Eventikz.com — ონლაინ ბილეთების ახალი პლატფორმა, რომელიც შეცვლის შენს გამოცდილებას
ფოტო: Shutterstock
წარმოიდგინე, რომ ტელეფონზე მესიჯი მოგივიდა, რომელშიც წერია, რომ ხელფასი დაგერიცხა. შენ იწყებ ფიქრს, როგორ დაგეგმო კვირა, სად გაერთო და დრო მხიარულად გაატარო, რათა მთელი თვის განმავლობაში დაგროვებული სტრესი და გადაღლილობა უკან მოიტოვო.
გადაწყვიტე დასვენების დღეებში ბათუმში გაემგზავრო, ზღვაში იბანავო, მიირთვა აჭარული ხაჭაპური და განიტვირთო, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი, პედრო ალმადოვარის ან რომელიმე სხვა რეჟისორის ახალ ფილმზე წახვიდე თბილისის რომელიმე კინოთეატრში. კინოს ნახვის შემდეგ კი, მეგობრებთან ერთად გინდა რამე კარგ ღონისძიებას დაესწრო, რათა სრულიად ახალი ენერგიით შეუდგე საქმიანობას. ერთი კვირისთვის აქტიური და სასიამოვნო გეგმაა, არა? - ჩვენც ასე ვფიქრობთ.
მოდით დავფიქრდეთ, რა არის ამისთვის საჭირო? - პირველ რიგში, უნდა იყიდო ბათუმში მიმავალი მატარებლის ბილეთი, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი კინოთეატრისა და ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები. ეს ხომ ასეთი მარტივია? - თანაც, დღეს უკვე აღარ გვჭირდება სათითაოდ სალაროებში მისვლა, რიგში დგომა და უამრავი ლოკაციის შეცვლა იმისთვის, რომ ბილეთებით შევიარაღდეთ.
მაგრამ უნდა ვაღიაროთ, აქამდე არც ბილეთების შეძენის პროცესი ყოფილა ბოლომდე სრულყოფილი, ჩვენ ხომ მატარებელში სასურველი ადგილების წინასწარ დაჯავშვნაც არ შეგვეძლო? თუმცა ბოლო პერიოდში ეს პრაქტიკაც შეიცვალა და ბაზარზე ახლად გამოჩენილმა კომპანიამ ბილეთების ონლაინ გაყიდვის მიმართ მიდგომა მთლიანად შეცვალა.
რა არის Eventikz.com?
Eventikz.com არის ახალი ქართული კომპანია, რომელიც ბილეთების ონლაინ გაყიდვის მიმართულებით მუშაობს, არადა ამ ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა, თუმცა ახალგაზრდები ამ გამოწვევას არ შეუშინდნენ. დასხდნენ, ჩამოაყალიბეს ახლებური კონცეფცია და შედეგად დღეს გვაქვს საიტი, რომელიც ბილეთებს სხვანაირად, ანუ უფრო მარტივად და მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტულად ყიდის.
სასურველი ადგილი, სასურველ ვაგონში, სასურველი მიმართულებით
Eventikz.com-მა ყურადღება ძალიან მალე მიიქცია და მომხმარებლების გულებიც მოიგო, რაც მათი ახალი სერვისის დამსახურებაა. შენ, სანამ ბათუმში გაემგზავრები, უკვე შეგიძლია აირჩიო სასურველი ვაგონი და საუკეთესო ადგილები, რაც აქამდე არ შეგეძლო. თანაც, ამას მხოლოდ კომპიუტერიდან კი არა, Eventikz.com-ის აპლიკაციითაც შეძლებ.
ყველაზე სასიამოვნო ამ ყველაფერში კიდევ იცი რა არის? — ვაგონების და ადგილების არჩევა ნებისმიერი ტიპის მატარებლისთვის (პლაცკარტისთვისა და კუპირებულისთვისაც კი) შესაძლებელია, მიმართულებას კი მნიშვნელობა არ აქვს.
...და კინო?
რაც შეეხება კინოს ბილეთებს, Eventikz.com-ზე მათი შეძენა ძალიან მარტივად და კომფორტულად არის შესაძლებელი. თანაც, იცით ამ ახალ საიტს რა დაემატა? - შენ უკვე შეგიძლია სასურველი ადგილები დარბაზში ფასების მიხედვით აირჩიო, რადგან ყველა საფასო კატეგორია განსხვავებული ფერით არის მონიშნული.
გარდა ამისა, შეგიძლია გაფილტრო ფილმები ჟანრებისა და განრიგის მიხედვით. ფილმის შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია რომ მიიღო, უშუალოდ ფილმის გვერდზე გადასვლაც არ გიწევს, უბრალოდ მაუსს მიიტან პოსტერთან და ყველაფერს გაიგებ, რაც გაინტერესებს, თან შეგიძლია ტრეილერსაც უყურო და მხოლოდ შემდეგ შეიძინო ბილეთები.
მოკლედ, ასეა — უფრო მარტივი და უფრო მოსახერხებელი.
ისე კი, ფილმების გარდა, Eventikz.com-ზე სპორტის, თეატრის, კონცერტების და ბევრი სხვა ღონისძიების ბილეთების ყიდვაც შეგიძლიათ.
ტექნოლოგიური სიახლე — ღონისძიებების მართვის სისტემა (EMS)
თუ გეგონა, რომ მხოლოდ ბილეთების გაყიდვით შემოიფარგბლებოდა Eventikz.com, მაშინ კიდევ უფრო მეტს გეტყვი. კომპანიამ ღონისძიებების მართვის სისტეტმა შექმნა, რომლის მსგავსიც საქართველოში არავის შეუქმნია. თუ შენ რამე ორგანიზაცია გაქვს და ღონისძიებების ჩატარებას აპირებ, EMS სწორედ შენთვისაა. იცი რა შეუძლია მას? - დაგეხმაროს ღონისძიების დადეგმვის სამ ძირითად ეტაპზე:
- პრე-ივენთ პერიოდი, რომელიც ითვალისწინებს: ბილეთების რეალიზაციას სალაროებში; სხვადასხვა არხებით გაყიდული ბილეთების აგრეგაციას;
- ივენთის მიმდინარე პერიოდი, რომელიც მოიცავს: ივენთზე წვდომის კონტროლს; უნაღდო ანგარიშწორებასა და დამატებით სერვისებს;
- ივენთის შემდგომი პერიოდი, რომელიც შესძლებლობას მოგცემს დეტალური ანალიზი გაუკეთო დასრულებულ ღონისძიებას.
ხომ გითხარი, სულ სხვანაირი პლატფორმაა-მეთქი?! რაც ყველაზე მთავარია, EMS ტექნიკურად ბოლომდე გამართული, სანდო და მოქნილი სისტემაა. ის RFID ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ღონისძიების მართვის სისტემაა, რომლის ტექნიკური ფუნქციონალები ფართოა და მსგავსი ქართული პროდუქტი არ არსებობს.
ერთსაც გეტყვი და მოვრჩეთ...
Eventikz.com-ზე ყოველი ბილეთის ყიდვა ბენეფიტების მომტანია და იცი როგორ? - ყოველი ტრანზაქციიდან შენ ბალანსზე გიბრუნდება თანხის პროცენტი მონეტების სახით, რომელიც შეგიძლია დააგროვო და მერე ნებისმიერი ბილეთი იყიდო. გარდა ამისა, მონეტების გამოყენება ბილეთების ყიდვის დროს თანხის დასამატებლადაც შეგიძლია გამოიყენო. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ კომპანია გვპირდება, რომ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა


კომენტარები