ვარჯიშის შედეგები 10 წლის შემდეგაც განაგრძობს მოქმედებას
ფოტო: Getty
ახლახანს ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, ვარჯიშები, რომლებიც წლების წინ შევასრულეთ, შეიძლება, ახლაც დადებითად მოქმედებდეს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამ დასკვნის გამოტანა იმ ადამიანთა ახლანდელ ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე დაკვირების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომლებმაც ფიზიკური ვარჯიშის ექსპერიმენტში ათი წლის წინ მიიღეს მონაწილეობა.
შედეგები გვიჩვენებს, რომ ვარჯიშისგან მიღებული სარგებელი იმაზე დიდხანს ძლებს, ვიდრე აქამდე გვეგონა. ეს სარგებელი იმ შემთხვევაშიც კი განაგრძობს მოქმედებას, თუ ადამიანი ადრინდელი ინტენსივობით აღარ ვარჯიშობს. მაგრამ შედეგები იმაზეც შეიძლება იყოს დამოკიდებული, თუ რა სახისა და რაოდენობის იყო ფიზიკური დატვირთვა.
მედიცინაში ექსპერიმენტების შედეგად გამოყოლილი ჯანმრთელობაზე მოქმედი იმგვარი გავლენები, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგაც განაგრძობენ მოქმედებას, მემკვიდრეობით ეფექტად მოიხსენიება და გავრცელებული და მისასალმებელი ფენომენია. მაგალითისთვის, დიაბეტის კვლევაში მონაწილე პაციენტებს, რომელთა სისხლში შაქრის დონე მკაცრი დიეტის, მედიკამენტებისა და სხვა მეთოდების გამოყენებით კონტროლდებოდა, წლების შემდეგაც კი უფრო ჯანმრთელი გული ჰქონდათ, ვიდრე იმ პაციენტებს, რომლებსაც კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ. თუმცა, ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, მონაწილეების სისხლში შაქრის დონემ მაინც მოიმატა.
ფოტო: Praetorianphoto / Getty
მაგრამ თუ ვარჯიშზე ჩატარებული კვლევებიც მსგავსი მემკვიდროებითი ეფექტის მომცემი შეიძლებოდა ყოფილიყო, აქამდე არავინ იცოდა. ის, რომ დროთა განმავლობაში ვარჯიშის სიხშირის შემცირებასთან ან მის შეწყვეტასთან ერთად ფიზიკურ ფორმასა და ჯანმრთელობაზე მის დადებით გავლენას ვკარგავთ, ჩვენ არც ისე სასიამოვნო პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიცით. მაგრამ ყველა ეს დადებითი შედეგი სრულად ქრება, თუ შეიძლება, ვარჯიშის კურსმა ისეთი რამ შეცვალოს ჩვენში, რისი ეფექტიც დიდხანს გასტანს?
დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს, კითხვაზე პასუხი ექსპერიმენტის სახით გაეცათ. ამ კვლევაზე მომუშავეთა უმეტესობა ათი წლით ადრე ჩატარებულ Strride-ის სახელწოდებით ცნობილ ფართომასშტაბიან ვარჯიშის ექსპერიმენტზე მუშაობდა. ექსპერიმენტი სპეციალურად შემუშავებული სავარჯიშოების მეშვეობით ჯანმრთელობისათვის სარისკო ფაქტორების შემცირებას ისახავდა მიზნად.
1998-2003 წლებში ჩატარებულ ამ კვლევაში 40-დან 60 წლამდე ასაკის, ცხოვრების არააქტიური წესის მიმდევარი ასობით ჭარბწონიანი ადამიანი მონაწილეობდა. საკონტროლო ჯგუფის წევრებს ცხოვრების წესი არ შეუცვლიათ, დანარჩენებმა კი ვარჯიში დაიწყეს. მათი ვარჯიში ან სიარულის მსგავსი, ზომიერი დატვირთვის იყო ან - სირბილის მსგავსი, შედარებით ინტენსიური. თითოეული სესია იქამდე გრძელდებოდა, სანამ მონაწილე რამდენიმე ასეულ კალორიას არ დაწვავდა. ცდისპირები რვა თვის განმავლობაში კვირაში სამჯერ ვარჯიშობდნენ. მეცნიერები კი ამ დროს აკვირდებოდნენ, რამდენად იცვლებოდა მათი აერობული შესაძლებლობა, სისხლის წნევა, ინსულინსადმი მგრძნობელობა და წელის გარშემოწერილობა.
ზოგადი დაკვირვებით, საკონტროლო ჯგუფისგან განსხვავებით, მოვარჯიშე ადამიანებში ჯანმრთელობის ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მახასიათებელი გაუმჯობესდა.
ამ შედეგების მიღების მერე მეცნიერებმა მონაწილეებთან მუშაობა დაასრულეს. თუმცა, დაახლოებით ათი წლის შემდეგ ისინი კვლავ დაუკავშირდნენ ცდისპერებს და მათ, ვინც კვლავ ახლო-მახლო ცხოვრობდა, განმეორებით კვლევაში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს. ორივე, მოვარჯიშე და არამოვარჯიშე ჯგუფიდან შემოთავაზებას ასზე მეტი ადამიანი დასთანხმდა. ეს ქალები და კაცები ლაბორატორიაში თავიანთი ფიზიკური მხნეობისა და მეტაბოლური ჯანმრთელობის შემმოწმებელი ტესტების ჩასატარებლად დაბრუნდნენ. ასევე, მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი, სადაც მიუთითეს თავიანთი ამჟამინდელი სამედიცინო მდგომარეობა, წამლები, რომლებსაც იღებდნენ და ის, თუ კვირის განმავლობაში რამდენად ხშირად ვარჯიშობდნენ.
ფიზიკური სიკაჟისთვის გრძელვადიანი ეფექტების მისაღებად ბევრი ოფლის დაღვრა და დაძაბული ვარჯიშია საჭირო, მაგრამ მეტაბოლური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, სავარაუდოდ, სიარულიც საკმარისია.
მკვლევარებმა შედეგების შედარებისას მნიშვნელოვანი განსხვავებები აღმოაჩინეს.
საკონტროლო ჯგუფის წევრ ქალებსა და კაცებს, რომლებიც ათი წლის წინ არ ვარჯიშობდნენ, ახლა წელის უფრო დიდი გარშემოწერილობა ჰქონდათ. მოვარჯიშეებში კი შუა ხნის ასაკისთვის დამახასიათებელი ქონის მატება ნაკლებად აღინიშნა და გარშემოწერილობა, ფაქტობრივად, ათი წლის წინ ჩაწერილი მონაცემების თანაფარდი აღმოჩდნა.
საკონტროლო ჯგუფის წევრებს აერობული შესაძლებლობაც გაუარესებოდათ, რაც მათი ასაკისთვის შესაფერისი მაჩვენებლი გახლავთ: მათმა უმეტესობამ აერობული შესაძლებლობის ათი პროცენტი დაკარგა, რაც 40 წლის შემდეგ ბუნებრივი მოვლენაა, რადგან, ჩვეულებრივ, ამ ასაკს მიღწეული ადამიანი ყოველწლიურად მის ერთ პროცენტს კარგავს.
მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებიც Strride-ის ექსპერიმენტის ფარგლებში რვა თვის განმავლობაში გაძლიერებულ რეჟიმში ვარჯიშობდნენ, სპორტული ფორმა უკეთ შეინარჩუნეს. მათი აერობული დატვირთვის შესაძლებლობები ათი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, საშუალოდ, ხუთი პროცენტით დაეცა. ის მონაწილეები კი, რომლებიც ექპსერიმენტის დარსულების მერე კვირაში ოთხჯერ მაინც ვარჯიშობდნენ, ათი წლის წინანდელზე ბევრად უკეთეს ფორმაში აღმოჩნდნენ.
საინტერესოა, რომ ექსპერიმენტში მონაწილე იმ მოხალისეებს, რომლებიც მხოლოდ დადიოდნენ, ანუ მათი ფიზიკური დატვირთვა ზომიერი იყო, არ აღენიშნათ ისეთივე ხანგრძლივი, გაუმჯობესებული ფიზიკური შედეგები, როგორიც - ძლიერად დატვირთულ მოვარჯიშეებს. საკონტროლო ჯგუფის წევრების მსგავსად, მათი უმეტესობის აერობული დატვირთვის შესაძლებლობებიც ათი პროცენტით დაეცა.
მეორე მხრივ, ინტენსიურად მოვარჯიშეებისგან განსხვავებით, მათ განსაკუთრებით მაღალი შედეგი აჩვენეს მეტაბოლური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. ათი წლის წინ მოსიარულეებს, მათ შორის მათაც კი, რომლებიც ახლა ნაკლებად იტვირთავდნენ თავს, დღესაც კი სისხლის უფრო სტაბილური წნევა და ინსულინისადმი მგრძნობელობა ჰქონდათ, ვიდრე - მორბენალებს. მათ, ასევე, მეტად ჯანსაღი მეტაბოლური სისტემა აღენიშნათ, ვიდრე იმ ქალებსა და კაცებს, რომლებიც წლების წინ მეტი დატვირთვით ვარჯიშობდნენ.
დღეში 30 წუთამდე სიარულიც კი დადებითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ფოტო: Shutterstock
მთლიანობაში, შედეგები გვიჩვნებს, რომ "ვარჯიში ძლიერ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, და მისი მოქმედების ეფექტები, შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს", - ამბობს უილიამ კრაუსი, დიუკის მედიცინისა და კარდიოლოგიის პროფესორი, რომელიც ამ კვლევას ედგა სათავეში.
მაგრამ ეს ეფექტები, შეიძლება, იმის მიხედვით განსხვავდებოდეს, თუ რა დატვირთვით ვარჯიშობს ადამიანი. ფიზიკური სიკაჟისთვის გრძელვადიანი ეფექტების მისაღებად ბევრი ოფლის დაღვრა და დაძაბული ვარჯიში იქნება საჭირო, მაგრამ მეტაბოლური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, სავარაუდოდ, სიარულიც საკმარისი იქნება.
რა თქმა უნდა, ეს კვლევა არ ხსნის, თუ კონკრეტულად როგორ ცვლის ვარჯიში ჩვენს სხეულს ისე, რომ ხანგრძლივი ეფექტი მიიღწეს. ჩვენ, შეიძლება, გარკვეულწილად, ფიზიოლოგიურ მარაგს წარმოვქმნით, ვარაუდობს დოქტორი კრაუსი. იმის მიუხედავადაც კი, რომ წლების შემდეგ ვარჯიშის ინტენსივობის შემცირებასთან ერთად, მისი შედეგების მოქმედებაც შემცირდება, მაინც უკეთეს ფორმაში ვიქნებით, ვიდრე იმ შემთხვევაში, საერთოდ რომ არ გვევარჯიშა. ვარჯიში, ასევე, გრძელვადიან შედეგებს შეიძლება ტოვებდეს იმ გენებსა და უჯრედებზე, რომლებიც ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი, აღნიშანვს დოქტორი კრაუსი.
ის და მისი კოლეგები იმედოვნებენ, რომ ამ საკითხს მომდევნო კვლევებში უკეთ შეისწავლიან. ეს ადამიანებს იმის გააზრებაში დაეხმარება, რომ მათ მიერ წარსულში შესრულებული ვარჯიშები მომავალშიც კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათი სხეულების ფორმასა და სიჯანსაღეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები