5 გზა ემპათიის უნარის გამოსამუშავებლად
ფოტო: Bob Al-Greene / Mashable
თანაგრძნობა ის უნარია, რომელიც ადამიანებში ჰუმანურობის ურთიერთსაპირისპირო მხარეებს ააშკარავებს.
ერთი მხრივ, შეიძლება ემპათიურ ადამიანად ითვლებოდე, იზიარებდე სხვა ადამიანის ტკივილს, თანაუგრძნობდე მას. შეიძლება გაწუხებდეს, რომ ჩვენ, როგორც სახეობა, ამ ინტენსიური და ხშირად ძალადობრივი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული პოლარიზაციის ფონზე, უცხოებზე ზრუნვის უნარს ვკარგავთ.
მეორე მხრივ, სულაც არუთანაგრძნობ რასისტებს ან ნეო-ნაცისტებს, რომლების მედიაში ყოველდღიურად შუქდებიან. თუნდაც ჯერ კიდევ გჯეროდეს ემპათიის, მაინც არის ისეთი მომენტები, როდესაც ხედავ გაჭირვებულ ადამიანს და, რაღაც მიზეზის გამო, ვერ ახერხებ გამოხატო თანაგრძნობა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მცდელობა, იყო ემპათიური ადამიანი, ხან სასიამოვნო გრძნობაა, ხან გამაღიზიანებელი, ხანაც კი — დამღლელი. ამ საკითხს აღწერს ჯამილ ზაკი თავის წიგნში - ომი სიკეთისთვის: თანაგრძნობის მშენებლობა გახლეჩილ მსოფლიოში.
ზაკი, სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ბოლო 15 წელია ემპათიას შეისწავლის. რამდენიმე წლის წინ, მას გრძნობა დაეუფლა, თითქოს კაცობრიობა მზად იყო შეეწყვიტა ბრძოლა ემპათიისთვის და ბრაზს და საყოველთაო უკმაყოფილებას დანებებოდა. მისი ზემოთ ნახსენები წიგნი არის მეცნიერული კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ თავში ამ იმპულსების ჩახშობა და მის ნაცვლად თანაგრძნობის, როგორც უნარის, წახალისება.
ზაკის თქმით, ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ იყო ემპათიური, არაა მარტივი, თუმცა არც შეუძლებელია.
ავტორი ამბობს, რომ ომი სიკეთისთვის არ არის თვითკმარი სახელმძღვანელო, მაგრამ ეს წიგნი შეიცავს გარკვეულ პრაქტიკულ მოსაზრებებს, რომლებიც, დროთა განმავლობაში, თანაგრძნობის უნარის აღმოცენებასა და შენარჩუნებაში დაგვეხმარება.
მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შორს ხართ თანაგრძნობის უნართან, ეს ხუთი სტრატეგია დაგეხმარებათ:
1. გაიაზრეთ, რომ ემპათია უნარია და არა თანდაყოლილი თვისება
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს მემკვიდრეობით ერგებათ ხოლმე ემპათიისა და გულუხვობისკენ მიდრეკილება, ზაკი ამბობს, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს ეს თვისებები ერთ დონეზეა ფიქსირებული. მეტიც, კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი გამოცდილება ზეგავლენას ახდენს ჩვენს თანაგრძნობის უნარზე.
ბავშვები, რომელთა მშობლებიც ავლენენ ამ მახასიათებლებს, ჩვეულებრივ, უფრო მიდრეკილნი არიან მზრუნველობა გამოიჩინონ უცხოების მიმართ, არიან უფრო გულუხვები კლასელების მიმართ და მეტად შეუძლიათ სხვების ემოციების აღქმა სხვა თანატოლებთან შედარებით. ამავდროულად, ტკივილის გამოწვევამ ვიღაცისთვის შეიძლება გაართულოს სხვებზე ზრუნვა, თუმცა ისინი, ვინც ტანჯვას გამოცდიან, ხშირად უფრო ემპათიურები ხდებიან.
დასკვნა ისაა, რომ გამოცდილებამ შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ჩვენში ემპათიის შეგრძნება.
2. იქონიეთ მეტი კონტაქტი "აუთსაიდერებთან"
შეხედო ცხოვრებას სხვისი თვალებით - ეს საკმაოდ ნაცნობი სტრატეგიაა და მის ღირსებებზე აუცილებლად გექნებათ მოსმენილი რომელიმე ცნობილი ადამიანისგან, თუმცა კვლევებიც აჩვენებენ, რომ ადამიანები, რომლებიც მეტ დროს ატარებენ "გარიყულებთან" - ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მათგან განსხვავებულ ჯგუფს ეკუთვნიან - ნაკლებად იქმნიან უარყოფით წინასწარგანწყობებს.
თუმცა, ზაკი სულაც არ ფიქრობს, რომ ვინმეს თანაგრძნობა მათ პატიებას ან მათი საქციელის თუ შეხედულებების გამართლებას გულისხმობს. ასევე, გარეშე პირთან კონტაქტის დამყარება ძალიან დამღლელიც კი შეიძლება იყოს, განსაკუთრებით მათთვის, ვინ აღქმულია, როგორც მეტი სოციალური და პოლიტიკური ძალაუფლების მქონე.
ასე რომ, თანაგრძნობის უნარის გაზრდის მიზნით თუ ადამიანთან პირად კონტაქტში შესვლას აპირებთ, იერარქიას მაინცდამაინც ნუ შეინარჩუნებთ — სწორედ იერარქიაა, რაც ადამიანებს აუტსაიდერებად აქცევს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენს პირად გამოცდილებაზე ფოკუსირების ნაცვლად, უმჯობესია მოუსმინოთ სხვა ადამინს, რათა უკეთ გაუგოთ მას.
სწორი თვითშეფასებისთვის ასევე მნიშვნელოვანია საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა - რატომ შედიხართ ამა თუ იმ სოციალურ ინტერაქციაში. თუ ამის მიზეზი ისაა, რომ საბოლოოდ თავი კარგ ადამიანად იგრძნო, სავარაუდოს არ ხარ ბოლომდე გულწრფელი.
3. სცადე თვით-შემწყნარებლობა
"არ ვამტკიცებ, რომ ემპათია ყველაფრის მკურნალია, ან თუნდაც რომ ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე სწორი მდგომარეობაა. ადამიანური თანაგრძნობის ოპტიმალური ვერსია სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ყველას ტკივილი ვიგრძნოთ და საკუთარი თავები ამოვწუროთ ბოლომდე", — ამბობს ზაკი.
ეს განცხადება შეიძლება შვებად მოევლინოს ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავს დამნაშავედ გრძნობენ, როცა მათი ემპათია ფერმკრთალდება. ზაკს ადარდებს, რომ ეს სირცხვილის შეგრძნებები ამცირებს ჩვენს სურვილს ვუთანაგრძნოთ სხვებს. ამის საწინააღმდეგოდ ის გვთავაზობს ვუთანაგრძნოთ საკუთარ თავს. ეს არა მხოლოდ ემპათიის ჩამოსაყალიბელად გამოგვადგება, არამედ ამ გრძნობის გამოხატვასაც გაგვიმარტივებს.
4. გამოიყენე ინტერნეტი ჭკვიანურად
ადამიანები გამუდმებით შორდებიან ან უახლოვდებიან ემპათიას. ზაკს უნდა მკითხველმა გაიაზროს, რომ და ამაში მათთვის უცნობი ძალები არიან ჩართული. ინტერნეტი ნამდვილად არის ამ ფაქტორთაგან ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი, რომელსაც, ზაკს თქმით, შეუძლია გაახშიროს ჩვენი არასაამაყო ქცევები.
ზოგიერთ შემთხვევებში ინტერნეტს შეუძლია ემპათია გააძლიეროს, რისი მიზეზიც ისაა, რომ ის გვაახლოებს გარიყულებთან და მათ ისტორიებთან, ან გვეხმარება ჩამოვაყალიბოთ კავშირები. თუმცა ამ ურთიერთობების დაქუცმაცებაც ისევე მარტივად ხდება, როგორც ჩამოყალიბება.
ბრაზი ბევრ სიტუაციაში შეიძლება გამართლებული და შესაფერისი რეაქცია იყოს, თუმცა ინტერნეტი ბოროტად იყენებს ამ ინსტიქტებს თავისი სქროლვის ფუნქციებით, შეტყობინებებითა და წამიერად საპასუხო რეაქციის გამოხატვის შესაძლებლობით. თუ შენთვის უფრო და უფრო რთული ხდება არ დააკომენტარო ან არ გამოეხმაურო პროვოკაციულ განცხადებას, ან მაღალი ინტერესის საგანს, შანსია, რომ ინტერნეტის შენეული გამოყენება შენს თანაგრძნობის უნარზე ახდენდეს გავლენას.
5. შეიტანე წვლილი თანაგრძნობით სავსე გარემოს შექმნაში
"კეთილი სისტემის" შექმნა შეიძლება ნიშნავდეს სამუშაო გარემოს და საზოგადო ინსტიტუციების შეცვლას ისე, რომ სიკეთე გახდეს აღიარებადი და თუნდაც დაჯილდოებადი. ზაკს მაგალითად ვაშინგტონში პოლიციის საწვრთნელი პროგრამა მოჰყავს, რომელიც კადეტებს ასწავლის როგორ მოიქცნენ სამართლიანად. ასევე აღწერს თუ როგორ მიიღო ათეულობით სკოლამ "სიკეთის კურიკულუმები" საკლასო ოთახებისთვის.
"ჩვენ არ ვართ მხოლოდ ინდივიდები, რომლებიც ემპათიის მისაღწევად იბრძვიან ბოროტ სამყაროში, ჩვენ ასევე ვართ თემი, ოჯახები, კომპანიები, გუნდები, ქალაქები და ერები და შეგვიძლია ჩვენს კულტურაში სიკეთის ჩაშენება. ჩვენ ნორმებს არა მხოლოდ ვიზიარებთ, არამედ ვაყალიბებთ მათ", — წერს ზაკი.
ეს მიდგომა აღიარებს, რომ ინდივიდუალური ემპათია მხოლოდ გარკვეული დონემდე შეიძლება მივიდეს. უფრო დიდი და სტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა, თუნდაც უთანასწორობა, ინდივიდუალური ძალისხმევა, ეს მიდგომა საკმარისი არაა.
მიუხედავად იმისა, რომ ემპათიას თავისი ლიმიტების აქვს, ზაკის ცნობით, ამის გამო ის არ უნდა უგულებელვყოთ. "თუ ახლა ხელს ჩავიქნევთ, დავკარგავთ უფრო მეტს, ვიდრე უმეტესი პოლიტიკური გამარჯვებებით მივაღწევთ", — ამბობს ის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები