ჯანმრთელობის დაზღვევის დროს შეცდომები არ მოსულა - თიბისიმ ახალი პროდუქტი წარადგინა
ფოტო: თიბისი დაზღვევა
თიბისი დაზღვევა უკვე ჯანმრთელობას აზღვევს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. თიბისი ჯანმრთელობის დაზღვევა გამოირჩევა დაზღვეულზე ორიენტირებული, თანამედროვე და გამჭვირვალე სისტემით.
თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა დაზღვეულთათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აქცენტს აკეთებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან. სტრატეგიულ პარტნიორ კლინიკებს შორის არიან ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც გამოირჩევიან გამოცდილებით და მაღალი კვალიფიკაციის პერსონალით, უახლესი აპარატურითა და ინფრასტრუქტურით, მათ შორის არის მედიკორი და ქართულ-ამერიკული კლინიკა.
ჩამოთვლილი კლინიკების გარდა, თიბისი დაზღვევის მომხმარებელს კვალიფიციური ოჯახის ექიმები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებენ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
თიბისი დაზღვევისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს მისცეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიღება, ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. დაზღვეულს შეუძლია მიმართვის საფუძველზე თანაგადახდის სქემით ისარგებლოს.
თიბისი დაზღვევა თანამშრომლობს სამედიცინო დაწესებულებების ფართო ქსელთან. ამ დრომდე 200-მდე პარტნიორი ჰყავს, მათ შორის, ყველა წამყვანი კლინიკა: ევექსი, ჯეო ჰოსპიტალსი, მედიქლაბი, ინოვა და ა.შ. მთელი საქართველოს მასშტაბით. თიბისი დაზღვევა პარტნიორ კლინიკებთან ერთად მომხმარებელს გრძელვადიან პერიოდში მაღალი ხარისხის სერვისს შესთავაზებს და განავითარებს.
"ჩვენთვის, როგორც პროვაიდერისთვის, ეს არის უმნიშვნელოვანესი სერვისი, რადგან ზუსტად ვიცი, როგორ მუშაობს თიბისი დაზღვევა, რამდენად კარგად სწავლობენ ისინი ბაზარს და ამიტომ, დარწმუნებული ვარ ხარისხშიც. ჩვენი მხრივ, ვგრძნობთ პასუხისმგებლობასაც, თანამედროვე სამედიცინო ტენდენციებს და პაციენტებს ვთავაზობთ მათზე ზრუნვას, ავადმყოფობების პრევენციას და ჩვენი მიდგომა ემთხვევა თიბისი დაზღვევის ხედვებსაც", - ამბობს დავით ხუბუა, კლინიკა მედიკორის ხელმძღვანელი.
რა უპირატესობით გამოირჩევა თიბისი დაზღვევა
- კარგი დაფარვები / მაღალი ლიმიტები;
- ნაკლები გამონაკლისები;
- თავისუფლება სამედიცინო დაწესებულების არჩევაში;
- საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება საუკეთესო ტარიფებით საქართველოში.
მომხმარებელი მიიღებს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, რომელიც უზრულველყოფილია ტექნოლოგიური გადაწყვეტებით, რათა დაზღვეულმა, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაკარგოს და სწრაფად მიიღოს სერვისი თუ ანაზღაურება. ამასთან, დაზღვეულს ყოველთვის წინასწარ დ ზუსტად ეცოდინება დაზღვევის პირობები.
ვინ ისარგებლებს თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევით
ორგანიზაციებს შეუძლიათ დააზღვიონ თანამშრომლები გამარტივებული პროცესით, რისთვისაც შეიქმნება ვებ-პლათფორმა, რაც დაუზოგავს მათ ადმინისტრაციულ რესურსს და დროს.
სადაზღვევო ნაკრების მინიმალური საფასური 38 ლარია, თიბისი დაზღვევა მომხმარებელს სთავაზობს 5 ნაკრებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ლიმიტებით და დაფარვებით. "კარგი", "უკეთესი", "საუკეთესო", "საუცხოო" და "განსაკუთერებული" - არჩევანი მომხმარებელზეა, თუ რომელ ნაკრებს აიჩევს.
რა მომსახურებას შესთავაზებს თიბისი დაზღვევა დაზღვეულებს
- 24/7 ცხელი ხაზი ტელეფონის ნომერზე 2 41 11 11 ან ელექტრონულ ფოსტაზე infohealth@tbcinsurance.ge;
- სასწრაფოს გამოძახება;
- ოჯახის ექიმის/პედიატრის კონსულტაცია კლინიკაში ან სახლში გამოძახებით;
- პროფილაქტიკური კვლევები;
- გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორია;
- გადაუდებელი და გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება;
- საზღვარგარეთ მკურნალობა;
- მედიკამენტების ანაზღაურება;
- გადაუდებელი და გეგმიური სტომატოლოგია ;
- ორსულობა/მშობიარობის ანაზღაურება.
"ჩვენი პროდუქტი იქნება მცირე, საშუალო და დიდი კომპანიებისთვის გათვლილი. ჩვენ კარგად ვიცნობთ კომპანიებისა და დასაქმებულების სურვილებსა და ქცევას, ამიტომ მაქსიმალურად მოვარგეთ მათ საჭიროებებს ჩვენი პროდუქტი. ეს გულისხმობს იმას, რომ მათ სურთ სერვისი სიმარტივე და სისწრაფე. სწორედ ამიტომ შევქმენით ციფრული ვებპლატფორმა და აპლიკაცია, რაც ამარტივებს სერვისების მიღებას, თანხის ანაზღაურებას და თვითონ დაზღვევის მიღებასაც", - ამბობს ნინო გაჩეჩილაძე, სამედიცინო დაზღვევის დირექტორი.
ანაზღაურების პირობები
მომხმარებელს ანაზღაურების მიღება შეეძლება თიბისი დაზღვევის სერვის-ცენტრებსა და ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით.
სერვის-ცენტრებში ანაზღაურებისას:
500 ლარამდე თანხის ანაზღაურება მოხდება მყისიერად, ხოლო 500 ლარზე მეტი თანხა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში.
ონლაინ ანაზღაურებისას:
500 ლარამდე თანხის ანაზღაურება მოხდება 1 დღეში ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ხოლო 500 ლარზე მეტი თანხა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში.
ონლაინ ანაზღაურება ხელმისაწვდომი გახდება ივნისისდან ვებგვერდზე ხოლო თიბისი დაზღვევის სერვის-ცენტრის მისამართია ალ.ყაზბეგის #24ბ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები