მარიხუანაზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება და კიდევ 4 საქმე ვენეციის კომისიის გამოცემაში მოხვდა
ფოტო: საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებული 5 გადაწყვეტილება ვენეციის კომისიის პერიოდულ გამოცემაში მოხვდა. ამ გადაწყვეტილებებს შორისაა 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას პირადი მოხმარებისათვის იმ პირობებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი არ უქმნის საფრთხეს მესამე პირებს ან საჯარო ინტერესებს.
რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი
ამასთანავე, ვენეციის კომისია ყურადღებას უთმობს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის ორ გადაწყვეტილებას. პირველი გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლებას ანიჭებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას. მეორე გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ს გადახდისგან ათავისუფლებდა ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას, თუ ეს სამუშაო შესრულებული იყო საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით.
"საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ უთანასწორო მოპყრობას არ გააჩნია რაციონალური კავშირი დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან და წარმოადგენს დისკრიმინაციულ რეგულირებას", — ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლება მიწის ნაკვეთზე
ვენეციის კომისიის გამოცემაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებაზე, შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე უკვე ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უცხოელთა საკუთრების უფლების მოპოვების აკრძალვა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება
ვენეციის კომისიამ ასევე მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად იმსჯელა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლებაზე და ამ სფეროში სახელმწიფოს ვალდებულებებზე. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, მის ხელთ არსებული რესურსების გამოყენებით მაქსიმალურად აიცილოს თავიდან კულტურული მემკვიდრეობისათვის ზიანის მიყენება და დაიცვას იგი კერძო პირების მიერ დაზიანებისაგან.
საპროცესო კოდექსის ნორმის არაკონსტიტუციურობა
გამოცემაში განხილულია საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმა, რომლის თანახმადაც, ახალი მტკიცებულების გამოვლენის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ერთი მხრივ, იცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საბოლოობასა და შეუქცევად აღსრულებას, მეორე მხრივ, ადგენს პირის უფლებას, სათანადო საფუძვლების არსებობისას მოითხოვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები