IDFI: ყველაზე დახურულ დაწესებულებად იუსტიციის სამინისტროს სისტემა დასახელდა
ფოტო: On.ge
IDFI-ის ინფორმაციით, 2016 წელს, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის დაწესებულებების რეკორდულად მაღალი რაოდენობა დასახელდა. ორგანიზაცია წერს, რომ წელს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა.
IDFI-მ, 2016 წელს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ 12 უწყებას გაუგზავნა 346 მოთხოვნა, საიდანაც პასუხი ვერც ერთზე მიიღეს. შედეგად, იუსტიციის სამინისტროს სისტემის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი 2016 წელს, 2013 წელთან შედარებით, 95.6%-ით გაუარესდა და 0% შეადგინა.
2016 წელს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი 12 უწყების გარდა, საქართველოს 294 ადმინისტრაციულ ორგანოს შორის კიდევ 14 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, რომლებმაც სრულად უგულებელყვეს კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება და უპასუხოდ დატოვეს IDFI-ის ყველა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.
კერძოდ, IDFI-ის მიერ გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს შემდეგმა საჯარო დაწესებულებებმა:
- შემოსავლების სამსახური;
- ასპინძის გამგეობა;
- ბოლნისის გამგეობა;
- საგარეჯოს გამგეობა;
- ყაზბეგის გამგეობა;
- ყვარლის გამგეობა;
- შუახევის გამგეობა;
- წალკის გამგეობა;
- ხონის გამგეობა;
- ბოლნისის საკრებულო.
2010-2016 წლებში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, IDFI-მ საჯარო დაწესებულებებში სულ 37 582 საჯარო მოთხოვნის შესახებ განცხადება გაგზავნა, საიდანაც მიღებულია პასუხი 30 729 მოთხოვნაზე.
2016 წელს IDFI-მ 294 საჯარო დაწესებულებისთვის გაგზავნილ 7,430 მოთხოვნაზე სრულყოფილი პასუხი მიიღო 4, 458 განცხადებაზე, არასრულყოფილი პასუხი - 404 მოთხოვნაზე, უარი - 26 შემთხვევაში, უპასუხოდ დარჩა 1139 მოთხოვნა.
2016 წელს IDFI-ის სიგელი გადაეცემა ყველა იმ უწყებას, რომელმაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა.
სულ დაჯილდოვდება 55 საჯარო დაწესებულება, მათ შორის:
- საქართველოს პარლამენტის აპარატი;
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; - საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი;
- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები