Menu.ge-ის მეშვეობით საჭმლის შეკვეთა 450-ზე მეტი რესტორნიდან შეგიძლიათ
Menu.ge-ს მეშვეობით რამდენიმე წუთში სახლიდან თუ სამსახურიდან გაუსვლელად 450-ზე მეტი რესტორნიდან შეგიძლიათ შეუკვეთოთ. მეტიც, საკვებისა და სასმელის გარდა, დღეს საიტის მეშვეობით უკვე ყვავილების, საჩუქრების, ტკბილეულის, ფეიერვერკების და ათასი სხვადასხვა რამის შეკვეთაა შესაძლებელი. მათ შორის, თუნდაც ცხოველების საჭმელის.
მე-5 წელია, ეს სერვისი ბევრი მომხმარებლისთვის ნაცნობია, თუმცა კომპანიის ისტორია ძალიან ცოტამ თუ იცის. კომპანიის წარსულსა, აწმყოსა და მომავალზე, დირექტორმა, თამარ არევაძემ ისაუბრა.
როდესაც Menu.ge ბაზარზე გამოჩნდა, თქვენს სფეროში ფაქტობრივად, პიონერები იყავით, რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ?
Menu.ge საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ამ პერიოდში მსგავსი ონლაინ-სერვისები საქართველოში ჯერ კიდევ წარმოუდგენელი იყო.
იყო დრო, როცა დღეში 100 და 200 შეკვეთა უზარმაზარი მაჩვენებლად ითვლებოდა. იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დღემდე აქტუალურია. ეს თავისთავად, აპლიკაციების მიმართ და ვებ-გვერდების მიმართ საკმაოდ დაბალი ნდობაა.
დღეს რომ ყოველი მეორე რაიმეს ინტერნეტით იწერს, 5 წლის წინ ეს ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო, რადგან ადამიანები ინტერნეტის მეშვეობით რაიმეს შეძენის მიმართ ნდობას არ იჩენდნენ. ასევე, სირთულეს ქმნის სტერეოტიპი, რომ სახლში საჭმლის სახლში მომზადება, იაფი და უფრო ეფექტურია. ეს სტერეოტიპი დღემდე ბოლომდე ვერ დავძლიეთ, თუმცა მაინც ძალიან დიდი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. მოკლედ, Menu.ge ხუთი წლის წინ რამდენიმე თანამშრომლითა და ათეულობით შეკვეთით დაწყებული ბიზნესი იყო, რომელმაც გაამართლა.
როგორ შეძლო კომპანიამ ასეთი პოპულარობის მოპოვება და განვითარება?
პოპულარობის მოპოვება სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმამ განაპირობა. უფრო კონკრეტულად კი, სწორმა მარკეტინგმა.
ჩვენ დავნერგეთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე - უფასო მიტანა 3 კილომეტრის რადიუსში. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მომხმარებელმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს და მიტანის სერვისი გახდეს უფრო ხელმისაწვდომი!
ვცდილობდით, მოსახლეობისთვის გვეჩვენებინა, რომ სინამდვილეში, საკვების მიტანით, არამარტო დრო, არამედ ფულიც იზოგება. ამისათვის ჩავუშვით გადაცემა იუთუბზე – ზურიკოა მოსული. ასევე, ადამიანებს ვარწმუნებდით, რომ კურიერად მუშაობა სირცხვილი არ არის. თავდაპირველად, ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო. ამ პრობლემის დასაძლევად, შევქმენით პორტალი dasaqmdi.aq და ამ თემატიკაზე ვიდეო კონტენტიც გავაკეთეთ. ამ ნაბიჯებმა შესაბამისი შედეგები მოიტანა, რის შემდეგაც მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი — ფუდ პანდას შეძენა და ბაზარზე სრული ლიდერობის მოპოვება.
რამდენად მოთხოვნადია ჩვენს ქვეყანაში საკვების გამოძახების სერვისი და რა წვლილი შეიტანა Menu.ge-მ ან სფეროს განვითარებაში?
დღეს, საკვების გამოძახება ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ლომის წილი ამ მიმართულებით ჩვენ კომპანიას ეკუთვნის. ამჟამად უამრავი კონკურენტი გვყავს, თუმცა ბაზარი ამ კონკურენტებისთვის ზუსტადაც, რომ ჩვენ შევქმენით.
რა თქმა უნდა, არავინ დავობს, რომ თითოეული კომპანიის მეშვეობით ბაზარს ახალი კომპანიები ემატება, თუმცა, პირველი ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის ყველაზე რთულია. ზუსტად ეს გააკეთა Menu.ge-მ.
რა არის თქვენი მომსახურების ხარისხის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი?
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Menu.ge ერთი ოჯახივითაა. ყველა გამოწვევა და პრობლემა თითოეულ თანამშრომელს ეხება და მათ გადაჭრაში ყველა ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალურად გულისყურით მივუდგეთ. ამის გამო, ყველა პრობლემის გადაჭრა ხდება მისი ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. მაშინაც კი, როცა ვხედავთ, რომ პრობლემა არც ჩვენგან და არც რესტორნისგან არ არის გამოწვეული, სრულ პასუხისმგებლობას მაინც ჩვენს თავზე ვიღებთ. ასევე ისიც, რომ ძალიან კვალიფიციური გუნდი დგას ამ საქმეების უკან.
განვითარდით და მომხმარებელს ხარისხიან მომსახურებას სთავაზობთ, თუმცა როგორ ახერხებთ აღნიშნული ხარისხის შენარჩუნებას?
ყოველდღიური განვითარება — ესაა ჩვენი დევიზი. ვიცით, რომ შეიძლება, რაღაცები მოკლე დროში შეიძლება, არ გამოგივიდეს, ან ძალიან ბევრი რამ გვქონდეს დასახვეწი, თუმცა ცდის გარეშე, არაფერი გამოდის. ხარისხის შენარჩუნება ხდება ყოველდღიურად აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორებითა და განვითარებისთვის მუშაობით.
ბაზარი დღითი დღე ვითარდება, 5 წლის წინ თუ მხოლოდ Menu.ge ოპერირებდა, ახლა არაერთი კომპანია გამოჩნდა. როგორ შეხვდით ამ გამოწვევას?
კონკურენცია წარმოუდგენლად მაღალია, თუმცა ჩვენთვის ეს ახალი შესაძლებლობა უფროა, ვიდრე წუხილი.
ამას აღვიქვამთ, როგორც ბაზრის ზრდას და გვიხარია, რომ ასეთი დიდი გზა გავკვალეთ. ჩვენ თანმიდევრულად ვვითარდებით და ჩვენს რიტმს მივყვებით. ყოველდღიურად ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს სიახლეები შევთავაზოთ.
ასეთი სიახლეებია, მაგალითად, უკვე ჩაშვებული დრონით მიტანის სერვისი, რომელიც სრულად ამოქმედდება მას შემდეგ, რაც საავიაციო სააგენტოსთან ყველაფერს შევათანხმებთ. ასევე, მენიუ ბოტი - ეს არის მესენჯერ ბოტი, რომლის მეშვეობითაც შეკვეთა ფეისბუქიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.
რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას?
წინ ბევრი სიახლეა. ივნისის შუა რიცხვებიდან ჩვენი აპლიკაცია სრულად განახლდება და აბსოლუტურად ავტონომიური და დამოუკიდებელი იქნება. ეს კიდევ უფრო შეამცირებს მიტანის დროს და გაზრდის ხარისხს. ვფიქრობთ, რომ ზაფხულის ბოლოდან სრულად დრონით მიტანის სერვისს ავამოქმედებთ და კიდევ უფრო შევამცირებთ ჩვენი მომხმარებლების ხარჯებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში


კომენტარები