BBC: რუსეთი ამბობს, რომ საქართველო უსაფრთხო არაა, რუსი ტურისტები საპირისპიროს ფიქრობენ
ფოტო: EPA
"რუსეთის ცნობით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანა არ არის, საქართველოში მყოფი რუსები კი საპირისპიროს ფიქრობენ", — ამ სათაურით BBC-მ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სტატია გამოაქვეყნა.
გამოცემა რუსული ტელევიზიის Russia 1-ის წამყვანის ოლგა სკაბეევას მიმართვას აქვეყნებს: "სახელმწიფო გაფრთხილებთ, რომ საქართველოში უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მოგცემთ". ტელეწამყვანი რუს ტურისტებს არიგებს, რომ "არ შეიძლება გაცვალონ ღირსება თბილისში ჩასვლისას ერთ ბოთლ უფასო ღვინოზე".
BBC-ის ცნობით, Russia 1-ის წამყვანი "უფრო შორს წავიდა" და თქვა: "საქართველოში რუსებს კლავენ".
ამ განცხადებებისა და ვლადიმერ პუტინის სანქციების ფონზე, BBC წერს, რომ საქართველოში რუსოფობია არ არის და რუსებს, რომლებიც საქართველოში უკვე იყვნენ, განსხვავებული შეხედულებები აქვთ.
"ჩვენ არ ვუსმენთ პუტინის რჩევას და საკუთარი შეხედულებები გვაქვს", — უთხრა რუსმა ტურისტმა BBC-ის. გამოცემა წერს, რომ ტურისტების უმრავლესობა, რომლებსაც შარდენის ქუჩაზე გაესაუბრნენ რუსეთიდანაა და არც ერთი მათგანი თავს საფრთხის ქვეშ არ გრძნობს.
"რუსების მიმართ დამოკიდებულება უარყოფითი არ არის. ხალხი მეგობრულია და ჩემი შვილების უსაფრთხოებაზე ზრუნავს", — უთხრა BBC-ის ტურისტმა.
სხვა ტურისტები აცხადებენ, რომ "ფრენების აკრძალვით რუსეთმა ხალხს დამატებითი პრობლემა შეუქმნა, თუმცა მაინც ჩამოვლენ ბელორუსიისა და თურქეთის გავლით".
გამოცემა ესაუბრა ანნა დენისოვას, რომელიც ოჯახთან ერთად საქართველოში საცხოვრებლად 2 წლის წინ გადმოვიდა და შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროს უძღვება.
"აქ 10 წლის განმავლობაში ჩამოვდიოდით და მცირეოდენი უარყოფითი დამოკიდებულებაც ჩვენს, როგორც რუსების მიმართ, არ მიგრძვნია", — აცხადებს ანნა. მისივე ცნობით, სასტუმროს ვიზიტორებიდან უმრავლესობა რუსია, თუმცა ფრენების აკრძალვის შემდეგ ჯავშნების გაუქმება დაიწყო.
BBC ასევე წერს ფეისბუქში დაწყებულ კამპანიაზე #spendyoursummeringeorgia. #SpendYourSummerInGeorgia ახალგაზრდების მიერ დაწყებული კამპანიაა, რომლის მიზანიც საქართველოს მხარდაჭერაა რუსეთის ტურისტული ემბარგოს საპასუხოდ. ამ ჰეშთეგით მსოფლიოს მოქალაქეებს მოუწოდებენ ჩამოვიდნენ და დაისვენონ საქართველოში და არ დატოვონ ქვეყანა მარტო რუსეთის ეკონომიკურ სანქციებთან.
20 ივნისს თბილისში ჩაშლილი მართმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის და დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გაძევების საპასუხოდ ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიახაზებს საქართველოში ფრენა აუკრძალა. აქედან 24 საათში აკრძალვა ქართულ ავიახაზებზეც გავრცელდა. მოგვიანებით, კი რუსეთმა 8 ქართულ კომპანიას ღვინის შეტანა აუკრძალა. რუსეთის მიზანი საქართველოს ეკონომიკაზე და ხელისუფლებაზე ზეწოლაა.
მეცხრე დღეა საქართველოს პარლამენტთან ანტიოკუპაციური აქცია #სირცხვილია იმართება. აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა აქვთ: შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება და 20-21 ივნისის პროტესტის დაშლის დროს დაკავებულების გათავისუფლება. აქედან, მხოლოდ ერთი მოთხოვნა დარჩა შესასრულებელი — შს მინისტრის გადადგომა.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები