განახლებული შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი საუკეთესო ადგილია თბილისში შეკრებებისთვის
განახლებული "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" კვლავაც საუკეთესო ადგილი იქნება თბილისში შეკრებებისთვის
"შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი", მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ, საზეიმოდ გაიხსნა.
როგორც Marriott-ის საერთაშორისო ქსელის წევრი Sheraton Hotels & Resorts-ის წარმომადგენლები აცხადებენ, განახლებული სასტუმრო ამიერიდან უფრო მაღალი, გრანდ კატეგორიის სასტუმროებს შორის დაიკავებს ადგილს.
ღონისძიებას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის" გენერალური დირექტორი ფრედ სმიტსი, Marriott Internationa-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ვიცე- პრეზიდენტი პანკაჯ ბირლა, Marriott International-ის ბრენდ ლიდერი ინდი ადენაუ.
განახლებული სასტუმრო, ტურისტების გარდა, ახლა უკვე საერთაშორისო დონის ბიზნესშეხვედრებისა და კონფერენციების მასპინძლობისთვისაა სრულ მზადყოფნაში.
"დიდი სიამაყით მივესალმებით მასშტაბური ტრანსფორმაციის შემდეგ მსოფლიო ლეგენდის საქართველოში დაბრუნებას. შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით იწყებს ახალ სიცოცხლეს. ჩვენ, ადგილობრივ გუნდთან ერთად, შევქმენით ინტერიერი, რომელიც დროს უძლებს. ეს სასტუმრო ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რას ვაკეთებთ შერატონის ბრენდის წინსვლისა და განვითარებისთვის", - განაცხადა პანკაჯ ბირლამ.
მისი თქმით, განახლებული სასტუმრო, ახალი ცხოვრების დაწყების პარალელურად, კვლავ საუკეთესო ადგილი იქნება თბილისში შეკრებებისთვის და ღირსეულად გააგრძელებს ლეგენდარული სასტუმრო ბრენდის საქმეს. მარიამ ქვრივიშვილმა განახლებული სასტუმროს პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბიზნესტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა შეიქმნა.
"ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი საკონფერენციო და ბიზნესტურიზმის ხელშეწყობა-გაძლიერებაა. განახლებული შერატონ გრანდ თბილისი მეტეხით ჩვენ წარვდგებით ევროკავშირის წევრებისა და ყველა იმ ქვეყნის ბაზარზე, ვისთანაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს. ეს არის ყველაზე დიდი სიახლე რეგიონულ ბაზარზეც. გვაქვს უკვე წინასწარ შედგენილი გეგმა, შესაბამისი კრიტერიუმებით, რითაც გარკვეულწილად ფინანსურ მხარდაჭერას გავუწევთ ბიზნესკონგრესების ორგანიზებას. ასევე, ვგეგმავთ კომუნიკაციას ბიზნესთან, რათა მათ ვასწავლოთ, როგორ მიიზიდონ საერთაშორისო ბიზნესკონფერენციები", — განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი განმარტებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში გაკეთდა ანალიზი, რომელი ქვეყნებიდან აქვს საქართველოს ყველაზე მეტი შემოსავლები ბიზნესტურიზმის მიმართულებით და ამ კომპონენტში 15 ლიდერი სახელმწიფო გამოვლინდა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს ძირითადი ორიენტირი, ევროკავშირის გარდა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, იაპონია, ჩინეთი და, ასევე, ამერიკაა და სწორედ განახლებული შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი იქნება საუკეთესო პლატფორმა საქართველოში ბიზნესკონფერენციებისა და შეხვედრებისთვის.
"შერატონ გრანდ თბილისი მეტეხის რეკონსტრუქციის პროექტი კომპანია რაკია ჯორჯიამ განახორციელა. სამუშაოები დაახლოებით 3 წელი გრძელდებოდა და ახლა ბოლო დეტალების დასრულება მიმდინარეობს. რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია ამაყობს ძველი მეტეხი პალასის გარდაქმნით, რომელიც ენერგიული ქალაქის შუაგულში დასვენების საუკეთესო ადგილად იქცა", - ამბობს რაკია ჯორჯიას დირექტორი გიორგი გეგეჭკორი.
შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, მდინარე მტკვრის სანაპიროზეა გაშენებული. სასტუმროდან იშლება თბილისის თვალწარმტაცი ხედი, ეკლექტიკური არქიტექტურა, აქვეა ბოტანიკური ბაღი, კულტურული ღირსშესანიშნაობები და პრეზიდენტის სასახლე.
220-ნომრიანი შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი სტუმრებს კეთილმოწყობილი ოთახების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სასტუმროში მოქმედებს ხუთი ბარი და რესტორანი, ასევე, ღია აუზი.
სასტუმროს აქვს სრულად აღჭურვილი 2000 კვ.მ. სივრცე მრავალმხრივი შეკრებებისთვის, მათ შორის, 12 ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის და ქალაქში ყველაზე დიდი, 1000 კვ.მ. ფართობის დარბაზი საერთაშორისო კონფერენციებისთვის, გამოფენებისთვის, კოქტეილ-წვეულებებისთვის, პერსონალური სადილებისა თუ მრავალრიცხოვანი ქორწილებისთვის.
მასპინძლები დარწმუნებულნი არიან, რომ აქ გამართული ნებისმიერი ღონისძიება სტუმრებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები