სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული დევდარიანის სარჩელი საკონსტიტუციომ წარმოებაში არ მიიღო
ფოტო: კადრი ვიდეოდან / YouTube
სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებული ზვიად დევდარიანის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. დევდარიანი მოითხოვდა იმ ჩანაწერის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველის რეკომენდაცია და დასკვნა საბოლოოდ და მისი გასაჩივრება არ შეიძლება.
არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ყოფილი ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროების 10-მდე შემთხვევაში დაადანაშაულა. ბრალდებების შემდეგ სახალხო დამცველის აპარატმა მოკვლევა ჩაატარა და 5-დან 3 შემთხვევაში სექსუალური შევიწროვება დადასტურდა.
ზვიად დევდარიანი სარჩელში წერს, რომ სადავო ნორმა მას უკრძალავს ზემოაღნიშნული აქტის სასამართლოში გასაჩივრებას, რაც ეწინააღმდეგება სასამართლოსათვის მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას.
მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მიერ გამოცემულ რეკომენდაციას სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია, კანონმდებლობა ირიბად მიუთითებს მისი შესრულების აუცილებლობაზე.
"სახალხო დამცველის მიერ რეკომენდაციით დისკრიმინაციის მსხვერპლად მიჩნეულ პირს, სამოქალაქო დავის ფარგლებში, შეუძლია, აღნიშნული აქტის გამოყენება დისკრიმინაციის ჩამდენი პირის წინააღმდეგ, შესაბამისად, ამ კუთხით, რეკომენდაციას პირდაპირი სამართლებრივი ეფექტი გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის რეკომენდაციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა წარმოადგენს აუცილებელ ღონისძიებას მოსარჩელის უფლებების დასაცავად", — ნათქვამია სარჩელში.
დევდარიანი მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად დევდარიანის სარჩელი წარმოებაშ არ მიიღო. შესაბამისი განჩინება სასამართლომ 2019 წლის 28 მაისს გამოაქვეყნა.
"სასარჩელო მოთხოვნის ამ ფორმით დაყენება გამოწვეულია მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორი აღქმით. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს, შესაბამისად, №1378 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე", — ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ სამოტივაციო ნაწილში.
დევდარიანის საქმე
2018 წელს საქართველოში პირველად ქალები სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდნენ. ქალთა მოძრაობამ ომბუდსმენის მიერ წარდგენილი სამეურვეო საბჭოს კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროების 10-მდე შემთხვევაში დაადანაშაულა. ქალები ამტკიცებდნენ, რომ დევდარიანი სექსუალური ხასიათის წერილებს მათ ინტენსიურად წერდა.
დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა, თუმცა ბრალდებებზე საპასუხოდ თქვა, რომ სამართლებრივი გზებით დავისთვის მზად იყო. მოგვიანებით სახალხო დამცველმაც დაადასტურა, რომ ქალების მონაყოლი შეიცავდა სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს, ხოლო სამ შემთხვევაში სექსუალური შევიწროება დაადგინა. ზვიად დევდარიანმა პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართა, თუმცა საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები