როგორ აფასებენ დეპუტატები მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას
ფოტო: Volodymyr Petrov
უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის მადლობა გადაუხადა და ფეისბუქზე ვარშავა-კიევის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა. ის უკრაინაში, ხვალ 29 მაისს ჩავა. სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება მას საქართველოსთან კიდევ უფრო დააახლოვებს.
"მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია და დავეხმარები უკრაინელ ხალხს", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას არაერთგვაროვნად გამოეხმაურნენ პარლამენტის დეპუტატები. ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ზელენკსიმ სამართლიანობა აღადგინა, ქართული ოცნების დეპუტატებს კი მიაჩნიათ, რომ ახლა, ზელენსკისთან ურთიერთობაა პრიორიტეტი და არა მისი გადაწყვეტილებების მართებულობის შემოწმება.
ნაციონალური მოძრაობა
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია ფიქრობს, რომ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ საქართველოშიც აღდგება სამართლიანობა მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით.
"ყველგან, ყოველთვის, ყველა სახელმწიფოში, ყველა პერიოდში აღმდგარა სამართლიანობა. გახსოვთ, როგორ ჩამოერთვა სააკაშვილს მოქალაქეობა — ფიზიკური ძალადობით გააძევეს უკრაინიდან და დღეს დავინახეთ ის, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მას დაუბრუნა მოქალაქეობა", — განაცხადა ნიკა მელია.
ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პეტრო პოროშენკოს ბედს გაიზიარებს.
"ოთხჯერ უფრო მდიდარი პოროშენკო დაამარცხა ხალხმა უკრაინაში და ჯერ კიდევ შარშან, პოროშენკოს ეს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინა. ფაქტი არის სახეზე, იგივე მოხდება საქართველოშიც", — თქვა მელიამ.
ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის თქმით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა არის დადებითი და სამართლიანი ნაბიჯი ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან.
გიორგი კანდელაკი
"ევროპული საქართველო არასდროს ჩარეულა უკრაინის შიდა პოლიტიკაში. მიგვაჩნია, რომ საქართველო და უკრაინა გამოდიოდნენ ერთობლივი ფრონტით საერთაშორისო ასპარეზზე დეოკუპაციისთვის, ნატო-ში და ევროკავშირში მალე გაწევრიანებისთვის. მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო უსამართლო და შესაბამისად, მოქალაქეობის აღდგენა არის სამართლიანი, დადებითი ნაბიჯი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის მხრიდან", — განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ქართული ოცნება
ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეობასთან კავშირი არ აქვს.
"საქართველოს მოქალაქეობა მისთვის არავის ჩამოურთმევია, მან თვითონ თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ, იმ თანამდებობის სანაცვლოდ, რაც შესთავაზეს", — განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, რამდენად ძვირი დაუჯდება უკრაინას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება, ამაზე შეფასებას ვერ გააკეთებს.
"უკრაინა ჩვენი მოკავშირე ქვეყანაა და ვლადიმერ ზელენსკისთან, მის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა არის გაცილებით უფრო პრიორიტეტული, ვიდრე მისი გადაწყვეტილებების შეფასება", — აღნიშნა ვოლსკიმ.
დამოუკიდებელი დეპუტატი
ქართული ოცნებიდან წასული და ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ასეთი ტიპის ნაბიჯს ექნება შესაბამისი პოლიტიკური ფასი, მათ შორის ზელენსკისთვისაც.
"მგონია, რომ უკრაინაშიც ოპონენტების მხრიდან არ იყოს ეს შეფასებული პოლიტიკურ ჭრილში საკმაოდ მწვავედ", — აცხადებს კობერიძე.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადგილი მოსახლეობის გონებაშიც და სამართლებრივადაც არის მკაფიოდ განსაზღვრული.
"შესაბამისად, ამ ადამიანს აქვს კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობები წაყენებული და თუკი ის საქართველოში მოხვდება, ის ქმედებები იქნება განხორციელებული, რაც არის სამართლებრივ ჩარჩოში", — აცხადებს ლევან კობერიძე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში




კომენტარები