ნაზი ჯანეზიშვილი მოსამართლეებს: გაუწიეთ კონკურენცია ჩინჩალაძის კლანს
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზიშვილი მოუწოდებს მოსამართლეებს, მონაწილეობა მიიღონ პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში და "გაუწიონ კონკურენცია ჩინჩალაძის კლანს".
"მე მჯერა, რომ ამ ქვეყანაში არის იმდენი კვალიფიციური და ღირსეული იურისტი, რომ შესაძლებელია, 20 ვაკანსიის პირობებში, უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტებაც კი", — აცხადებს ნაზი ჯანეზიშვილი.
ჯანეზიშვილის თქმით, ახლა არის შანსი, კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება დაუპირისპირდეს "ჩინჩალაძის კლანის ზრახვებს".
"ამას ვერ მოვახერხებთ, გამოცდილი და ღირსეული იურისტების მონაწილეობის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შესარჩევ პროცესში. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა უნდა მიიღონ კომპეტენტურმა იურისტებმა სხვადასხვა სფეროდან და ამ გზით შეიქმნას რეალური კონკურენტული გარემო", — ამბობს ჯანეზიშვილი.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანსიაზე განცხადებების მიღება ხვალიდან, 11 მაისიდან იწყება და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით.
პირველ მაისს პარლამენტმა ქართული ოცნების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომელიც კანდიდატი მოსამართლეების შერჩევისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს.
მოსამართლეების კანდიდატურების შერჩევის წესსა და კრიტერიუმებზე პარლამენტმა მას შემდეგ დაიწყო მსჯელობა, რაც დეკემბერის ბოლოს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატთა სიამ დიდი კრიტიკა გამოიწვია. საბჭოს არამოსამართლე წევრები, პარლამენტარები და არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ სია ე.წ. სასამართლოს კლანის მიერ იყო წარდგენილი და მის გაძლიერებას უწყობდა ხელს. სიაში კანდიდატებს შორის იყვნენ როგორც გიორგი მიქაუტაძე, ისე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი.
ქართული ოცნების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატებმა და საპარლამენტო ოპოზიციამ. ისინი კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას მოითხოვდნენ. მათი პოზიციით,ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ე.წ. კლანს საშუალება მისცა "უზენაეს სასამართლოშიც გაძლიერებულიყო".
ქართულმა ოცნებამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციათა ნაწილი გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც სრულად გაიზიარა ქართული ოცნების უმრავლესობამ, არამოსამართლე კანდიდატების მიერ საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების საკითხს ეხება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით და ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, არამოსამართლე კანდიდატები საკვალიფიკაციო გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. ქართულმა ოცნებამ, ასევე, გაითვალისწინა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც ასევე მოსამართლეობის კანდიდატიცაა ყველა პროცედურიდან გამოირიცხება, თუმცა არ შეცვალა ფარული კენჭისყრის წესი. ვენეციის კომისია იძლეოდა რეკომენდაციას, რომ კენჭისყრა უნდა ყოფილიყო ღია და იუსტიციის საბჭოს წევრებს უნდა დაესაბუთებინათ, რატომ აძლევენ ხმას ამა თუ იმ კანდიდატს.
ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიასა და კიდევ 12 დეპუტატის მიერ მომზადებულ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით უყარეს კენჭი, თუმცა პროექტი ჩავარდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები