სამი ცვლილება, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში შედის
ფოტო: Shutterstock
საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილება და დამტკიცდება მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემაში შესატანი ცვლილებები. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პროფესიული განვითარების მოქმედი სქემა 2019 წლის ბოლომდე შენარჩუნდება, თუმცა მასში ცვლილებები ეტაპობრივად შევა. მისივე განმარტებით, მთავრობა ცვლილებებს სამი მიმართულებით განახორციელებს.
პირველი ცვლილებით მასწავლებლების თვითშეფასების კითხვარი სავალდებულო აღარ იქნება.
"წესით, ამ თვითშეფასების კითხვარის მიზანი იყო ის, რომ მასწავლებელს თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები უნდა განესაზღვრა და თავისი საგაკვეთილო პროცესი დაეგეგმა. თვითშეფასების კითხვარს არავინ ამოწმებდა. ეს იყო მასწავლებლისთვის და სკოლისთვის, რომ პროგრესი ეჩვენებინა, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ რაღაც ეტაპზე ერთი წლის შემდეგ ეს კითხვარი ფორმალობა გახდა", — განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მეორე, რაც მოქმედ სქემაში შეიცვლება, არის ის, რომ მასწავლებელს მიღებული სტატუსი აღარ ჩამოერთმევა. მოქმედი სქემით, მასწავლებელმა სტატუსის შესანარჩუნებლად კრედიტების გარკვეული რაოდენობა უნდა დააგროვოს.
"როცა მასწავლებელი სტატუსს იღებს, ის ადასტურებს მეტ კომპეტენციას. როგორ შეიძლება კომპეტენცია გქონდეს და არ გქონდეს? ერთია გქონდეს კომპეტენცია და მეორეა, რას აკეთებ ამ კომპეტენციით", — განაცხადა ირინა აბულაძემ.
მესამე ცვლილებით კი პედაგოგებს პროფესიული განვითარების ტრენინგების მეშვეობით, არაუმეტეს 5 კრედიტის დაგროვების საშუალება ექნებათ. არსებული სქემით ეს შესაძლებლობა შეზღუდულია.
"ჩვენი მიზანი არის, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს ხელი შევუწყოთ რაც შეიძლება მრავალმხრივი გზებით გადავიდნენ შემდეგ სტატუსზე. გამოცდა არის ერთი და არა ერთადერთი. 5-კრედიტიანი შეზღუდვა არ არის რელევანტური. ეს შეზღუდვა მოიხსნება ახალი დადგენილებით", — განმარტა მინისტრის მოადგილემ.
მან ასევე თქვა, რომ 8 000 მასწავლებელი ზაფხულში უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბრიდან მათი დანამატიც 150 ლარით გაიზრდება.
მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემა 2015 წელს დამტკიცდა. სქემის მიხედვით, სკოლას სამი ტიპის მასწავლებელი ჰყავს:
უფრო — მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით განაწილებულია სქემაში უფროს მასწავლებლად ან მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
წამყვანი — მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით განაწილებულია სქემაში წამყვან მასწავლებლად ან მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
მენტორი — მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით მიენიჭება მენტორის სტატუსი.
ამავე თემაზე: კომპენსაცია წასვლის საპირწონედ — რას სთავაზობს სამინისტრო "ჩაჭრილ" პენსიონერ მასწავლებლებს
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები