ჟიჟეკი: GOT-მა რევოლუციისა და პოლიტიკურად აქტიური ქალების შიშზე ითამაშა
სამართალი აღსრულდა, თუმცა როგორი სამართალი?
ფოტო: Helen Sloan / HBO
Game of Thrones-ის ბოლო სეზონმა საზოგადოების ერთსულოვანი კრიტიკა დაიმსახურა, რაც სერიალის შეცვლის პეტიციით დაგვირგვინდა (მას ხელს მილიონზე მეტი გაცოფებული მაყურებელი აწერს). საზოგადოებრივი განხილვის ასეთი სიმძაფრე თავისთავად ამტკიცებს, რომ იდეოლოგიურად, სასწორზე ბევრი რამ დევს.
უკმაყოფილება რამდენიმე კომპონენტმა გამოიწვია: ცუდი სცენარი (იმისთვის, რომ სერიალი სწრაფად დასრულებულიყო, ნარატივის კომპლექსურობამ უკანა პლანზე გადაინაცვლა), ცუდი ფსიქოლოგია (დეინერისის გადაქცევა “შეშლილ დედოფლად” მისი პერსონაჟის განვითარებით არ იყო გამართლებული), და ასე შემდეგ.
ამ განხილვებში ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური ხმა მწერალ სტივენ კინგს ეკუთვნოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკმაყოფილება ცუდმა დასასრულმა კი არა, თავად დასრულების ფაქტმა გამოიწვია. იმ ფონზე, რომ GOT თავისი არსით შესაძლოა მარადიულად გაგრძელებულიყო, თხრობის დასრულებაზე ფიქრიც კი აუტანლად იქცა.
მართალია, რომ კვანძის გახსნის მოახლოებასთან ერთად, სერიალის სიუჟეტი უცნაური ლოგიკით განვითარდა. ეს ლოგიკა იმდენად “ფსიქოლოგიას” არ ეწინააღმდეგებოდა, რამდენადაც წინასწარგანწყობას ნარატივის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ბოლო სეზონში ბრძოლისთვის მზადება, გლოვა და დესტრუქცია მნიშვნელობას იყო მოკლებული - რაც ბევრად უფრო რეალისტურია, ვიდრე ჩვეული გოთიკური მელოდრამატული სიუჟეტური ხაზები.
მერვე სეზონი ზედიზედ სამ ბრძოლას გვაჩვენებს: პირველი ადამიანებსა და “სხვებს” შორისაა, მეორე - ადამიანებსა და სხვა ადამიანებს შორის (დეინერისისა და სტარკების კოლაბორაცია ბოროტი ლანისტერების წინააღმდეგ), მესამე კი შიდა კონფლიქტია დეინერისსა და სტარკებს შორის.
ეს ბრძოლები ლოგიკურ გზას მიჰყვებიან გარე წინააღმდეგობიდან შიდა განხეთქილებამდე: მკვდრების არმიის დამარცხება, ლანისტერებისა და მეფის სავანის განადგურება და ბოლო დაპირისპირება სტარკებსა და დეინერისს შორის, სადაც ერთ მხარეს “ღირსება” (სტარკები) დგას, რომელიც ხალხს ცუდი ტირანისგან იცავს, დეინერისი კი ახალი ტიპის ძლიერი ლიდერად, ერთგვარ პროგრესულ ბონაპარტისტად გვევლინება, რომელიც ჩაგრულების სახელით საუბრობს.
არჩევანი ბოლო კონფლიქტის წინ ასეთია: ტირანიის წინააღმდეგ ამბოხი ძველი, შედარებით კეთილშობილი იერარქიული წყობის დაბრუნებით უნდა დასრულდეს, თუ რაიმე ახალი, რეალურად საჭირო წყობის ძებნაში უნდა გადაიზარდოს?
ფინალი რადიკალური ცვლილების მიმართ წინააღმდეგობას ანტიფემინისტური მოტივთან აერთიანებს: ვაგნერისთვის არაფერია იმაზე საზიზღარი, ვიდრე ქალი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ერევა და ძალაუფლების წყურვილით მოქმედებს. ამ მოტივის მიხედვით, კაცის ამბიციისგან განსხვავებით, ქალს ძალაუფლება ვიწრო-ოჯახური ინტერესებისთვის, ან უარესი, საკუთარი ახირებისთვის უნდა, რადგან ის პოლიტიკის უნივერსალურ განზომილებას ვერ აღიქვამს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, იგივე ქალურობა, რომელიც ოჯახურ წრეში მზრუნველობასა და სიყვარულს უზრუნველყოფს, საზოგადოებრივ მასშტაბზე გატანისას უკონტროლო ქცევას განაპირობებს. თუ გავიხსენებთ Game of Thrones-ის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ დიალოგს, დეინერისი ჯონს ეუბნება, რომ თუ მას არ შეუძლია დედოფალი უყვარდეს, მაშინ მისი უნდა ეშინოდეს - ეს სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ქალის სამარცხვინო, ვულგარული მოტივია, რომელიც ცოტაც და დესტრუქციული რისხვით დაატყდება ყველას თავს.
ახლა კი ყველაზე საინტერესო ნაწილი: რა შეგვიძლია ვთქვათ დეინერისის სისხლის წყურვილზე? შეიძლება ათასობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა უნივერსალური თავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯით გამართლდეს? ამ მომენტში უნდა გავიხსენოთ, რომ სცენარი ორი კაცის მიერაა დაწერილი.
დეინერისი, როგორც შეშლილი დედოფალი, კაცის ფანტაზიაა, რაც კრიტიკოსებმა აღნიშნეს კიდეც, როცა მისი ძალადობრივი ინსტინქტები ხელოვნურად მოეჩვენათ. დეინერისის გაცოფებული სახე, როცა ის დრაკონზე ზის და ხალხს წვავს, ძლიერი პოლიტიკოსი ქალების მიმართ პატრიარქალური იდეოლოგიის შიშს გამოხატავს.
წინა პლანზე მდგომი ქალების საბოლოო ბედისწერაც ამავე ნარატივში ჯდება. მიუხედავად იმისა, რომ “კარგმა” დეინერისმა გაიმარჯვა და “ცუდი” სერსეი გაანადგურა, ის ძალაუფლებამ მაინც გარყვნა. არია (რომელმაც მარტოდმარტომ მოკლა ღამის მეფე) ასევე გაუჩინარდა და დასავლეთის დასავლეთით გაემართა (ამერიკის აღმოსაჩენად?).
ერთადერთი ქალი, რომელიც სურათში რჩება, ჩრდილოეთის დამოუკიდებელი სამეფოს მმართველი სანსაა. ის იმ ტიპის ქალია, რომელიც თანამედროვე კაპიტალიზმს ძალიან უყვარს: სანსა ქალურ სინაზესა და თანაგრძნობას ინტრიგის საჭირო დოზასთან აზავებს და ძალაუფლების გადანაწილების ახალ სცენარში კარგად თავსდება. ქალების მარგინალიზაციას ფინალის ლიბერალურ-კონსერვატიულ გაკვეთილამდე მივყავართ: რევოლუციები ცუდად მთავრდება, მათ ახალი ტირანი მოჰყავთ ტახტზე.
ან როგორც ჯონი ეტყოდა დეინერისს:
“ადამიანებმა, რომლებიც გამოგყვნენ, იციან, რომ შენ რაღაც წარმოუდგენელი მოახდინე. ამის გამო მათ შეუძლიათ ისიც დაიჯერონ, რომ სხვა წარმოუდგენელი რამეებიც მოხდება: რომ შესაძლებელია ისეთი სამყაროს აშენება, რომელიც არსებული უბადრუკი სამყაროსგან განსხვავებული იქნება. თუ დრაკონებს სასახლეების დასადნობად და ქალაქების გადასაწვავად გამოიყენებ, ესე იგი, წინა მმართველებისგან არაფრით განსხვავდები”.
ჯონი სიყვარულის გამო კლავს (მან დაწყევლილი ქალი საკუთარი თავისგან უნდა იხსნას, როგორც კაცურ-შოვინისტური ფორმულა გვკარნახოსბ) სერიალის იმ ერთადერთ სოციალურ აგენტს რომელიც მართლაც იბრძოდა რაღაც ახლისთვის, ახალი სამყაროსთვის, რომელიც ძველ უსამართლობას წერტილს დაუსვამდა.
სამართალი აღსრულდა, თუმცა როგორი სამართალი? ახალი მეფე ბრანია: ხეიბარი, ყველაფრის მცოდნე და არაფრის მოსურნე ბრანი - იმ უსუსური სიბრძნის ილუსტრაცია, რომ საუკეთესო მმართველები ისინი არიან, ვისაც ძალაუფლება არ სურს. დამამცირებელი სიცილი, რომელიც ახალი ელიტის მიერ დემოკრატიული არჩევნების წინადადებას მოჰყვება, ყველაფერს უსიტყვოდ გვიხსნის.
შეუძლებელია, არ შევამჩნიოთ ისიც, რომ დეინერისის მიმართ ერთგულად განწყობილი ადამიანები მრავალფეროვანი ჯგუფიდან არიან - მისი მხედართმთავარი შავკანიანია - ახალი მმართველები კი თეთრი, ჩრდილოევროპული გარეგნობის ადამიანები არიან. რადიკალ დედოფალს მეტი თავისუფლება უნდოდა ყველასთვის, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა და რასისა, მისი გაქრობით კი ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები