ფაქტები WizzAir-ის შესახებ, რომელსაც აქამდე არ იცნობდით
უკვე შვიდი წელია ქართველებისთვის ევროპის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება ხელსაყრელ ფასად პრობლემას აღარ წარმოადგენს. 2012 წელს საქართველოს ბაზარზე კომპანია WizzAir გამოჩნდა, რომელმაც ქუთაისის აეროპორტიდან პირველი რეისი კიევის მიმართულებით შეასრულა.
თუკი თქვენ ხშირად მოგზაურობთ ან ერთხელ მაინც გიფიქრიათ თვითმფრინავში ასვლასა და სასურველი ქალაქების მონახულებაზე, ბიუჯეტის დაგეგმვისას პირველ რიგში უეჭველად სამგზავრო ბილეთის ფასები გახსენდებათ. ამ მხრივ, დღეს უკვე დიდი არჩევანი გვაქვს და შეგიძლიათ თქვენთვის მისაღებ ფასში შეარჩიოთ ბილეთები და დიდი აღმოჩენების გასაკეთებლად გაემგზავროთ.
საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოსული კომპანია WizzAir 7 წლის შემდეგ უკვე ბაზრის ლიდერია და ყოველწლიურად ასობით ათას მგზავრს ემსახურება. არადა, 2012 წელს სულ 12 000 მგზავრი გადაიყვანა, 2018 წელს კი მათი რაოდენობა 643 ათასი იყო. წლიდან წლამდე კომპანიის ერთგული მომხმარებლების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება, რასაც რიცხვები ყველაზე უკეთ ასახავს.
WizzAir - ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია
ამჟამად, WizzAir-ის მფლობელობაში 114 ავიახომალდისგან შემდგარი ბორტია, რომელიც 72 Airbus A320-ისგან და 34 Airbus A321-ისგან შედგება. ვიზეარის ავიაპარკი ერთ-ერთი ყველაზე ახალია ბაზარზე, რადგან თვითმფრინავების საშუალო ასაკი 4-5 წელია. ასეთი მაჩვენებლი, თავისთავად მეტყველებს, რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გათვალისწინებულია და დაბრკოლებების პრევენცია წინასწარ განსაზღვრულია.
WizzAir მსოფლიოს მასშტაბით 600-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს რეისებს და 44 ქვეყნის 145 აეროპოორტში ოპერირებს. ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ კომპანიად ითვლება, რასაც ისიც მოწმობს, რომ ვიზეარი ყოველწლიურად 20%-ით იზრდება.
თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალში ვიზეარი კიდევ არაერთ სიახლეს ჰპირდება თავის მომხმარებლებს, მანამდე კი გავიხსენოთ, რა გზა გაიარა კომპანიამ საქართველოში ოპერირების ფარგლებში.
303$ მლნ ინვესტიცია, 2 მილიონი მგზავრი და ასობით სამუშაო ადგილი ადგილობრივებისთვის
WizzAir საქართველოში ოპერირების პერიოდში ჯამში 7 წლის განმავლობაში 2 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. 2017 წელს მგზავრთა ნაკადი 312 ათასი იყო, 2018 წელს კი 88%-ით გაიზარდა და 643 ათასს გაუტოლდა. მგზავრთა რაოდენობა რომ იზრდება, ეს მხოლოდ პოზიტიური მოვლენაა, რადგან კომპანია ქართველებსა და საქართველოში დასვენების მსურველებს, შესაძლებლობას აძლევს მინიმალური დანახარჯებით სურვილები აისრულონ.
ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ საქართველოში 303$ მილიონის ინვესტიცია განახორციელა, რაც პირდაპირ ისახება ქვეყნისა და განსაკუთრებით ქუთაისის ეკონომიკურ მაჩვენებელზე.
გარდა ამისა, 2016 წელს WizzAir-მა ქუთაისში ადგილობრივი ბაზა გახსნა, რომლის შემადგენლობაშიც პირველი ბაზირებული ავიახომალდი დაემატა. ამასთან, დასაქმდა 35-ზე მეტი ადგილობრივი ადამიანი, რომლებსაც საკუთარ ქალაქში წარმატებულ კომპანიაში მუშაობის საშუალება მიეცათ. რეისების შესრულებიდან მეოთხე წელს, ქუთაისის აეროპორტიდან, WizzAir უკვე 11 მიმართულებით დაფრინავდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ მინიმუმი იყო.
2018 წელს კომპანიამ კიდევ 9 ახალი მიმართულება დაამატა სერვისს, რასაც მეორე ბაზირებული ხომალდის განთავსებაც მოჰყვა. განვითარებამ მოიტანა ახალი სამუშაო ადგილებიც და 2018 წლისთვის WizzAir-ში დასაქმებულთა რაოდენობამ 450 ადამიანს გადააჭარბა.
როგორი იქნება 2019-2020 წელი ვიზეარისთვის საქართველოში
12 ახალი მიმართულება, კიდევ 2 ახალი ბაზირებული თვითმფრინავი და სხვა გეგმები...
ქართველი მოგზაურებისთვის WizzAir აგრძელებს ახალი მიმართულებების შეთავაზებასა და არჩევანის გამრავალფეროვნებას. იზრდება ფრენების რაოდენობა 17 ქვეყნის 27 მიმართულებით, რასაც ისიც მოწმობს, რომ 2019 წელს გაყიდვაში 952 ათასი ბილეთი ჩაეშვა.
ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი, ტურკუ — ეს 12 ახალი მიმართულებაა, რომელსაც Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამატებს.
ახალ მიმართულებებს დამატებით 2 ახალი ბაზირებული თვითმფრინავი AIRBUS A 320 მოემსახურება. მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების 7 მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს.
2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ ევროპის 5 ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება.
სხვათაშორის, აქამდე საქართველოდან ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით პირდაპირი რეისები არ სრულდებოდა.
გამოდის, რომ 2020 წლისთვის WizzAir ქუთაისიდან 19 ქვეყნის 39 მიმართულებით შეასრულებს რეისებს. ბილეთების რაოდენობა 1.42 მილიონამდე გაიზრდება, დასაქმებული ადგილობრივების რიცხვი კი 200-ს გადააჭარბებს, ბილეთის საწყისი ფასი კი კვლავ ძალიან იაფი, 79.99 ₾ იქნება. რაც შეეხება ინვესტიციას, 2020 წელს კომპანიის მიერ ინვესტირებული თანხა 500$ მლნ-ს გადააჭარბებს.
ქართველ მოგზაურებს უახლოეს პერიოდში, WizzAir-ის დახმარებით, კიდევ არაერთი შესაძლებლობა გაუჩნდებათ, რათა იფრინონ სასურველ ფასში სანატრელი მიმართულებით, თანაც კომფორტული და უსაფრთხო თვითმფრინავებით.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა



კომენტარები