შსს-მ ქვეყნის სხავადასხვა ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა აღმოაჩინა
ფოტო: კადრი ქრონიკის ვიდეოდან
შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალის შენიღბულად დამარხვა 2009-2011 წლების განმავლობაში განხორციელდა.
უწყების თქმით, საქმეზე დანიშნული პიროტექნიკური, ქიმიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამარხში ნაპოვნი 3062 ცალი, ქარხნული წესით დამზადებული ვაზნა განკუთვნილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატების, РПК ხელის ტყვიამფრქვევისა და სხვა იარაღისთვის. ვაზნები ვარგისია გამოსაყენებლად:
"აღნიშნულ სამარხში ნაპოვნი იქნა, ასევე, დანიშნულებით გამოსაყენებლად ვარგისი, ქარხნული წესით დამზადებული: 3 ერთეული ОШ ტიპის ცეცხლგამტარი ზონარი; 3 ერთეული МОН-50 ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი; 1 ერთეული ამფეთქ-ცეცხლგამჩენი მუხტი; ტროტილის 39 კოჭა; 7 ერთეული ВУЗ-4 ტიპის ამფეთქი მოწყობილობა; 2 ერთეული ნაღმის ამფეთქის ელექტრო-დამრტყმელი მოწყობილობა;
3 ერთეული ჰექსოგენის შემცველი პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერება; 6 ერთეული ჰექსოგენის შემცველი პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერების 500 გრამიანი კოჭა; 42 ერთეული ელექტროდეტონატორი; 1 ერთეული РПГ-26 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი; 60 მმ-იანი ნაღმმტყოცნისთვის განკუთვნილი 1 ნაღმი; 40 მმ-იანი ლულისქვეშა ყუმბარმტყოცნისთვის განკუთვნილი 31 ერთეული ВОГ-25 ტიპის გასროლა; 1 ერთეული Ф-1 ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული РГД-5 ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 3 ერთეული РГ-42 ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 2 ერთეული GHO-1 ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 5 ერთეული ПТМ-3 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი; ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 2 ერთეული УЗРГМ ტიპის ამფეთქი ფალია; ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 2 ერთეული FD-1 ტიპის ამფეთქი ფალია; 12 ერთეული МД ტიპის დეტონატორი; 4 ერთეული კაფსულ-დეტონატორი; 1 ერთეული ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი УЗРГМ ტიპის ამფეთქი ფალიის დეტონატორი; 1 ერთეული დეტონატორის გადამყვანი სამარჯვი.
21 ერთეული ამფეთქი კაფსულა; 17 ერთეული ელექტრო გასართი; 1 ერთეული ТМ-62 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი; ТМ-62 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმისთვის განკუთვნილი 1 ერთეული МВЧ-62 ტიპის ამფეთქი.
სამართალდამცველების მიერ თბილისში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში მიწის ქვეშ ნანახი და ამოღებული იქნა შემდეგი სახის საბრძოლო მასალა:
სროლისთვის ვარგისი, ქარხნული წესით დამზადებული, რუსეთის წარმოების, 9მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტი; კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩი; ქარხნული წესით დამზადებული, 7,62 მმ კალიბრის 40 ცალი სამხედრო დანიშნულების ვაზნა, რომელიც განკუთვნილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისთვის; ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრის 10 ცალი სამხედრო - სპეციალური დანიშნულების, СП-6 ვაზნები, განკუთვნილი ამავე კალიბრის იარაღებისთვის; ქარხნული წესით დამზადებული, სპეციალური დანიშნულების, НРС მოდელის 7,62 მმ კალიბრის მზვერავის სასროლი დანა; 2 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული РГД-5 ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული РГО ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 2 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული УЗРГМ ტიპის ამფეთქი ფალია; 1 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული УДЗ ტიპის ამფეთქი ფალია; 1 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული M-80 ტიპის ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი და 1 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული РПГ-22 ტიპის ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი.
სამართალდამცველებმა სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში, მიწის ქვეშ იპოვეს და ამოიღეს სხვადასხვა სახის, ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალა: 1 ერთეული კალაშნიკოვის კონსტრუქციის 5,45 მმ კალიბრის, AKC-74 მოდელის ავტომატი; 1 ერთეული კალაშნიკოვის კონსტრუქციის 5,45 მმ კალიბრის AK-74 მოდელის ავტომატი; ავტომატებისთვის განკუთვნილი 1 ცალი კონდახი, 2 ცალი სახელური და 1 ცალი კომპენსატორი.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით,"სტეჩკინის" კონსტრუქციის პისტოლეტი და АКС-74 მოდელის ცეცხლსასროლი ავტომატი ძებნილი იარაღების მონაცემთა ბაზაში აყვანილია აღრიცხვაზე, როგორც დაკარგული.
სამართლდამცველების მიერ მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში, მიწის ქვეშ ნანახი და ამოღებული იქნა შემდეგი სახის, ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალა:
ტყვიამფრქვევისთვის, ავტომატებისთვის, კარაბინებისა და სხვა იარაღისთვის განკუთვნილი 1297 ცალი ვაზნა; 38 ცალი მჭიდი; 2 ერთეული РГД-5 ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 4 ერთეული РГН ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული РГО ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული საბოლე კოჭა; 1 ერთეული ტროტილის 75 გრ-იანი კოჭა; ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 2 ერთეული УЗРГМ ტიპის ამფეთქი ფალია; ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 5 ერთეული УДЗ ტიპის ამფეთქი ფალია; 8 ერთეული РГД-5 ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული Ф-1 ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; M 79 ტიპის ყუმბარმტყორცნისათვის განკუთვნილი 5 ერთეული გასროლა; 40 მმ-იანი ლულისქვეშა ყუმბარმტყოცნისთვის განკუთვნილი 6 ერთეული ВОГ-25 ტიპის გასროლა და ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 9 ერთეული УЗРГМ ტიპის ამფეთქი ფალია".
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები