Tbilisi Open Air-ის დაწყებამდე 2 დღე დარჩა — მიიღე ინფორმაცია ტრანსპორტსა და სხვა დეტალებზე
ფოტო: Altervision
Tbilisi Open Air-ის დაწყებამდე 2 დღეზე ნაკლები დარჩა. Lisi Wonderland-ში უკვე სამუშაოები თითქმის დასრულებულია და მუსიკის მსმენელების მისაღებად მზადაა. ფესტივალი უკვე მეოთხე წელია Lisi Wonderland-ში იმართება.
ფესტივალის ტერიტორიაზე შემოსვლა შესაძლებელი შუადღის სამი საათიდან იქნება.
ინფორმაცია ტრანსპორტის შესახებ
თბილისის მერიის დახმარებით, ფესტივალის დღეებში (21-23 ივნისი) დელისის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ფესტივალის შესასვლელამდე და უკან, 10-15 წუთის ინტერვალით, უფასოდ იმოძრავებს მუნიციპალური ავტობუსები. ყოველდღე 14:00-დან (პირველ დღეს 13:00-დან) 03:00-მდე.
ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
ფესტივალზე იმუშავებს დაკარგული ნივთების პუნქტი. პუნქტი მდებარეობს ტერიტორიის შესასვლელთან. ასე რომ, თუკი ფესტივალის მიმდინარეობისას რაიმე ნივთს დაკარგავთ, ან სხვისას იპოვით, შეგიძლიათ, მოგვაკითხოთ.
Tbilisi Open Air 2019-ზე მოსახვედრად აუცილებელია, რომ თქვენი ბილეთი ტერიტორიის შესასვლელშივე გადაცვალოთ სამაჯურში.
- სამაჯურის ტარება აუცილებელია!
- სამაჯურის თვითნებური დაზიანების/მოხსნის შემთხვევაში, თქვენ არ გექნებათ სამაჯურის გადაცვლის შესაძლებლობა და შესაბამისად, არ დაიშვებით ფესტივალის ტერიტორიაზე.
- სამაჯურის ზედმეტად გადაჭერის ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად, შეგიძლიათ, მიმართოთ Troubleshoot-ს, ფესტივალის შესასვლელთან.
- სამაჯურის გაცვლა დასაშვებია მხოლოდ ორგანიზატორის მეთვალყურეობის ქვეშ!
- 21, 22 და 23 ივნისს ბილეთები გაიყიდება ადგილზე, საფესტივალო ქალაქის შესასვლელში.
- დღიური ბილეთის მფლობელებს შეუძლიათ მხოლოდ იმ კონკრეტული დღისა და ღამის განმავლობაში ფესტივალზე დასწრება.
- ღამის ბილეთის მფლობელები ფესტივალზე შემოსვლას მხოლოდ იმ კონკრეტული საფესტივალო დღის შესაბამის დროს (00:30-დან) შეძლებენ.
- კემპინგის ზონაში აუცილებელია, როგორც დღიური ბილეთის/აბონემენტის შესაბამისი სამაჯურის, ასევე სპეციალურად კემფინგის ზონისთვის განკუთვნილი სამაჯურის ტარება.
- აბონემენტის მფლობელებმა აუცილებელია, გაითვალისწინოთ, რომ სამაჯური უნდა ატაროთ მთელი ფესტივალის განმავლობაში.
ფესტივალის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მისამართზე tkt.ge-ზე, ფილარმონიის სალაროებში და ფესტივალის ტერიტორიაზე.
აბონემენტის ღირებულება 180 ლარს შეადგენს, დღიური ბილეთი - 75 ლარი, ღამის ბილეთი - 35 ლარი.
ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, "მწვანე ოთახი" და სხვა.
ამავე თემაზე: ნახეთ, როგორ ემზადება Tbilisi Open Air ფესტივალისთვის — ფოტოები Lisi Wonderland-იდან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში



კომენტარები