არჩევნების ჩაშლის მიზნით ოპოზიცია 3000 აგრესიული პირის ჩანერგვას გეგმავს — ქართული ოცნება
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
ქართული ოცნების ზუგდიდის ოფისში შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ქართული ოცნების კანდიდატმა, გიორგი (გეგა) შენგელიამ, მშვიდი, ევროპული ტიპის კამპანია აწარმოა.
"ჩვენ მაქსიმალურად ვიყავით ორიენტირებული მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციაზე, გავეცანით ზუგდიდელების წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათთან ერთად ვიმსჯელეთ პრობლემების გადაჭრის გზებსა და ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე", — განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან მუდმივად ჰქონდა ადგილი სიტუაციის ესკალაციის, დაპირისპირების, ურთიერთშეურაცხყოფის რეჟიმში გადატანის მცდელობას.
"გიორგი შენგელიას წითელი ხაზები არასდროს გადაუკვეთია და არ გასცდენია პოლიტიკური, თუ ადამიანური ეთიკის ჩარჩოებს, რაც მის ღირსებაზე მეტყველებს", — განაცხადა მან.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დღეისათვის, მათ ხელთ არსებული ყველა კვლევით, ქართული ოცნების კანდიდატი დიდი უპირატესობით იმარჯვებს. მისი ინფორმაციით, ანალოგიური სურათია ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩატარებულ კვლევაშიც.
"ვინაიდან ნაციონალურმა მოძრაობამ ზუსტად იცის, რომ ზუგდიდში არჩევნებს აგებს, მათი ერთადერთი მიზანი ამ ეტაპისთვის არის არჩევნების ჩაშლა. ამას ცდილობენ ვითარების ხელოვნურად დაძაბვით და ტემპერატურის მაქსიმალურად აწევით. სწორედ ამიტომ, მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის ყველა ქმედება დესტრუქციისა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული", — განაცხადა ჩიქოვანმა.
ის აცხადებს, რომ არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის ქმედებები განსაკუთრებით გამძაფრდა: "სრულიად აბსურდული მიზეზებით, ისინი თავს ესხმოდნენ, აქციებს უწყობდნენ საოლქო კომისიას და იქ მომუშავე ადამიანებს ნორმალურად მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ".
"ჩვენი ინფორმაციით, არჩევნების ჩაშლისა და არეულობის მოწყობის მიზნით, მათ ცნობილ ზონდერ-ლიდერებს სრული მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ზუგდიდში, ასობით ზონდერ-აქტივისტი ჩაჰყავთ", — გაიმეორა ჩიქოვანმა რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია.
მისი თქმით, ქართულ ოცნებას აქვს ინფორმაცია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია სხვადასხვა საფარქვეშ, დამკვირვებლის სტატუსით, საარჩევნო უბნებზე "3000 აგრესიული პირის ჩანერგვას გეგმავენ, რომელთა რეალური დავალება არა საარჩევნო პროცესზე დაკვირვება, არამედ მისი ჩაშლაა".
"სამეგრელოში მცხოვრებ ადამიანებს, ისევე, როგორც სრულიად საქართველოს კარგად ახსოვს, რომ წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის მმართველობის სტილი არეულობაზე, საზოგადოების გახლეჩვის მუდმივი მცდელობაზე და საკუთარ ხალხზე ძალადობაზე გადიოდა. დღეისთვის კი, როდესაც სხვა რესურსზე ხელი აღარ მიუწვდებათ, არეულობის და დაპირისპირების შესაქმნელად ყალბი ინფორმაციის გავრცელებას და პროვოკაციების მოწყობას ეყრდნობიან", — აცხადებს ჩიქოვანი.
მან მოუწოდა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს, რადგანაც "ოპონენტები, ყველაფრის ფასად, მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ ზუგდიდი დაძაბულობის ცენტრად აქციონ".
მან მიმართა ქართული ოცნების აქტივისტებს და განაცხადა, რომ "სიები, რომელსაც ცესკო ყველა პარტიას ურიგებს, პირად ინფორმაციას არ შეიცავს და მისი გამოყენება სრულიად კანონიერია".
"არავის დაუჯეროთ, ვინც ეცდება რომ საწინააღმდეგო დაგიმტკიცოთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და მშვიდად განაგრძეთ საქმიანობა", — განაცხადა ჩიქოვანმა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები