მსურს, დაგვინახოთ — ლესბოსელი ქალის, ნინო ბოლქვაძის ღია წერილი ილია მეორეს
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
ლგბტ აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლოკოს-პატრიარს, ილია მეორეს ღია წერილით მიმართავს. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. ნინო საქართველოს ისტორიაში პირველი ღიად ლესბოსელი ქალია, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდა და საკრებულოს არჩევნებში იყარა კენჭი.
ნინო ბოლქვაძის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"1977 წელს დავიბადე. ბავშვობაში ვერის პარკში მდებარე ქართულ ეკლასიას მამასთან ერთად რომ ჩავივლიდი ხოლმე კარი მუდამ დაკეტილი იყო და ზედ დიდი ბოქლომი ეკიდა. შემდგომში კარიც გაიღო და ჩვენ, საბჭოთა კავშირში დაბადებულ ბავშვებს, მოგვეცა იქ შესვლის უფლება. მერე რა რომ ლესბოსელი ქალი ვარ, მეც ადამიანი ვარ, მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ, რომლისთვის ახლოა სარკმევლის სურნელიც, სხვა ადამიანების გვერდით ლოცვის მადლიც, საკუთარი ცოდვების დაძლევის საჭიროებაც და უსუსურობაც, რომელიც ადამიანად დაბადებას უკავშირდება.
მსურს, დაგვინახოთ. არაფერია ჩვენში განსაკუთრებულად საშიში. იგივე ხორცისგან შევდგებით და იგივე ვნებები გვაქვს რაც ნებისიერ სხვას. იგივენაირად გვტკივა და გვიხარია. იგივენაირად ვტირით და განვიცდით. იგივენაირად გვიყვარს ჩვენი ახლობლები და ვცდილობთ გვიყვარდეს მოყვასი მაშინაც როდესაც მას ვძულვართ.
ალბათ მკითხავთ, რა საჭიროა გარეთ გამოსვლა. მეტყვით რომ ჩვენი ცოდვის დემონასტრაციას ვახდენთ, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ვაგდებთ და საზოგადოებაში ვნებათაღელვას ვიწვევთ. გეტყვით რომ საქართველოში ლგბტ ჯგუფის მიმართ წლების მანძილზე არსებულმა რეპრესიებმა განაპირობა ჩვენდამი შიში, ზიზღი და აგრესია. 2 000 წლამდე ციხეში გვსვამდნენ. შემდეგ სენსაციასა და რეიტინგზე ორიენტირებული მედიები ჩვენ ეგზოტიკაციას და შედეგად მეტ მარგინალიზაციას იწვევდნენ.
შეუძლებელია ცხოვრება, როდესაც შენს ირგვლივ ადამიანებს ეზიზღები ან როდესაც შენი ეშინიათ. გვსურს, ჩვენმა დებმა და ძმებმა დაგვინახონ, რომ ჩვენ არც ურჩხულები ვართ და არც დემონები, მიხვდნენ რომ ჩვენ შორის მსგავსება გაცილებით მეტია ვიდრე სხვაობა. ვიზიარებთ სხვა საზოგადოებების გამოცდილებას და ვხედავთ, რომ მხოლოდ ამგვარად შეიძლება გაქრეს ჩვენ შორის უფსკრული, რომელიც არავის არაფერს არგებს.
გთხოვთ გაგვიგოთ და დაგვეხმაროთ ამ რთულ გზაზე".
31 მაისს თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ ღირსების მარშის ჩასატარებლად დახურული სივრცე შესთავაზა. ამ დახურულ სივრცეში კი საკლუბო სცენა ან სტადიონი მოიაზრებოდა. მათი თქმით, უსაფრთხოების ზომებსა და გეგმებზე საუბრის ნაცვლად შსს-ს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ პრაიდის კვირეულის ღონისძიებების დაცვა შეუძლებელი იქნება.
თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი დაიგეგმა. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება დაბოლოს ღირსების მარში გაიმართება.
გაიგეთ მეტი:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები