ლექსუს თბილისის შოურუმს ახალი წევრი, Lexus UX 2000 შეემატა
თუ აფასებთ ხარისხს, პროფესიონალურ დონეზე გაწეულ მომსახურებასა და დახვეწილ სტილს, ლექსუს თბილისის შოუ-რუმს უნდა ესტუმროთ — პრემიუმ კლასის საავტომობილო ბრენდის ოჯახს თამამი, თანამედროვე დიზაინისა და დინამიკური მახასიათებლების მქონე ახალი წევრი, Lexus UX 200 შეემატა.
ლექსუს თბილისმა თანამედროვე მძღოლებზე მორგებული ავტომობილი სტუმრებს საგანგებო მიღებაზე წარუდგინა — ღონისძიებაზე მიწვეულ ავტომოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბრენდის სიახლეებზე ინფორმაცია უშუალოდ კომპანიის ხელმძღვანელისგან მოესმინათ და პრემიუმ კლასის UX 200-ს შესაძლებლობები თავადვე გამოეცადათ.
ღონისძიება შთამბეჭდავად გაიხსნა და ასეთივე განწყობით გაგრძელდა - UX-ის ფერებში გადაწყვეტილი ცოცხალი კედელი და გემოვნებიანი მუსიკა, პრეზენტაციას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა.
ახალი UX წარმოადგენს Lexus-ის ინოვაციური მიდგომებისა და უსაფრთხოების ერთიანობას, რომელიც თამამ ახალ დიზაინსა და ულტრაეფექტურ ახალ ძალურ აგრეგატს მოიცავს. იგი აღჭურვილია ლექსუსის უახლესი 2.0 ლიტრის მოცულობის ძრავით, რომელიც 171 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
დინამიკური სტილისა და იერის მქონე UX-ი შექმნილია იმისათვის, რომ Lexus-ისთვის დამახასიათებელი სწრაფი და სასიამოვნო მართვა უზრუნველყოს. ამით ის პრემიუმ-კლასის კომპაქტური სპორტული უნივერსალების ბაზარზე უნიკალურ ადგილს იკავებს.
რაც შეეხება ინტერიერს, UX-ის სალონი ერთი მხრივ, დინამიკური, პრემიუმ-კლასის სედანის შეგრძნებას აღძრავს, მეორე მხრივ კი კროსოვერისთვის დამახასიათებელი მართვის მაღალი პოზიციით გამოირჩევა. მასალები და შესრულების ხარისხი Lexus-ის სტანდარტების შესაბამისია, მათში იაპონური ტრადიციები, ოსტატობა და სტუმართმოყვარეობა წარმოების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან არის შერწყმული.
UX-ის სალონში უწყვეტი მთლიანობის განცდის შესაქმნელად კონსტრუქტორების შთაგონების წყაროდ იქცა იაპონური არქიტექტურის ტრადიციული კონცეფცია "ენგავა", რომელიც სახლის ექსტერიერსა და ინტერიერს შორის ზღვარს შლის.
გარდა ამისა, კიუშუს ქარხანაში აწყობილ ყოველ UX-ს "ტაკუმი" ოსტატები ქარხნიდან გამოშვებამდე საგანგებო "ჩუმ ოთახში" ამოწმებენ, რათა საჭიროების შემთხვევაში, აღმოფხვრან კარის დახურვისას წარმოქმნილი ნებისმიერი შეუსაბამო ხმა.
წარმატებული პრეზენტაციის შემდეგ, ვიდრე ქუჩებში ავტომობილის პირველი მფლობელი გამოჩნდება, ლექსუს თბილისის გენერალური დირექტორი ლაშა ლომიძე გვიამბობს, თუ რა სეგმენტზეა გათვლილი UX 200 და რა უნდა ვიცოდეთ ლექსუსის ბრენდის ახალ პროდუქტზე:
— UX 200-ი ბრენდის განსაკუთრებული ზრუნვისა და სიამაყის ობიექტად იქცა, რადგან ის ჩვენი დიდი ოჯახის ყველაზე ახალი წევრია და ამასთან, ჩვენი პირველი პროდუქტია, რომელიც ახალგაზრდა სეგმენტზე არის გათვლილი. ზოგადად, ყველა პრეზენტაცია კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა როგორც წესი, ასეთ ღონისძიებებზე, ძველი მოდელის ახლით ჩანაცვლება ხდება, UX 200-ი კი ლექსუსისთვის სრულიად ახალი ტიპის მოდელია, რომლის საშუალებითაც, როგორც გითხარით, ბრენდის მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის შემცირება გადავწყვიტეთ. ლექსუსის დიზაინერების მთავარი ამოცანა იყო, შექმნილიყო ავტომობილი, რომელიც არცერთ არსებულ მოდელს დაემსგავსებოდა - სწორედ ასეთია UX 200. ზოგადად, „ლექსუსის“ საავტომობილო ინდუსტრიის კონცეფცია გულისხმობს, რომ ბრენდის პროდუქტი ყურადღებას შორ მანძილზეც უნდა იპყრობდეს და ავტომობილის მფლობელის განსხვავებულობას, გემოვნებასა და სტილს უსვამდეს ხაზს. ახლაც ასეთი ამბიციური და აბსოლუტურად თავდაჯერებული განაცხადით ვიწვევთ შოუ-რუმში ახალგაზრდებს - სწორედ მათ, რომლებსაც კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია კომფორტი და ამავდროულად, გამორჩეული სტილის სინთეზი.
გარდა UX 200-ის გამორჩეული დიზაინისა და დინამიკური მახასიათებლებისა, ავტომობილი განსაკუთებულია მისი უსაფრთხოების კონცეფციითაც.
- ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა სეგმენტისთვისაც მნიშვნელოვანია ის ხარისხი, საიმედოობა და უსაფრთხოება, რომლითაც „ლექსუსის“ ბრენდი წლებია გამოირჩევა. „Seat-in-control“-ის კონცეფციის მეშვეობით, UX-ი მძღოლს ხელს უწყობს, გზასთან უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეს. საერთოდ, UX 200-ის შექმნისას ბევრი დეტალია გათვალისწინებული. ის იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ურბანულ გარემოში ცხოვრობს, სადაც მოძრაობა გადატვირთულია და პარკირებაც პრობლემას წარმოადგენს, თუმცა გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შაბათ-კვირას ქალაქიდან გასვლას მაინც ახერხებს. ახალი პლატფორმისა და საკიდარის წყალობით, UX უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას უგზოობის პირობებშიც. ამ ყველაფერს ემატება Lexus Safety Sense - რომელიც უსაფრთხოების ყველა აქტიური თუ პასიური სისტემის ერთობლიობას წარმოადგენს. ის ეხმარება მძღოლებს გზებზე არსებული საშიშროებების აღქმაში და, შესაბამისად, ამცირებს შეჯახების რისკს და მანქანის მართვას უფრო კომფორტულს ხდის.
ასე რომ, ვიმეორებ, ვისაც უსაფრთხოების, კომფორტისა და თანამედროვეობის მნიშვნელობა ესმის, UX 200 სწორედ მათთვისაა შექმნილი. მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ტესტ-დრაივის სერვისით და თავად დარწმუნდნენ Lexus UX-ის უპირატესობებში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები