ხორავას საქმის გამყალბებელი პირების პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს — სერგი კაპანაძე კალანდიას დაკავებაზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროპული საქართველოს ლიდერმა და ხორავას ქუჩის საქმის დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე მიხეილ კალანდიას დაკავებას გამოეხმაურა და თქვა, რომ უნდა შესრულდეს მათი სხვა რეკომენდაციებიც:
"იმისათვის, რომ ამ საქმეში სამართალი ბოლომდე იყოს დაკმაყოფილებული მნიშვნელოვანია, დანარჩენი რეკომენდაციების შესრულებაც. მათ შორის, იმ ადამიანების პასუხისმგებლობაც, რომლებმაც ეს საქმე გააყალბეს. მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე დადგეს შედეგი. თუ დადგინდება მათი არამართლზომიერი ქმედებები, ისინიც უნდა მიეცნენ პასუხისმგებლობაში. საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა შარშან. ჩვენ გვახსოვს, რომ კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე მალევე გამოვეცით შუალედური რეკომენდაცია, რომ მას [მიხეილ კალანდიას] უნდა წაყენებოდა ბრალი".
ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ დღეს, 4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა.
უწყების განცხადებით, პირველი ინსტანციის განაჩენის შემდეგ მათ მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მკვლელობაში კალანდიას თანამონაწილეობის ეჭვს ამყარებდა.
3 მაისს სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული გ.ჯ დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში დაუდგენელ პირებთან ერთად. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი 2018 წლის პირველ დეკემბერს მოკლეს. გიორგი გახარიამ გამოძიების დაწყებიდან 4 დღის შემდეგ განაცხადა, რომ "დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დადგენილი და დაკავებულია".
შვილმოკლული მამა ზაზა სარალიძე ამტკიცებდა, რომ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეს შსს და პროკურატურა ხელს აფარებდა. ამ საქმეზე შექმნილი იყო პარლამენტის სპეციალური საგამოძიებო კომისია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძება გამოყოფილი საქმის ფარგლებში გააგრძელა.
გაიგე მეტი: 1 წელი ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან — მოკლედ
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები