სახლი, სადაც შექსპირმა "რომეო და ჯულიეტა" დაწერა
ახალი კვლევის შედეგად დადგინდა, სად ცხოვრობდა უილიამ შექსპირი მაშინ, როცა პიესა "რომეო და ჯულიეტა" დაწერა.
ფოტო: Tracy You / CNN
მკვლევარი ჯეფრი მარში ათწლეულის განმავლობაში უამრავ ისტორიულ ოფიციალურ ჩანაწერს ზედმიწევნით იკვლევდა და ერთმანეთს უდარებდა. მისი მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ სად ცხოვრობდა შექსპირი 1590-იან წლებში.
2008 წელს დედოფალ ელისაბედ I-ის ხანის თეატრი, The Theatre, აღმოსავლეთ ლონდონში, შორდიჩის ოლქში აღმოაჩინეს. აქ შექსპირი თეატრ გლობუსში მუშაობის დაწყებამდე მოღვაწეობდა. მარშს ზუსტად ის აინტერესებდა, თუ სად ცხოვრობდა დრამატურგი იმ პერიოდში, როცა მისი პიესები The Theatre-ში იდგმებოდა. ისტორიკოსის ძიებაც სწორედ აქედან დაიწყო.
აქამდე უკვე ცნობილი იყო, რომ შექსპირი ცენტრალურ ლონდონში, ლივერპულის ქუჩის სადგურის მიდამოებში, იმდროინდელ სეინტ ჰელენსის საგრაფოში ცხოვრობდა; ის 1597-1598 წლებში ამ დასახლების გადასახადების გადამხდელთა სიაში იყო მოხსენიებული. თუმცა, მისი ზუსტი საცხოვრებელი ადგილი აქამდე არავინ იცოდა.
1598 წლის სეინტ ჰელენსის საგრაფოს გადასახადების გადამხდელთა სიის ორიგინალი დოკუმენტი. უილიამ შექსპირის ხელმოწერა სიაში ბოლოა.
ფოტო: National Archives
მარშმა დაადგინა, რომ შექსპირი სახლს ქირაობდა შენობაში, რომელიც სეინტ ჰელენსის ეკლესიის ეზოს გადაჰყურებდა და ტყავით მოვაჭრეების კომპანიას ეკუთვნოდა.
მკვლევარისთვის გაკრული ხელით დაწერილი ისტორიული დოკუმენტების გარჩევა ერთგვარი გამოწვევა იყო. მიუხედავად ამისა, მარშმა მოახერხა, გაეანალიზებინა ეს "უჩვეულოდ კარგად" შემონახული ჩანაწერები, რომლებიც 1550-იანი წლებიდან მოყოლებული რამდენიმე ათწლეულის მონაცემებს იტევდა.
"ადგილი, სადაც შექსპირი ლონდონში სახლობდა, მეტად სიღრმისეულ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი შემოქმედებისა და ცხოვრების შთაგონების წყარო", – ამბობს მარში, რომელიც ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში თეატრისა და სპექტაკლების დეპარტმანეტის ხელმძღვანელიცაა, - "სტრატფორდიდან ლონდონში გადასახლების შემდეგ შექსპირი რამდენიმე წლის განმავლობაში ქალაქის ყველაზე მდიდრულ დასახლებაში ცხოვრობდა. ის გავლენიანი საზოგადო მოღვაწეების, მდიდარი საერთაშორისო ვაჭრების, წარმატებული ექიმებისა და პროფესიონალი მუსიკოსების გარემოცვაში აღმოჩნდა".
ისტორიკოსმა ჯეფრი მარშმა არქივში არსებული 1550-იანი წლებით დათარიღებული დოკუმენტები გამოიკვლია.
ფოტო: Paul Harries
ისტორიკოსის აზრით, ლონდონში დასახლება "შექსპირის გავლენას გააძლიერებდა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარებოდა. სწორედ ამ პერიოდში მან საგვარეულო გერბი მიიღო და სტრატფორდში მდიდრული სახლის შეძენასაც გეგმავდა".
ისტორიკოსი ჯეფრი მარშის აზრით, ეს უილიამ შექსპირის პორტრეტი გახლავთ. ამ ვარაუდმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ როგორ მნიშვნელოვან ლიტერატურულ ფიგურად რჩება დრამატურგი.
ფოტო: Peter Macdiarmid / Gett
ეს შექსპირის ყველაზე ცნობილი პორტრეტია, რომელიც 1623 წელს მისი ნაწარმოებების პირველ სრულ კრებულში, პირველ ფოლიოში გამოქვეყნდა.
ფოტო: Getty
გლობუსის თეატრის თანამედროვე რეკონსტრუქცია ორიგინალი თეატრის ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, 1997 წელს გაიხსნა. ის მაქსიმალურადაა მიახლოებული კონსტრუქციის თავდაპირველ სახესთან. ყოველწლიურად გლობუსის სცენაზე შექსპირის უამრავი პიესა იდგმება.
ფოტო: Oli Scarff / Getty
შექსპირთან დაკავშირებული არტეფაქტები ძალიან იშვიათი და ღირებულია. ამ სურათში ფრანგი ბიბლიოთეკარი რემი კორდონიე შექსპირის ძვირფას წიგნს პირველ ფოლიოს გვიჩვენებს. ესაა დრამატურგის რამდენიმე პიესის კრებული. პიესები 1623 წლიდან თარიღდებიან. როგორც ცნობილია, მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ბიბლიოთეკის და კერძო პირის საკუთრებაში ამ წიგნის დაახლოებით 230 ასლი მოიპოვება.
ფოტო: Deni Charlet / AFP / Getty
შექსპირი ცენტრალურ ინგლისში მდებარე პატარა ქალაქში, ეივონის სტრატფორდში დაიბადა და გაიზარდა. დრამატურგის მშობლიური სახლი უამრავი მნახველის ყურადღებას იპყრობს, რის გამოც ქალაქში ტურიზმი დღემდე ჰყვავის. ყოველწლიურად, აპრილში შექსპირის დაბადების დღე აღლუმებითა და სხვა ღონისძიებებით აღინიშნება.
ფოტო: John James Photography
შექსპირის ეს ბიუსტი გარიკ ინის პაბში, ეივონის სტრატფორდში დგას. შენობა მეთხუთმეტე საუკუნით თარიღდება და ბევრის აზრით ის ქალაქში უძველესი პაბია.
ფოტო: Tracy You / CNN
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები