ვცახცახებდი, სისხლისღვრას გადავრჩით — ოცნების დეპუტატი 20 ივნისის აქციაზე
ფოტო: მიხეილ ყაველაშვილი / Facebook
"პოლიტიკოსებმა, რომელთაც სურთ, ხელისუფლებაში იყვნენ და პრეტენზია აქვთ, პირველ რიგში, უნდა დაგმონ სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებული ძალადობრივი აქტი", — ეს განცხადება ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, 20 ივნისის აქციის დროს იყო სამსაათიანი შეტევა ინსტიტუტზე და ქვეყანა სისხლისღვრას გადაურჩა.
"შეჭრა რომ მომხდარიყო? საღამოს პარლამენტის ეზოში განათება არ არის. მობილიზებული იყო დამხმარე ძალა პოლიციის, სპეცნაზის და როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანების ჯგუფს რომ მოეხერხებინა და შესულიყვნენ პარლამენტის ეზოში, რა მოხდებოდა?! გამოვლილი მაქვს 90-იანი წლები და იცით, რა მოხდა? ქართველები ერთმანეთს ვხოცავდით. იცით, რა საშინელებაა? 7 ნოემბრის მონაწილე ვარ. 200 ათასი ადამიანი რუსთაველზე გამოდიოდა, ერთი ფოთოლი არ ჩამოცვენილა. ვინც ძალადობას იყენებდა, მაშინდელი ხელისუფლება იყო", — განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, უმრავლესობიდან არავის "აუგი სიტყვა არ დასცდენია" იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც პარლამენტის წინ აქციებს მართავენ.
"ახალგაზრდებს მივმართავ, ვინც გამოდის და თავის პოზიციას გულწრფელად გამოხატავს, მომავალი მათ ეკუთვნით. შოთა დიღმელაშვილს მივმართავ, ბევრ რამეში ჩვენი აზრები ემთხვევა, თუ როგორ უნდა იყოს სახელმწიფო მოწყობილი. ახალგაზრდებს სოლიდარობას ვუცხადებთ. რაც შეეხება გახარიას, პოლიციამ საზოგადოება სისხლის ღვრას გადაარჩინა. აქ მოხდებოდა სისხლისღვრა. ვცახცახებდი, სისხლისღვრას გადავრჩით", — ამბობს ყაველაშვილი.
მისივე თქმით, გახარია პარლამენტში მოვა და დეტალურად მოყვება, ვინ იყო პასუხისმგებელი. მან ასევე თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები: სალომე სამადაშვილი, თინა ბოკუჩავა და რომან გოცირიძე "მომღიმარი სახეებით ელოდებოდნენ", რომ "შემოვარდნილიყვნენ, როგორც 2003 წელს და პარლამენტი დაემხოთ".
"ეს არ განხორციელდა და ხელი შეუშალა გახარიამ. ნაციონალურ მოძრაობას უნდა გაემიჯნონ, რომელმაც გაბედა და შტურმით აღება მოინდომა, შეცდომაში შეიყვანა ჩვენი ახალგაზრდები. გიორგი გახარიამ ბევრი ახალგაზრდა სისხლისღვრას გადაარჩინა ბევრი ახალგაზრდა. აქ უბედურება დატრიალდებოდა. ადამიანები დაიხოცებოდნენ", — ამბობს ყაველაშვილი.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპულმა საქართველომ დღის წესრიგში შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის დადგენილების შეტანა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამ პროცესს პლენარულ სხდომათა დარბაზში დაპირისპირება მოჰყვა. საქართველოს პარლამენტი ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ოპოზიციის თქმით, გიორგი გახარია უნდა გადადგეს და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს 20-21 ივნისს მომხდარ შემთხვევებზე. უმრავლესობა კი შს მინისტრის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.
20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს. დაშავებულებიდან 2-მა — თვალი დაკარგა, მათ შორისაა 18 წლის მაკო გომური. 2-ის მდგომარეობა სტაბილურად მძიემა. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყო On.ge-ს სამი თანამშრომელი. ბოლო ინფორმაციით, კლინიკებში მკურნალობას 23 პაციენტი აგრძელებს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები