10 სიმღერა, რომელიც "სირცხვილიას" აქციების საუნდტრეკად იქცა
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავებას სამოქალაქო მოძრაობების პროტესტი #სირცხვილია მოჰყვა. აქტივისტები საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და რუსული დელეგაციის ვიზიტი გააპროტესტეს. პროტესტის შედეგად, გავრილოვმა საქართველო დატოვა. 20 ივნისის საღამოს დაწყებული დემონსტრაცია კი პოლიციამ ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.
დემონსტრაციის დაშლის მიუხედავად, დღემდე მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა მოახერხეს და მათი 3 მთავარი მოთხოვნიდან ხელისუფლებას 2 (პროპორციული სიით არჩევნების ჩატარება 2020 წელს და აქციის დაშლის ღამეს დაკავებული ყველა დემონსტრანტის განთავისუფლება) უკვე დაათმობინეს. ამ ეტაპზე ისინი მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ და მათი თქმით, ამ მოთხოვნის შესრულებისთანავე დაშლას აპირებენ.
საპროტესტო აქციებს, რა თქმა უნდა, მუსიკის გარეშე არ ჩაუვლია და გთავაზობთ სპეციალურად ამ მოვლენებისთვის დაწერილ კომპოზიციებს და ასევე, ქართველი მუსიკოსების დასამახსოვრებელ გამოსვლებს აქციებიდან.
1. Moku T - გამოდი გარეთ
ქართული Hip-Hop/Trip-Hop ბენდის, Moku Moku-ს წევრი ტატო რუსია, იგივე Moku T — ამ აქციების ალბათ ყველაზე პოპულარული ტრეკის, გამოდი გარეთ ავტორია. მას შემდეგ, რაც ტატომ სცენაზე ეს სიმღერა შეასრულა, მას შემდეგ დემონსტრაციებზე ყოველდღე ისმის და არაერთ სატელევიზიო გადაცემაშიც შესრულდა.
2. ქართა ველი - alley of the wind
არტისტული გაერთიანების LTFR-ის წარმომადგენლები, ქართული ჰიპ-ჰოპ დუოს, KayaKata-ს წევრები - მაქსიმე მაჩაიძე, ზურა ჯიშკარიანი და გიორგი კვეზერელი - სასცენო სახელით turbohikari, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციებს სპეციალური ერთობლივი ტრეკით გამოეხმაურნენ. პროექტს ქართა ველი, ჰიპ-ჰოპ კომპოზიციას კი valley of the wind ეწოდება.
3. ნიკა კოჩაროვი - ზამთარი (ქოვერ ვერსია)
ზამთარი ჯგუფ ტაქსის სიმღერაა, რომელიც ცოცხლად პირველად 1992 წელს, ფესტივალზე როკი ნარკოტიკებისა და შიდსის წინააღმდეგ ქუთაისში შესრულდა. ტაქსი საკულტო ქართული ბენდი იყო, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს დადა დადიანმა და ირაკლი ჩარკვიანმა ჩამოაყალიბეს და ანტისაბჭოთა საპროტესტო მუსიკით გამოირჩეოდა. ნიკა კოჩაროვი კი ალტერნატიული როკ ჯგუფის, Young Georgian Lolitaz-ის ფრონტმენი იყო, მათი დაშლის შემდეგ კი ბენდი Z For Zulu ჩამოაყალიბა.
4. ერეკლე დეისაძე - რაც მამას უნდა / სისტემა უნდა დაინგრეს 2
საპროტესტო აქციები ერეკლე დეისაძის გარეშე რთული წარმოსადგენია. ასე რომ, მან დემონსტრაციების სხვადასხვა დღეს რამდენიმე სიმღერა შეასრულა, მათ შორის იყო რაც მამას უნდა და სისტემა უნდა დაინგრეს 2
5. ლექსო რატიანი - გხედავ
"სირცხვილიას" საპროტესტო შეკრებებს არც ახალგაზრდა მუსიკოსები აკლია. ლექსო რატიანის სიმღერის გხედავ ქარიზმატული და ემოციური შესრულება ყველა იქ მყოფს დაამახსოვრდა. ლექსო თანამედროვე ქართველი პოეტის, ზვიად რატიანის შვილია, რომლის გახმაურებული საქმეც ქართულ მედიაში მრავალჯერ გაშუქდა და ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება.
6. ანიტა რაჭველიშვილი და ანსამბლი ვარადა - ჰერიო ბიჭებო
საპროტესტო ტალღას მხარი ასევე დაუჭირა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა მეცო-სოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა. მან აქციაზე ანსამბლ ვარადასთან ერთად გია ყანჩელის ცნობილი სიმღერა, ჰერიო ბიჭებო შეასრულა.
7. დასავლელი feat. თერიკა - 7/20 ვსუნთქავ მარადის
რეპერები ირაკლი ქოჩიაშვილი, ფსევდონიმით თერიკა და დასავლელი აქციებს სპეციალური ტრეკით გამოეხმაურნენ. მათი შემოქმედება გამოირჩევა პოლიტიკურ და სოციალურ თემატიკაზე კომენტარით.
8. Frankie Beatnik - Herio Boys, Herio Girls
დემონსტრაციებზე გადაღებული კადრების კოლაჟს გია ყანჩელის ცნობილი სიმღერის ქავერ ვერსია ადევს, რომელიც მუსიკოსმა დათო გაბუნიამ (Frankie Beatnik) შექმნა. დემონსტრაციაზე დაკვრის წინ, მუსიკოსმა თქვა, რომ ნამუშევარს "ჩაგრული ადამიანების დასაცავად" პირველად სწორედ აქციაზე შეასრულებდა.
9. მაკა ჩიჩუა, დათო რაქვიაშვილი & FreeRide - არასდროს
"ერთად ვიპოვით გზას და არასოდეს დავნებდებით მტერს!" ისმის მაკა ჩიჩუას ახალ როკ-ჟღერადობის კომპოზიციაში, რომლის ვიდეოკლიპსაც რუსთაველზე გამართული დემონსტრაციების, "სირცხვილიას" სხვადასხვა კადრები ადევს. ეს ყოფილი პირველი ლედის პირველი მუსიკალური მცდელობა არ არის. მისი და მუსიკოს დიმა დადიანის ნამუშევარი ელექტროტალღები 2000-იანი წლების დასაწყისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
10. გიორგი უშიკიშვილი - ურმული
საპროტესტო აქციებს არც ქართული ხალხური სიმღერის გარეშე ჩაუვლია. გიორგი უშიკიშვილმა მრავალრიცხოვან შეკრებაზე ურმული იმღერა, რომელსაც თავის დროზე დიდი ქართველი ვოკალისტები, ვანო სარაჯიშვილი და ჰამლეტ გონაშვილი ასრულებდნენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები