მიქაუტაძის უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატად ყოფნა დაუშვებელია — ჯანეზაშვილი-დოლიძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე აცხადებენ, რომ გიორგი მიქაუტაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ყოფნა დაუშვებელია. მათ საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მიქაუტაძის მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობით ჩრდილი ადგება იმ პროცესს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა.
"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე არჩევის მთელი ეს პროცესი, უნიკალური შანსია სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობის განსამტკიცებლად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი და მისი საქმიანობა განაპირობებს საბოლოო შედეგებს, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, ასევე საბჭოში განხორციელებული საქმიანობა გარკვეული ინდიკატორი იქნება იმისა, თუ რამდენად სამართლიანად და კანონიერად წარიმართა კანდიდატების შერჩევის პროცესი", — ნათქვამია ჯანეზაშვილისა და დოლიძის განცხადებაში.
არამოსამართლე წევრებმა ყურადღება გაამახვილეს მათივე თქმით, დარღვევეზე, რომელიც გიორგი მიქაუტაძის კონკურსში მონაწილეობას უკავშირდება:
- მიქაუტაძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, კვლავ ინარჩუნებს იუსტიციის საბჭოს აპარატის მოქმედი ხელმძღვანელის სტატუსს;
მათივე ცნობით, 2019 წლის 7 ივნისს გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ იგი მონაწილეობას ვერ მიიღებდა უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის შესახებ საკითხების განხილვაში, რადგან თავად არის კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე, თუმცა იგი კვლავ რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად და კანონის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელიცაა.
დოლიძის და ჯანეზაშვილის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შესარჩევ კონკურსში აპარატი მნიშვნელოვან და კომპლექსურ საქმიანობას ახორციელებს. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სათანადო სტრუქტურული ერთეული ინფორმაციის მოძიებისას საფუძვლიანად სწავლობს კანდიდატების პროფესიულ რეპუტაციასა და საქმიანობას: ამოწმებს მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეს; უკავშირდება კანდიდატის რეკომენდატორებს; გამონაკლის შემთხვევებში დამატებითი შეკითხვებით მიმართავს ინფორმაციის მიმწოდებელს ან/და ინფორმაციის მისაღებად მის მიმწოდებელთან ჰქონდეს ზეპირი კომუნიკაცია.
"ვინაიდან დღეს კანდიდატებს შორის არის თავად გიორგი მიქაუტაძე, გამოდის რომ მისი ხელმძღვანელობით მოქმედი აპარატი ინფორმაციას მის შესახებაც აგროვებს. აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში გიორგი მიქაუტაძე უპირატეს მდგომარეობაშია. მის ხელშია მძლავრი ბერკეტი იმისა, რომ ინფორმაციის მოძიების პროცესი წარმართოს მისთვის სასარგებლოდ", — აცხადებენ იუსტიციის საბჭოს წევრები. .
არამოსამართლე წევრების დასკვნით, ერთი მხრივ, გიორგი მიქაუტაძე ფორმალურად ჩამოშორდა კანდიდატების შერჩევის პროცესს, თუმცა, მეორე მხრივ, ის ინარჩუნებს აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობას, და უძღვება აპარატის მუშაობას, რომელიც ახდენს თითოეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას, მაშინ როდესაც თავად მიქაუტაძე ერთ-ერთი კანდიდატია. იგი იმყოფება პრივილეგირებულ მდგომარეობაში, იმ თვალსაზრისითაც, რომ მისგან განსხვავებით, სხვა კანდიდატებს კონკურენტების შესახებ ცნობებზე ხელი არ მიუწვდებათ.
ჯანეზაშვილისა და დოლიძის განცხადებაში წერია, რომ გიორგი მიქაუტაძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ვალდებულია ხელი მოაწეროს კანდიდატთა პირველი კენჭისყრის შედეგების ოქმს
მათივე ინფორმაციით, კანონი არ ითვალისწინებს საბჭოს მდივნის სრულად ჩამოშორებას უზენაესი სასამართლოს შესარჩევი კონკურსიდან, რადგან მას ამ პროცესში, როგორც მდივანს, ექსკლუზიური ფუნქცია აკისრია. ასევე კანონით არ არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის უფლებამოსილების სხვა პირზე დაკისრების სტანდარტიც. ასეთი წესი გათვალისწინებულია მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით, რომლის თანახმადაც, მდივნის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მისივე დავალებით ასრულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
"გიორგი მიქაუტაძემ დღემდე ეს პროცედურაც კი არ დაიცვა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღემდე ასრულებს მდივნის მოვალეობებს. ეს ნიშნავს იმას, რომ გიორგი მიქაუტაძე, როგორც მოქმედი მდივანი, ვალდებულია ხელი მოაწეროს ოქმს, რომელიც მოკლე სიის შედგენას ეხება და ამავდროულად უარი უნდა თქვას კანდიდატობაზე", — ნათქვამია განცხადებაში.
ისინი მოუწოდებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანს დაიცვას მიუკერძოებლობის უმთავრესი პრინციპები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცესში და შეასრულოს მასზე დაკისრებული შესაბამისი ვალდებულებები, რასაც შედეგად მისი მხრიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარის თქმა უნდა მოჰყვეს.
უსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 144 მსურველიდან მხოლოდ 139 კანდიდატი დაარეგისტრირა, დანარჩენს კი უარი უთხრა. კანდიდატებს შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე თამარ ალანია.
უზენაესის მოსამართლეთა კონკურსი
2018 წელს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ სიაში მოსამართლეობის 10 კანდიდატი იყო, მათ შორის, საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე თამარ ალანია. ამჟამინდელ კონკურსში გვრიტიშვილი და ჩინჩალაძე მონაწილეობას აღარ იღებენ. გიორგი მიქაუტაძე კი რამდენიმე დღის წინ საქალაქო სასამართლოში უვადოდ გაამწესეს.
2018 წლის დეკემბერში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციან სიას პოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ისე ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში. კრიტიკა ორ ძირითად საკითხს ეხებოდა:
- კრიტერიუმებისა და პროცედურების გარეშე შერჩეული 10 კანდიდატი;
- ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის გაძლიერების საფრთხე.
უმრავლესობის დეპუტატებმა, მათ შორის ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ, პროტესტის ნიშნად ქართული ოცნებაც დატოვეს. ეკა ბესელია აცხადებდა, რომ 10-კაციანი სიის დამტკიცებას ქართული ოცნება და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ლობირებდა.
იუსტიციის საბჭომ სია პარლამენტიდან გამოითხოვა. ქართულმა ოცნებამ კი უზენაესის მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის პროცედურების კანონპროექტზე დაიწყო მუშაობა. კანონი პარლამენტმა პირველ მაისს დაამტკიცა. სწორედ, აღნიშნულ კრიტერიუმებისა და პროცედურების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს იუსტიციის სამინისტრომ მოსამართლეობის კანდიდატები და შემდგომ, პარლამენტს წარუდგინოს.
ქართული ოცნების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს პარტიიდან წასულმა დეპუტატებმა და საპარლამენტო ოპოზიციამ. ისინი კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას მოითხოვდნენ. მათი პოზიციით, ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ე.წ. კლანს საშუალება მისცა "უზენაეს სასამართლოშიც გაძლიერებულიყო".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები