაპარაკებებში დისნეის კანადის ოფისმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
23. რაც შეეხება დუკს, ის პინბოლის აპარატში ცხოვრობს სხვა პატარა სათამაშოებთან ერთად.
24. ფორქი ახალი პერსონაჟია, რომელიც ბონიმ ვორქშოპის დროს შექმნა. ხელებისა და თვალების გარეშე ის სამაგიდო ინსტრუმენტია (კოვზისა და ჩანგლის ჰიბრიდი, ე.წ. ჩობზი).
25. დიზაინერებს ძალიან გაუჭირდათ რეალური "ჩობზების" მონახვა სკეტჩების გასაკეთებლად, სანამ მეზობლად პიცერიას არ ესტუმრენ.
26. ანტიკვარულ მაღაზიებში მრავალი ვიზიტის შემდეგ ანიმაციის შემქმნელები დარწმუნდნენ, რომ ძველი თოჯინები საკმაოდ საშიშები არიან, ამიტომაც აირჩიეს მათ გები-გები მთავარ ბოროტმოქმედად. თუკი Toy Story-ის წინა ისტორიებში ცხადი არ იყო, ვის ამოძრავებდა ბოროტი ზრახვები, ამ შემთხვევაში ანიმატორებს უნდოდათ, თავიდანვე გვცოდნოდა, ვის უნდა უფრთხოდნენ ჩვენი საყვარელი გმირები.
ფოტო: Getty / Disney
27. გების თმა იმიტომაა ჟღალი, რომ ქერა თმის "დარენდერებას" ბევრად მეტი დრო და ფული სჭირდება (უფრო დეტალურად კი: როცა ქერა თმას "არენდერებ", იმის გამო, რომ ის თითქმის გამჭვირვალეა, სინათლე თმის ღერებში აღწევს და უკანა ფონი გამუდმებით გადმოდის თმაზე, რაც ანიმატორებს საქმეს ურთულებს)
28. კრისტინა ჰენდრიქსი ამ როლისთვის ზედგამოჭრილი იყო. როგორც აღმოჩნდა, ის ბავშვობაში ხშირად თამაშობდა მუცლით მეზღაპრეების თოჯინებით, ახლა კი... რატომღაც სახლში უამრავი თოჯინის თავი აქვს.
ფოტო: Disney / Pixar
29. ანიმაციის შემქმნელებმა ისეთ უმცირეს დეტალებზეც კი იზრუნეს, რომელთაც საშუალოსტატისტიკური მაყურებელი არასდროს დააკვირდება. მაგალითად, გები-გების ფეხსაცმელზე ისეთი სპეციფიკური ცვეთის კვალია, რომელიც მხოლოდ მისნაირი სტრუქტურის თოჯინის სიარულის მანერით შეიძლება იყოს გამოწვეული.
30. კიდევ ერთი უმცირესი დეტალი: კარნავალის დახლებზე ლითონის შედუღაბების ადგილები ჩანს.
ფოტო: Disney/Pixar
31. მთავარი მიზეზი, რის გამოც ანიმაციის გუნდი ყველა დეტალზე ასე საგულდაგულოდ მუშაობს, თვითონ ფილმის სპეციფიკაა. სიუჟეტი სათამაშოებს ეხება, რომლებიც პატარა ზომის არიან. ამის გამო ჩვენ სამყაროს მათი პერსპექტივით ვხედავთ და შესაბამისად, პატარა დეტალებიც კი მნიშვნელოვანია.
32. მტვერი ანტიკვარული მაღაზიის სცენების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ანიმაციაზე მომუშავე გუნდი მტვერს იქამდე "არეგულირებდა", სანამ სასურველ სურათს არ მიიღებდა.
მაგალითად, მარცხნივ გამოსახულია მტვერი "ყველაზე მაღალ სიმძლავრეზე", მარჯვნივ კი - საბოლოო შედეგი.
33. ჩვეულებრივი ფილმების მსგავსად, Toy Story 4-ც იყენებს კამერას, ოღონდ ვირტუალურ კამერას.
34. მიუხედავად იმისა, რომ ეს კამერა ხელშესახები არაა, ის ჩვეულებრივი მოწყობილობასავით მუშაობს და რეალური კამერის მოძრაობის იმიტაციას ახდენს.
ფოტო: Disney/Pixar
35. ანიმაცია წვიმისა და ჭექა-ქუხილის სცენით იწყება. ეს 24 წლის წინ შეუძლებელი იყო. მაშინ არ არსებობდა ტექნოლოგია, რომლითაც წვიმა სცენაში არსებულ სხვა პერსონაჟებთან თუ ფონთან ინტერაქციაში შევიდოდა. მოკლედ, რომ ვთქვათ, იმის დახატვა, როგორ სველდება რაიმე წვიმაში, შეუძლებელი იყო, რადგან წვიმის წვეთები ვერაფერს "ეხებოდა".
36. Toy Story-ზე პიქსარის 129 თანამშრომელი მუშაობდა, Toy Story 4-ზე კი - 1247.
37. თანამედროვე ტექნოლოგიით Toy Story-ის დარენდერება ნაკლებ დროს წაიღებდა, ვიდრე მისი ყურებისთვის არის საჭირო.
38. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახლა შედეგის მიღებას ნაკლები დრო მიაქვს. იმის გამო, რომ ანიმაცია ასეთი განვითარებულია, თითოეული კადრის დარენდერებას 60-დან 160 საათამდე სჭირდება. მართალია, ტექნოლოგია დაიხვეწა, მაგრამ კადრების ხარისხი და დეტალიზაციაც მნიშვნელოვნადაა შეცვლილი.
39. განათების ტექნოლოგია, ალბათ, ყველაზე მეტად განვითარდა. ახალი პროგრამები სინათლის გავლენას იდეალურად იმიტირებენ. ანიმატორებს არ უწევთ სინათლისთვის იმის "სწავლება", როგორ იმოქმედოს სცენაში არსებულ ობიექტებზე. ეს ავტომატურად ხდება, რაც განათების გუნდს უამრავ დროს უზოგავს.
40. ადრე შეუძლებელი იყო რბილი სათამაშოების გაცოცხლება, რადგან მათი ტექსტურისა და კონსისტენციის გადმოტანა უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ასე რომ, დაკი და ბანი არსებობას ახალ ტექნოლოგიებს უნდა უმადლოდნენ.
41. 4 წლის განმავლობაში Toy Story-ის მეოთხე ნაწილი 8-10-ჯერ აჩვენეს აუდიტორიას რეაქციების შესამოწმებლად. ამ ვერსიებს განსხვავებული სცენები და სიუჟეტური ხაზი ჰქონდათ.
42. თუ გვერდიგვერდ შეხედავთ Toy Story-სა და Toy Story 4-ს, ცხადი გახდება, რამხელა წინსვლა განიცადა ანიმაციამ ბოლო 25 წელში, თუმცა ენდის ცვლილებას ყველა აღტაცებით არ შეხვედრია.
43. და ბოლოს, თუ პროდიუსერებსა და რეჟისორს დავუჯერებთ, მაყურებელი კინოთეატრიდან მხიარულ განწყობაზე გამოვა, სითბოსა და ნოსტალგიის შეგრძნებით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი


კომენტარები